მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 ... 8 9 »


ნათესაობა განიყოფა ხუთ წესად და აღირიცხება ხუთ ნაწილად: ერთი დედ-მამისაგან შობილი ორი ძე, არიან ძმები: ან ერთი მამისა და ორი სხვადასხვა დედისაგან ნაშობნიც იწოდებიან ძმებად, და არავის შეუძლია თქვას, რომ, რადგან ის სხვა დედისაგან იშვა, ჩემი ძმა არ არისო. სხვადასხვა მამისა და ერთი დედის შვილებსაც არ შეუძლიათ თქვან, რომ არა ვართ ძმები, ვინაიდან სხვადასხვა მამისაგან ვართო.
ძმებს შორის არის ორი თავი (ანუ ხარისხი) და მათ შვილებს ჰქვიათ პროტო ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება ოთხი თავი; ერთი მე, მეორე ჩემი ძმა, მესამე ჩემი შვილი, და მეოთხე ჩემი ძმისშვილი.
პირველი ბიძაშვილებიდან იშვებიან რა შვილები, იწოდებიან დევტერა ექსადელფიად (ე.ი. მეორე ბიძაშვილებად) და გახდება ექვსი თავი, ხოლო მეორე ბიძაშვილებისაგან რომელნიც დაიბადებიან, ეწოდებათ ტრიტა ექსადელფია (ე.ი. მესამე ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება რვა თავი.
რელიგია | ნანახია: 1048 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (1)

(ნიკეა)

[კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა]
თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით, ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიერო პირებმა უნდა დაწვრილებით გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არც არასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.

რელიგია | ნანახია: 1094 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

საქართველოში ბევრისათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავი, რომელსაც მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.

მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:

ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

რელიგია | ნანახია: 842 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

გემის გადარჩენის ამბავი

ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა საღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს ასეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:

რელიგია | ნანახია: 1483 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
რელიგია | ნანახია: 951 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

ფაილი:Christmas1.jpg
უფალო, დიდება შენდა!

როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.
რელიგია | ნანახია: 836 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა – ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახ. სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლამიდედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.

ფაილი:Assumption of Mary2.jpg
რელიგია | ნანახია: 816 | რამოტვირთვები: 244 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-28 | კომენტარი (0)

დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას, რომ დამკვიდრდეს სიახლოვეში მისგან შობილ იესო მაცხოვართან, ჩვენთვის მეოხად და შუამდგომელად. დღეს ჩვენ ყველას, რომელთაც კი გვაქვს ჩვენი უფლისა და მხსნელის - იესო ქრისტეს რწმენა და სასოება, წმიდა მოციქულების მსგავსად, ღმერთი უხილავად გვკრებს იერუსალიმში, რათა მოწმენი გაგვხადოს დიდი საკვირველებისა, თუ როგორ მიიბარებს ქალწულ მარიამის წმიდა სულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორი დიდებით აამაღლებს მას ზეცას. დღეს ჩვენც, ისე როგორც თავის
რელიგია | ნანახია: 759 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-28 | კომენტარი (0)

ყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხვიცისკროვნებით. როგორც ქვეყანაზე ქრისტეს სწავლების მთესველი, იგი ხედავდა, რომ ადამიანთა სულების წმინდა სამკალი უკვე დამწიფებული იყო: ეკლესიის დაარსება და მოწყობა აღსრულდა, ქრისტიანობა და მასთან ერთად ღვთისმშობლის დიდება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეხლა კიდევ უფრო მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ერ რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი.

რელიგია | ნანახია: 789 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-28 | კომენტარი (0)

„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი"  (იაკობ გოგებაშვილი)

კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული" ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი", - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა.

რელიგია | ნანახია: 774 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-27 | კომენტარი (2)