მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 41-50
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 8 9 »


ვაშინგტონში დავიბადე. ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ კარგად მესწავლა და რაიმე პრესტიჟულ პროფესიას დავუფლებოდი, რათა უზრუნველყოფილი ცხოვრება მქონოდა. მათ გულწრფელად სურდათ ჩემთვის სიკეთე და მეც ვცდილობდი, არ გამეწბილებინა მათი მოლოდინი. უნივერსიტეტი უცხო ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე და სამსახურის ძებნას შევუდექი. რამდენიმე თვის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, სამუშაოდ მიმიწვიეს „მსოფლიო ბანკში", კარგ თანამდებობაზე, მაღალი ანაზღაურებით. 22 წლის ასაკში უკვე ამერიკელთა უმრავლესობის ოცნებისდარი საზოგადოებრივი მდგომარეობა მქონდა. თითქოს არაფერი მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. იმ ხანად ბაპტისტთა შეკრებებს ვესწრებოდი და თავს ნამდვილ ქრისტიანად ვთვლიდი. პროტესტანტიზმი მიმართულია ამასოფლის კეთილდღეობისა და წარმატებისკენ. ამიტომ ჩემი სამსახური „მსოფლიო ბანკში" ბედნიერებაზე ჩემივე წარმოდგენასთან სრულ ჰარმონიულ კავშირში იყო. ბაპტისტურ შეკრებებზე მეუბნებოდნენ: „ქრისტეს სურს, რომ შენ იყო ბედნიერი და წარმატებული". ცხადია, რომ მეც ეს სავსებით ლოგიკურად მიმაჩნდა.
რელიგია | ნანახია: 807 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ისტორია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ერთ-ერთ საერო გაზეთში დაიბეჭდა. შეიძლება იგი გზამკვლევი აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის. ქალბატონმა თამარმა, რომელიც ამ ამბავს მოგვითხრობს, მძიმე განსაცდელები გადაიტანა. ყველაფერი ის, რასაც იგი მოგვითხრობს, მისი ოჯახისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო...

„ვცდილობდი, შვილის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, თანაც ვხედავდი, რომ შვილი ჭკვიანი და ნიჭიერი მყავდა. მეგონა ეს საკმარისი აღმოჩნდებოდა იმისათვის, რომ დათო წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო.

ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - მარკების კოლექციონირება, შემოქმედებით წრეებში გაწევრიანება, მხატვრობა. ჩვენ, მშობლები, მხოლოდ ხელს ვუწყობდით. სკოლაში სწავლასაც მშვენივრად ართმევდა თავს. როცა წამოიზარდა, სწავლა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი სახლის კარები მათთვის ყოველთვის ღია იყო. ფოტოგრაფიას (რაშიც ჩემმა შვილმა დიდი ნიჭი გამოვლინა) როკ-მუსიკა მოჰყვა. საჯარო გამოსვლებამდე დათო და მისი მეგობრები რეპეტიციებს სახლში გადიოდნენ, რაც მეზობლების უკმაყოფილებას იწვევდა და მიუხედავად იმისა, რომ მათთან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ჩემი შვილისათვის ხელი არ შემიშლია, ეს ხომ ჩემი ბიჭის სამყარო იყო.

რელიგია | ნანახია: 867 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ადრეული ასაკიდან მორწმუნე მუსლიმანი ვიყავი. ყველა რელიგიურ წესს ვასრულებდი დაწყებული ლოცვიდან დამთავრებული მარხვით. ბაბუაჩემის დარად მეჩეთში იმამობას ვაპირებდი. დავიწყე ფიხკისა (ისლამური სამართალი) და ყურანის შესწავლა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ ამ წიგნების კითხვამ ჩემში მოწყენილობა გამოიწვია. დავინახე, რომ ისლამში მრავალი განსხვავება არსებობს. მაგ., ერაყში - ჩემს სამშობლოში - ბევრი შიიტი ცხოვრობს. მე კი სუნიტი ვარ. ამიტომ მეცნაურა, რომ ადამიანები, რომელთაც სხვაგვარად სწამთ ისევე მუსლიმანებად თვლიან თავს, როგორც მე. გადავწყვიტე ისლამის სხვადსხვა მიმდინარეობები შემესწავლა. დიდძალ ლიტერატურას გავეცანი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სხვა მიმდინარეობებთან შედარებით ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მუტალიტიზმი იდგა. მუტალიტიზმი სხვა მიმდინარეობებს იმით სჯობს, რომ არგუმენტაციასა და ფილოსოფიას შეიცავს. ამდენად, ყველაზე გონივრულია.
რელიგია | ნანახია: 924 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

დღეს მრავალი სექტის წარმომადგენელი დადის ჩვენს მიწა-წყალზე და ავრცელებს ჭეშმარიტებიდან გადამყვან ლიტერატურას. უნებისყოფო, რელიგიაში გაუცნობიერებელი ადამიანები ადვილად წამოეგებიან ხოლმე მათ ანკესზე, მორწმუნენი კი არ უსმენენ, ან იქით უქადაგებენ საღვთო სჯულს და ძალიან ხშირად წარმატებასაც აღწევენ, - მათი მცდელობით დედა-ეკლესიას დაუბრუნდა ბევრი ბაპტისტი და იეღოველი, ორმოცდაათიანელი თუ კრიშნას მიმდევარი. 2002 წლის შემდგომაზე კი ქართულ მართლმადედებელ ეკლესიას შეემატა ეროვნებით ინდოელი აღმსარებელი, რომელმაც მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, საშობაო მარხვა დავით-გარეჯის მონასტერში გაატარა. ღვთის შეწევნით, გარეჯის უდაბნოში მას დახვდა ახალგაზრდა მორჩილი, რომელიც ახალმოქცეულს ინგლისურად ელაპარაკებოდა და ქართულსაც სათანადოდ ასწავლიდა.
რელიგია | ნანახია: 906 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალზე ძნელად იკურნება. ღვთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას „სატანის თესლს" უწოდებენ.

ამპარტავნება უკიდურესი თავდაჯერებულობაა. უარყოფა ყოველივე იმისა, რაც მე არ მეკუთვნის, მრისხანების, სიმკაცრის, გაღიზიანებისა და ბოროტების წყარო, ღვთის შეწევნაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამპარტავანს განსაკუთრებულად ესაჭიროება ღმერთი, რამეთუ ადამიანებს მისი ხსნა არ ძალუძთ, როდესაც დაავადება უკანასკნელ სტადიას აღწევს.

ცოდვის გამომგონებელმა, დაცემულმა ბოროტმა ანგელოზმა თვითონ შესცოდა ღვთისადმი წინააღმდეგობით, ანუ ამპარტავნებით და ამ დამღუპველ ცოდვაში ადამიანთა მთელი მოდგმა შეჰყავს.

რელიგია | ნანახია: 862 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

„არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი..." (ლკ. 18, 11) - თითქოს სავსებით უცოდველი სიტყვებია, არადა რაოდენი შინაგანი ბოროტება და ზნეობრივი დაცემულობა იმალება ამ სიტყვების უკან! ჩვეულებისამებრ, ჩვენ არც კი ვეჭვობთ იმის შესახებ, თუ საით მივყავართ ამგვარ ფრაზას; ვაი, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთის ფსკერისაკენ!!!

ამ მუხანათი ფრაზის ფარისევლური ცოდვის მთელი სიმძიმე რომ შევაფასოთ, საჭიროა თანამიმდევრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვჭვრიტოთ, თუ რაოდენ უკიდურესია ზნეობრივი დაცემის ამგვარი ფარისევლური - თვით განდიდებით (პატივმოყვარეობით) აღსავსე გზა.

რელიგია | ნანახია: 838 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის - ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და დაგავსებულ რუმბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრძენი ზირაქის სიტყვები: „თუ სიჭაბუკეში ვერ მოაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს? რარიგ შვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!" (ზირ. 25,3-4). როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: „ნუ მოვალს ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი" (ფს. 35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.
რელიგია | ნანახია: 887 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?

პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.

რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.

რელიგია | ნანახია: 889 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

წმიდა დიონისე არეოპაგელი ათენში ცხოვრობდა, იქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლრბა, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლისში განისწავლა ასტრონომიაში. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას" - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე არეოპაგიის - ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგიის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს „უცნაური ღმერთის" განკაცება ახარა და ქრისტანული სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი მოციქულმა პავლემ მას ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
რელიგია | ნანახია: 967 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი, გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფეი იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი და უსაყვარლესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა" უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე - მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.
რელიგია | ნანახია: 782 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)