მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 81-87
გვერდები: « 1 2 ... 7 8 9




(პაატა ყურაშვილი) საეკლესიო პირი. მამა ანდრია სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.


განათლებული და სრულიად განწმენდილი,
არამიწიერი, ღვთაებრივი ნათელით,
ის ღირსი გახდა უდიდესი ასკეტური ღვაწლისა -
მოწამეობრივი ცხოვრებისა ქრისტესთვის.
მორჩილი მარიამი
1966 წლის 3 აპრილს ქალაქ ბაღდათში ელგუჯა და ლამარა ყურაშვილებს ვაჟიშვილი შეეძინათ. ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის ვაჟის პატივსაცემად პაატა დაარქვეს. ფიზიკური ძალით გამორჩეული ახალგაზრდა სკოლაში სპორტზე დადიოდა, იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. უყვარდა ლიტერატურა, ჰყავდა ბევრი მეგობარი, მათთან ერთად ილხენდა და დროს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო, პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა, იმსახურა ჯარში. თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მშობლებმა და აღზრდამ დიდი კვალი დაამჩნია მის ცნობიერებას - ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა.

რელიგია | ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (2)



ქართველი მეცნიერი, პროფესორი, აკადემიკოსი. ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა.


საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არ იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.

რელიგია | ნანახია: 1441 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)



ისტორიკოსი, თეოლოგი. დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, როდესაც საკუთარი სურვილით შევიდა გაზის კამერაში მრავალშვილიანი მამის მაგივრად.


გრიგოლ ფერაძე იმ წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ქართული მიწისაგან შორს, უცხოეთში გაუთქვეს სახელი საკუთარ ქვეყანას და თავისი მოღვაწეობით შეძლეს სულიერი კავშირის შენარჩუნება სამშობლოსთან. თეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ფერაძე, პირველ რიგში მაინც მოძღვარი იყო, რომელმაც ცხოვრების მიზნად ღვთისა და ერის სამსახური დაისახა და როგორც ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა, მოყვასისათვის გაწირა თავი, რისთვისაც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.


რელიგია | ნანახია: 910 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)




ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში, აგრეთვე მის გარეშე მრავალ ქართულ მონასტრებშიაც. გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა-ლოცვაში და, საზოგადოდ, ღვთისმსახურებაში. ამით აიხსნება ის დიდი პატივისცემა, რომელშიაც ჰყავდათ მგალობლები ჩვენს წინაპართ. ისინი მუდამ იყვნენ სასურველნი პირნი ჭირსა და ლხინში, და ღვთიური ჰანგებით უღვიძებდნენ ხალხს სარწმუნოების თბილ გრძნობას.

ყველა ხალხს არა აქვს ნიჭი, შექმნას საკუთარი ნაციონალური გალობა. ზოგმა ვოკალური გალობა რომ ვერ შექმნა, მიჰმართა ინსტრუმენტალურ მუსიკას (კათოლიკენი). ჟ.ჟ.რუსსო თავის მსჯელობაში მუსიკაზედ (Diction de Musique) ამბობს: „საღმრთო საგალობელნი არ უნდა იყვნენ გამომხატველნი ვნების მღელვარებისა, არამედ მხოლოდ მისი დიდებულებისა, რომელსაც მიეწერებიან და ემსახურებიან".


რელიგია | ნანახია: 920 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)





XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ივერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფსევდონიმებით ხშირად იბეჭდებოდა საინტერესო წერილები და გამოკვლევები. საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ეთნოგრაფია, ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების უძველესი ნუსხები, ნუმიზმატიკა, ხალხური სიტყვიერების ისტორია - აი ეს საკითხები, რომელიც აინტერესებდა ავტორს. წერილები გამოირჩეოდნენ საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნითა და ეროვნული ჩაგვრით შეწუხებული სამშობლოს დიდი სიყვარულით. საძაგელოვ-ლიახველ-ივერიელი გიორგი საძაგლიშვილი - ეპისკოპოსი კირიონი, სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი კირიონ II XIX საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი აღიზარდა თერგდალეულთა სულისკვეთებაზე და მთელი თავისი საქმიანობაც იმ დიდი მიზნის განხორციელებას მოახმარა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას პირით საქართველოს უთხრა -- ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. -- ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზაცია XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შეუდძლებელი იყო, ვინაიდან ქართული ეროვნული ცნობიერება ცარიზმის რუსიფიკატორული კოლონიური პოლიტიკის წყალობით იმდენად დაქვეითებული იყო, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ღრმა პესიმიზმს მოეცვა, ნაწილი კი საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიისადმი ნიჰილისტურად იყო განწყობილი. ასეთ ვითარებაში სამშობლო ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი სამსახური გმირობის ტოლფასი იყო, იგი მრავალი დაბრკოლებისა და უსიამოვნების გადალახვას მოითხოვდა. მამულიშვილობის მძიმე ტვირთის მხრებით ტარება მხოლოდ გიორგი საძაგლიშვილის მსგავს ერთეულებს შეეძლოთ - ყველაფერი მობეზრდება მამულიშვილს გარდა მამულიშვილობისა - ამ სიტყვებით გამოხატა კირიონ II-მ თავისი ცხოვრების კრედო.


რელიგია | ნანახია: 1046 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)






მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (* 7 სექტემბერი, 1861, მარტვილი ― † 29 მარტი, 1927, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.

განათლება

1885 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლების აფხაზებს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. 1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა. აკადემია დაასრულა 1901 წელს.
რელიგია | ნანახია: 877 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)

რელიგია | ნანახია: 1060 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)


1-10 11-20 ... 61-70 71-80 81-87