მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 71-80
გვერდები: « 1 2 ... 6 7 8 9 »


რელიგია | ნანახია: 1050 | რამოტვირთვები: 369 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

რელიგია | ნანახია: 883 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)


რელიგია | ნანახია: 1053 | რამოტვირთვები: 67 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)



ძეგლის წერა სარწმუნოებისა, მიღებული 843წ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე.

მცირე სჯულისკანონი ქართულ ენაზე თარგმნილია დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, ათონის ივერთა მონასტრის მნათობის, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ 1005-1028 წლებში. თავად მთარგმნელი წერს: „მაიძულეს ღმრთისმოყუარეთა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონი". ქართული თარგმანი უნიკალურია, მისი ზუსტი შესატყვისი კრებული ბერძნულ ენაზე არ არსებობს, რადგან ექვთიმე მთაწმინდელმა ძეგლი არამარტო თავისებურად დაალაგა, არამედ თავისი მოსაზრებებიც, ახსნა-განმარტებებიც და დასაბუთება-მსჯელობებიც დაურთო. ექვთიმე თარგმნისას ტექსტს ბრმად არ მისდევდა, ქართული სინამდვილის შესაბამისად ამოკლებდა ავრცობდა და უმატებდა საჭირო საკითხებს. ეს საერთოდ არის დამახასიათებელი ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი საქმიანობისათვის.

რელიგია | ნანახია: 1369 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)


ბმულები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები

საქართველოს საპატრიარქო (GEO, RUS, ENG)
ისტორია, კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი, განყოფილებები, საქართველოს ეკლესიის მამამთავარნი, მომლოცველობის სამსახური, ქართული ქრისტიანული ხელოვნება, საღვთისმეტყველო კომისია, საქართველოს ეკლესიის გამოცემები, ახალი ამბები, ინტერნეტის მისამართები.


რელიგია | ნანახია: 1195 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)


  

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების" I გვამცნობს, «ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითად»


IV საუკუნის დამდეგს, 317 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველო) სახელმწიფო რელიგიად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია) 484 წლიდან, მანამდე შედიოდა ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში. სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისაგან განსხვავებით, მას აქვს ზოგიერთი განსხვავება ლიტურგიულ წესებში.
რელიგია | ნანახია: 896 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)




ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე. ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების შემკრები და გამომცემელი. 1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გააუქმა. მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერები ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა.

რელიგია | ნანახია: 995 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)


იოანე მთაწმინდელი - ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი, ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი, ექვთიმე ათონელის მამა. დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი). დავით კურაპალატის კართან დაახლოებული მის ჯარსაც კი სარდლობდა, მაგრამ დატოვა ოჯახი, სასახლის კარი და ოთხთა ეკლესიის ლავრაში ფარულად შედგა ბერად. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემო მიწები" დაუმტკიცა, სამაგიეროდ, მძევლად წაიყვანა დიდებულთა შვილები. მათ შორის იყო იოანეს მცირეწლოვანი ვაჟი - ექვთიმე. X საუკუნის 50-იან წლებში, იოანემ მცირე აზიაში, ულუმბოს მთაზე, ქართველ მონაზონთა წრე შექმნა და იქვე გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი. იგი ეახლა იმპერატორს და შვილი გამოსთხოვა. 965 წელს შვილთან და ბერებთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა და იქ ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა. ქართველებმა პირველად წმინდა იოანე მახარობლის ეკლესია ააშენეს, ხოლო 980-983 წლებში იოანემ იოანე თორნიკყოფილთან (თორნიკე ერისთავთან) ერთად ააშენა ქართული მონასტერი „ივირონი", რომლის პირველი წინამძღოლი თავადვე გახდა.
რელიგია | ნანახია: 865 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-06 | კომენტარი (0)