მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 51-60
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 8 9 »


წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.
რელიგია | ნანახია: 925 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
რელიგია | ნანახია: 872 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები მარიამთან და სხვა წმინდა დედებთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდნენ. აქ ისინი სიონში, ერთ ქოხში შეიკრიბნენ და ერთსულოვანი ლოცვით იმყოფებოდნენ. ყოველდღიურად მათ ლოცვას ქრისტეს მორწმუნეები უერთდებოდნენ. ეს სწორედ იქ ქოხია, სადაც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა აღასრულა. მთა სიონმა, როგორც ამის შესახებ წინასწარმეტყველნი იუწყებოდნენ, ახალ აღთქმაში დიდი მნიშვნელობა შეიძინა: „სჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან". აქვე გაჩნდა პირველი ქრისტიანული ტაძარი. ამ ქოხის წინ არის იოანე ღვთისმეტყველის სახლი, რომელშიც უფლის განწესებისამებრ იმყოფებოდა მისი ყოვლადწმინდა დედა, იგი იყო ის ნათლის ღრუბელი, რომელიც ახლადდაბადებული ეკლესიის პირველ ნაბიჯებს ხელმძღვანელობდა. საუბარში გადასცემდა ყველაფერს, რასაც გულში იმარხავდა იმ სასწაულებრივ მოვლენებთან დაკაავშირებით, - ქრისტეს შობამდე და მისი შობის შემდეგ რომ აღესრულა. მისი მოსმენისას მოციქულები იღებდნენ ნუგეშს, ძალას. ვაჟკაცობასა და რწმენაში მტკიცდებოდნენ. ყველა აკურთხებდა უფროსად კურთხეული მარიამის სახელს, მისდამი სასოება ზღვარდაუდებელი იყო.
რელიგია | ნანახია: 933 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

რელიგია | ნანახია: 886 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი", ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი" უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.

რელიგია | ნანახია: 896 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
რელიგია | ნანახია: 958 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

ყველას გვსურს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ, საკითხავია, თავად რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად? მოდუნებულად ვცხოვრობთ, დილისა და საღამოს ლოცვებსაც კი გულის გარეთ ვკითხულობთ და ამ დროს სრულებით ვეღარ ვაცნობიერებთ ჩვენს დამღუპველ მდგომარეობას. აუცილებელია, გავაცნობიეროთ ლოცვის შინაარსი, მისი აზრი და მაშინ ჩვენი ცოდვილობის შემეცნებასაც ვპოვებთ და ღვთის გულმოწყალებასაც ჩავწვდებით. ეს ლოცვები განსაზღვრავენ მთელ ჩვენს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ისინი მიგვითითებენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ და რას განვეშოროთ.

დილისა და საღამოს ლოცვებში ჩვენ უფლის წინაშე წარვსდგებით და საკუთარ თავს ჩავუკვირდებით. ეს ლოცვები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე თავს დაგვანახებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მცირეოდენი ლოცვებიც კი, რაც დღის განმავლობაში უნდა აღვასრულოთ, ღვთაებრივი ნათლით იყოს განათლებული.

რელიგია | ნანახია: 847 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, აზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე. უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის" წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უმარავ ბოროტებას სჩადიან.

მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

რელიგია | ნანახია: 834 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა.

რელიგია | ნანახია: 867 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

წყევლა - ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით,  რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესო დატვირთვა აქვს.

რელიგია | ნანახია: 1037 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)