მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 8 9 »


თვით ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, მოსე წინასწარმეტყველის მიერ დარიგება მისცა ადამიანებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღვთისმსახურების ტაძარი; ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი მსგავსია ძველი აღთქმისეული ტაძრისა.

ძველი აღთქმის ტაძარი (რომლის პირველსახეა მოძრავი კარავი ანუ სკინია) სამნაწილიანია: წმიდა წმიდათა, წმიდა და ეზო. მას ემსგავსება ქრისტიანული ტაძარიც – საკურთხეველი, შუა ნაწილი და კარიბჭე (სტოა).

ისევე, როგორც ძველ ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალ ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია.
რელიგია | ნანახია: 961 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი: „სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა ზურგი არ შეაქციონ და ხელმეორედ მუხლთმოდრეკით თაყვანს სცემენ. ამნაირად იქცევიან არა მარტო უბრალო ქართველნი, არამედ მეფე-დედოფალნიც. ძალიან უყვართ ქადაგება-დარიგების მოსმენა და დიდი ხალისით ასრულებენ დამრიგებლის სიტყვა-ბრძანებას. რაც უნდა უბედურება ეწიოთ, დიდი მოთმინებით, უდრტვინველად გადაიტანენ და ითმენენ, ვერ გაიგონებ მათგან სალანძღავ სიტყვას სარწმუნოების და რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, როგორც ეს ჩვენში იციან".
რელიგია | ნანახია: 920 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს იმიტომ, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს.

ღარიბი ადამიანი დიდებული სასახლის გვერდით ჩავლისას, დახარბებული შეჰყურებს რა მას, ამოოხვრით ეუბნება საკუთარ თავს: „აი, სად არის ბედნიერება! აქ ყველაფერია: საუკეთესო კერძები, ძვირფასი ტანისამოსი, მოსამსახურეები, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არაფერი გაგიჭირდება და ცხოვრებით დატკბები".

ამ სასახლის პატრონი ღარიბი გლეხის დანახვისას ასევე ჩაფიქრებული ამოიოხრებს: „აი, ვინ არის ბედნიერი! მისი ქოხისათვის უცხოა ყოველდღიური ფირიაქი, რომლითაც აღსავსეა სასახლე. მის ვიწრო სახლში, დაბალ ჭერქვეშ მხოლოდ სიმრთელე და გულწრფელი მხიარულება თავსდება, აქ სხვების მაღალფარდოვან და ვითომდა დიდმნიშვნელოვან შეხედულებებს არავინ ითვალისწინებს".
რელიგია | ნანახია: 934 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში შედგება სხვადასხვა საკითხავების, ლოცვებისა და საგალობლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სტულიად გარკვეული წესით-ტიპიკონით.

საკითხავები შემდეგი სახისაა:
სახარების საკითხავი,
სამოციქულოს საკითხავი,
საწინასწარმეტყველო(საკითხავები ძველი აღთქმის წიგნებიდან),
წმიდა მამათა ქადაგებანი.
რელიგია | ნანახია: 952 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად დაბნეულია, არ იცის სად და როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც დიდი ხანია დადიან ტაძარში, ხშირად ვერ აცნობიერებენ ყოველივე იმის მისტიურ შინაარსსა და სიმბოლურ დატვირთვას, რასაც წლების მანძილზე მექანიკურად აკეთებენ. მართლაცდა, რას ნიშნავს - ოჯახი არის სახლის ეკლესია?

ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ცხოვრება ეკლესიის სულის მიხედვით უნდა მოაწყონ. ეს სული უნდა წარმართავდეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობებსა და საქმეებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ოჯახის წევრები ქრისტეს მორწმუნენი და მისი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან. სხვაგვარად, ოჯახში, უწინარეს ყოვლისა, უნდა სუფევდეს ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული.
რელიგია | ნანახია: 949 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს.
რელიგია | ნანახია: 838 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ქრისტეს მიერ საყვარელნო! გახსოვდეთ, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს!

ქრისტე ვერ შეიცნეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რადგან მისგან ამქვეყნიურ თავისუფლებას მოელოდნენ. რომაელების ბატონობის ქვეშ მყოფ ებრაელებს ქრისტე ასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა, სულიერი განწმენდისათვის უნდა ეზრუნათ. ეს კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოს პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთ მაგალითზეც. მარტო გარეგნული პირობებით ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება თავისუფალი და ვერ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს. მაგალითად, სოლომონ მეფეს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა და ყველა გულისწადილს ისრულებდა, მაგრამ ღვთის შეწევნით მიხვდა, რომ ყოველივე ამაოა; მხოლოდ ღმერთია მკურნალი. თუკი მატერიალურ კეთილდღეობას სჭირდება ბეჯითი შრომა და ზრუნვა, მითუმეტეს სჭირდება იგი სულს.
რელიგია | ნანახია: 735 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

არაერთი სტატია დაიწერა სქესობრივი აღზრდისადმი ფრთხილი მიდგომის მნიშვნელობის შესახებ, მიუხედავად ამისა საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პედაგოგიური საზოგადოებისაგან ფარულად საკმაო ხანია ახორციელებს მცირე, სასინჯ პროექტებს, რათა მომზადდეს უფრო დიდი პროექტები, რომლებიც მალე უკვე მთელი საქართველოს ახალგაზრდობას მოიცავს. ამ პროექტთაგან ყველაზე დიდი, მისი გაცნობა შეიძლება ინტერნეტით საიტზე: http://www1.theglobalfund.org, სასწავლო დაწესებულებებში 2007 წლამდე ახალგაზრდობის 90%-ში უსაფრთხო სექსის ჩვევების დამკვიდრებას ისახავს მიზნად, სკოლაში „სასიცოცხლო უნარების სწავლება" განხორციელდება 240 სკოლაში, დარიგდება 250 000 ათასი ბუკლეტი, ხოლო 400 პედაგოგი ტრენინგის კურსებს გაივლის; ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც პრეზერვატივებს მუდმივად ხმარობენ, უნდა გაიზარდოს 60%-მდე. პროექტის მასალები ასევე გავრცელდება ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებში და მასმედიით (პროექტის საწყის ეტაპზე „გლობალური ფონდის" დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერის მიზნები ასევე დაბეჭდილია გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა", 18 მარტი 2004 წელი).
რელიგია | ნანახია: 897 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

აი, მოვიდა ადამიანი ამქვეყნად... სამყაროს კიდევ ერთი ხანმოკლე მგზავრი მოევლინა, რომელსაც მარადიულობისაკენ მიმავალ გზაზე, ღვთის განგებით, უამრავი განსაცდელი ელოდება.

როგორც წესი, მას შემდეგ, რაც კაცი სრულწლოვანებას მიაღწევს, გვარის გასაგრძელებლად ოჯახის შექმნას ლამობს. უეჭველია, ჩნდება კითხვა: როგორც შევარჩიოთ ღირსეული თანამგზავრი, რომელიც შეძლებს ყველა ჩვენი სიხარული და მწუხარება გაიზიაროს?

მოჩვენებითია მიწიერი მისწრაფებები, წარმავალია ხილული ბედნიერება, და ნეტარ არს ის, ვინც თავის დროზე შეიცნობს ამას; ვინც შეიცნობს, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრების უმაღლესი მიზანი, რომელიც თავად უფალმა განუწესა, ცხონებაა.
რელიგია | ნანახია: 1230 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)



ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".
რელიგია | ნანახია: 979 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)