მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 61-70
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 »


სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.

ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული.

რელიგია | ნანახია: 878 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

დავიბადე ბესარაბიაში, მაშინ, როცა ახალნდელი მოლდავეთის ტეროტირია რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლად ხალხი ძალიან მორწმუნე იყო. თავად კეთილზნეობრივ ოჯახში ვიზრდებოდი, მშობლები ყოველკვირა და დღესასწაულებზე ტაძარში დადიოდნენ. მეც ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა სიყვარული ღვთისმსახურებისადმი, ლოცვებისადმი, ლამის მშობლებზე ხშირად დავდიოდი ტაძარში. უფალმა კარგი მეხსიერებით დამაჯილდოვა, ასე რომ, მახსოვდა ლიტურგიის თანმიმდევრობა, ცისკარი, მწუხრი, პარაკლისი, პანაშვიდი, მრავალი ლოცვა, ტროპარი და კონდაკი ვიცოდი ზეპირად. არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ღირსი გავხდი, დედა ღვთისა მეხილა. ეს ასე მოხდა: დედამ შემთხვევით საქათმეში ჩამკეტა. ვაკაკუნებდი, ვყვიროდი, მაგრამ ამაოდ - ჩემი არავის ესმოდა. ბნელდებოდა, მივხვდი, რომ იძულებული ვიყავი, ღამე იქ, ქათმებთან ერთად გამეთია. მოხერხებული ადგილის ძებნა დავიწყე... და უეცრად დავინახე შესანიშნავი ქალი, რომელმაც საწოლის გაშლა დაიწყო. განსაკუთრებით გამაკვირვა ბალიშმა - ისეთი მოხერხებული იყო, მაშინვე გავიფიქრე: ასეთი ბალიში რომ მქონოდა, საქათმეშიც კარგად გავათევდი ღამეს-მეთქი. შემდეგ გაოცებულმა დავინახე, რომ ქალმა საწოლში საოცარი ყრმა ჩააწვინა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მივხვდი, რომ თავად ღვთისმშობელი აძინებდა ღვთაებრივ ყრმას. გამიკვირდა, ჩვენს საქათმეში რატომ ვხედავდი ასეთი საოცრებას, დავიწყე იმის ლოდინი, შემდეგ რა მოხდებოდა. რა თქმა უნდა, თვალიც არ მომიხუჭავს.
რელიგია | ნანახია: 873 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს: „ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე" ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს".

მაგრამ როგორ „გადავრთოთ" ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა: „ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა - რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.

რელიგია | ნანახია: 837 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

არაერთი სტატია დაიწერა სქესობრივი აღზრდისადმი ფრთხილი მიდგომის მნიშვნელობის შესახებ, მიუხედავად ამისა საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პედაგოგიური საზოგადოებისაგან ფარულად საკმაო ხანია ახორციელებს მცირე, სასინჯ პროექტებს, რათა მომზადდეს უფრო დიდი პროექტები, რომლებიც მალე უკვე მთელი საქართველოს ახალგაზრდობას მოიცავს. ამ პროექტთაგან ყველაზე დიდი, მისი გაცნობა შეიძლება ინტერნეტით საიტზე: http://www1.theglobalfund.org, სასწავლო დაწესებულებებში 2007 წლამდე ახალგაზრდობის 90%-ში უსაფრთხო სექსის ჩვევების დამკვიდრებას ისახავს მიზნად, სკოლაში „სასიცოცხლო უნარების სწავლება" განხორციელდება 240 სკოლაში, დარიგდება 250 000 ათასი ბუკლეტი, ხოლო 400 პედაგოგი ტრენინგის კურსებს გაივლის; ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც პრეზერვატივებს მუდმივად ხმარობენ, უნდა გაიზარდოს 60%-მდე. პროექტის მასალები ასევე გავრცელდება ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებში და მასმედიით (პროექტის საწყის ეტაპზე „გლობალური ფონდის" დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერის მიზნები ასევე დაბეჭდილია გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა", 18 მარტი 2004 წელი).
რელიგია | ნანახია: 953 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

ზოგჯერ ხდება ისე, რომ უფალი დედის გულმხურვალე ლოცვას არა და არ ისმენს. ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ძირითადად ამსოფლიური სიბრძნით და ლოგიკით ვხელმძღვანელობთ, მიწიერი კანონებით ვსჯით და გვავიწყდება, რომ არსებობს უფრო დიდი უფლისმიერი სიბრძნე, ლოგიკა და სამართალი - სამწუხაროდ, ხშირად მიუწვდომელი და მიუღებელიც კი ჩვენი ხორციელი ბუნებისათვის.

საქმე ის გახლავთ, რომ უფალმა, როგორც გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნემ კარგად უწყის თითოეული ჩვენგანის არა მხოლოდ გულის ზრახვანი, არამედ ისიც, თუ რას ჩავიდენთ მომავალში. ამიტომ მომავალი დაღუპვისაგან გადასარჩენად ადრე ასაკში წაიყვანს ხოლმე ადამიანს, რის გაგება და მიღება, ბუნებრივია, ძალზე ძნელია; განსაკუთრებით კი - დედისათვის. აი, რამდენიმე ტკივილიანი ისტორია.

რელიგია | ნანახია: 912 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

დიდი ყურადღებაა საჭირო. მოურიდებელი და უყურადღებო საქციელი საღმრთო მადლის მიღებას აბრკოლებს. ადამიანებისადმი უპატივცემულობა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა პიროვნებისათვის, საღმრთო მადლის მისაღწევად. რაც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან ბავშვები მშობლებს, მასწავლებლებს, უფროსებს, მით მეტ საღვთო მადლს მიიღებენ. და თუ მოურიდებლები და გაუგონრები იქნებიან, საღვთო მადლი შესაბამისად დატოვებს მათ. ერულმა თავისუფლებამ განდევნა არა მხოლოდ ღვთისმოსაობა, არამედ ელემენტალური ერული თავაზიანობა. ზოგიერთ ყმაწვილს არ რცხვენია მამას დაუძახოს: „ჰეი, მამილო, სიგარეტი გაქვს? მე გამითავდა". განა ადრე გაიგონებდი ასეთ რამეს? მოზარდი თუ ეწეოდა, ამას მალულად აკეთებდა. ახლა კი - ვითომც არაფერი!.. ყოველივე ამის შედეგად როგორ არ დაკარგავენ ბავშვები ღვთის მადლს? თანამედროვე გოგონები მშობლების დასწრებით ყველაზე უკადრისი სიტყვებით ლანძღავენ ძმებს იმის გამო, რომ ისინი ეკლესიაში დადიან. მამა კი მხოლოდ დუმს. თმა ყალყზე დამიდგა, ეს რომ შევიტყვე. შემდეგ, მარტო დარჩენილმა საკუთარ თავს დავუწყე ლაპარაკი.
რელიგია | ნანახია: 862 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა". - ამბობს მეხუთე მცნება და ის მცნება განუხრელად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს.

კეთილო ძმაო, გინდა, რომ „კეთილი გეყოს შენ?" რა თქმა უნდა გინდა. გინდა, რომ „დღეგრძელი იყო"? რასაკვირველია, გინდა. როგორ მიაღწევ ამას? როგორ და „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა". მაგალითი ფუტკრებისაგან აიღე. „შეხედეთ ფუტკრებს, - ამბობს დეკანოზი ნაუმოვიჩი, - ისინი მაშინაც კი არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას უკვე აღარაფერი შეუძლია და დაუძლურებული სკის ძირზე ეცემა. ზედ ევლებიან და ყოველი ღონით ცდილობენ აიყვანონ ზემოთ. ერთმანეთს გადაებმებიან, ერთგვარ კიბეს ააწყობენ, რომ დედა ამ კიბით ზემოთ ავიდეს, სადაც მას ყველაზე ბეჯითი მსახურები ელიან. თუ ის ისეა დაუძლურებული, რომ ზემოთ ვეღარ ადის, მასთან რამდენიმე ფუტკარი რჩება თაფლით. ასე კვებავენ დედას, ათბობენ. წარმოიდგინეთ, მაშინაც კი არ მიატოვებენ, როცა მოკვდება. ზედ დაჰფარფატებენ და უნიავებენ, რომ როგორმე გააცოცხლონ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ დედა უკვე მოკვდა, საცოდავი ბზუილით გაეცლებიან იქაურობას".

რელიგია | ნანახია: 936 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენმა მშობლებმა ჩვენთვის, განგვაცვიფრებს ჩვენი ვალის განუზომლობა (წმ. ამბროსი მედიოლანელი). გაიხსენე, რამდენი რამ გადაუტანიათ შენთვის მშობლებს, როგორი სიფრთხილით გატარებდა მუცლით, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშვა, განგასპეტაკა, ძუძს გაწოვებდა, შეგმოსა; რამდენი უძილო ღამე გაუტარებია; როგორ დაუცხრომლად შრომობდა მამაშენი, რათა გამოეკვებე: იხარებდე, თუკი შეგიძლია სამაგიერო მიუზღო მშობლებს იმ შრომისათვის, შენთვის რომ გასწიეს.
რელიგია | ნანახია: 843 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

უფლის მეხუთე მცნებაში ვკითხულობთ: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა". ეს მცნება გვამცნობს, რომ მშობლებისადმი მორჩილება ქრისტიანული სათნოებაა. ძველი აღთქმის მამამთავრების ცხოვრება იყო მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების ნიმუში - შვილები ყველაფერში ემორჩილებოდნენ მამებს. მშობლების აზრს, მათ დალოცვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. ასე იყო აბრაამის, ისააკის, იაკობის დროს. მშობლების ფენომენი და მისი პატივისცემა ყოველთვის, ყოველ ეპოქაში უაღრესად მნიშნველოვანი იყო.
რელიგია | ნანახია: 884 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო! გახსოვდეთ, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს! ქრისტე ვერ შეიცნეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რადგან მისგან ამქვეყნიურ თავისუფლებას მოელოდნენ. რომაელების ბატონობის ქვეშ მყოფ ებრაელებს ქრისტე ასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა, სულიერი განწმენდისათვის უნდა ეზრუნათ. ეს კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოს პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთ მაგალითზეც. მარტო გარეგნული პირობებით ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება თავისუფალი და ვერ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს. მაგალითად, სოლომონ მეფეს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა და ყველა გულისწადილს ისრულებდა, მაგრამ ღვთის შეწევნით მიხვდა, რომ ყოველივე ამაოა; მხოლოდ ღმერთია მკურნალი. თუკი მატერიალურ კეთილდღეობას სჭირდება ბეჯითი შრომა და ზრუნვა, მითუმეტეს სჭირდება იგი სულს.
რელიგია | ნანახია: 855 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)