მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 8 9 »


ლეონიდე (ოქროპირიძე) - Leonide (Okropiridze)
რელიგია | ნანახია: 986 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-05 | კომენტარი (0)

ლეონიდე (ოქროპირიძე) - Leonide (Okropiridze)
რელიგია | ნანახია: 1215 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-05 | კომენტარი (0)

რუსეთის ჯარის შემოსვლა ტფილისში გრაფ ტოტლებენის მეთაურობით, 1783 წ. რუბოს ნახატი

რელიგია | ნანახია: 1447 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-05 | კომენტარი (0)


                                       

ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარელიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს.

ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ლეონტი მროველის ცნობით მეფე ფარნაოზმა: „უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და ... იწყო შენებად კახეთს ქალაქს - ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის.

რელიგია | ნანახია: 1071 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-31 | კომენტარი (0)

ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი „მონოპოლია" არ აქვს, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც, ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. გვსურს, პასუხი გავცეთ ჩვენს ოპონენტებს.

ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერებში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, - X და მისგან წარმოებული ციფრები).

რელიგია | ნანახია: 865 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

მადლი ანუ სიყვარული, კაცთათვის უფლის მიერ ნაბოძებ ყველა წყალობაზე დიდია და ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი. უფალმა სიყვარულით შექმნა კაცი, ამიტომ ცოდვით დაცემის მიუხედავად, ადამის მოდგმას არასოდეს მოკლებია მისი წყალობა.

მადლი უფლისა განსაკუთრებით გადმოვიდა ღვთის რჩეულ ერზე - ისრაელზე. მადლშემოსილნი იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, რჯულის შემქმნელნი და წინასწარმეტყველები. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით, მადლი ადამიანის არსის განახლებას კი არ იწვევდა, არამედ უფრო ნიადაგს ამზადებდა სრული ძალით ამოქმედებისათვის ახალი აღთქმის წიგნებში.
რელიგია | ნანახია: 972 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.
რელიგია | ნანახია: 957 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

წმიდა წერილი ეწოდება წიგნთა კრებულს, რომლებიც დაწერილია წმიდა მამათა მიერ ღმერთის შთაგონებით. ადამიდან მოსემდე წმიდა წერილის წიგნები არ იწერებოდა, არამედ განივრცობოდა წმიდა გარდამოცემის მეშვეობით. უფალი იესო ქრისტეც ზეპირად ასწავლიდა მოციქულებს. ამგვარად, წმიდა წერილი უფრო გვიან შეიქმნა, ვიდრე წმიდა გარდამოცემა.

წმიდა წერილის დადგინება შემდეგნაირად მოხდა: გამოიძიეს, მიიჩნევს თუ არა ყველა ეკლესიის წმიდა გარდამოცემა ამა თუ იმ წიგნს - წმიდა წერილის წიგნად და მხოლოდ ის წიგნები იქნა აღიარებული წმიდა წერილის წიგნებად, რომლებიც ყველა ეკლესიის წმიდა გარდამოცემის თანახმად იქნენ მიჩნეულნი ასეთებად. ხოლო წიგნები, რომლებსაც აღიარებდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესია, და არა ყველა, დადგინდა, არ მიიჩნიონ წმიდა წერილის წიგნებად.
რელიგია | ნანახია: 957 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგარ ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა" (ფს. 140, 2).
რელიგია | ნანახია: 914 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ეკლესია უფლის სხეულისა. ქრისტიანის ცხოვრებას ხის ტოტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც მანამ ცოცხლობს, სანამ ხეზეა მიბმული. ჩვენ სულიერად ვცოცხლობთ, როცა ვუკავშირდებით წმინდა ეკლესიას. ის გამდმოგვცემს ღვთის სულის მადლს, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა მიიღეს. ეკლესია ევედრება ღმერთს, გადმოვიდეს ჩვენზე ეს მადლი. ეკლესიაში ლოცვის დროს უხილავად მოქმედებს საიდუმლო ძალა ღვთის სულისა. ქრისტიანობაში ჩვენ ვიცით სულ შვიდი საეკლესიო საიდუმლო, ესენია:
რელიგია | ნანახია: 1013 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)