მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 87
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 ... 8 9 »


დავიბადე 1964 წელს, თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. 14 წლის ვიყავი, რომ მოვინათლე. სხვათა შორის, მე თვითონ მოვინდომე. მეგონა, თუ მომნათლავდნენ და გულზე ჯვარს დამკიდებდნენ, ცუდი აღარაფერი შემემთხვეოდა. ჰოდა, როცა რაიმე სახიფათო საქმეზე მივდიოდი, ჯვარს მაშჲნ ვიკიდებდი ხოლმე. მონათვლის შემდეგ რაღაც სიმშვიდე ვიგრძენი, მწამდა, რომ ამიერიდან ღმერთი მიფარავდა. საერთოდ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ღმერთი არსებობდა და მარტო არ ვიყავი ამ ქვეყანაზე. კი, ვიცოდი, რომ დედას ვუყვარდი, მამას ვუყვარდი, მაგრამ ბევრი განსაცდელი ხომ მარტოს უნდა გადამეტანა? ამის მეშინოდა და როცა გავიგე, რომ მფარველი ანგელოზი მუდამ ჩემთან იყო და არასდროს დამტოვებდა, გამბედაობა მომემატა.

ნელ-ნელა ეკლესიაში სიარულიც დავიწყე. ჯერ ამხანაგებს მივყევი, ისე, უბრალოდ, ცოტა ხანს გავჩერდი, მერე გავიგე, რომ მეორე დღეს წირვა იყო; თანდათან ქადაგების მოსმენაც დავიწყე, მოძღვართან მივედი, აღსარება ვთქვი... მინდობილი ვიყავი ეკლესიას და რაც არ მესმოდა (მაგალითად, რატომ უნდა დამეხურა თავზე), იმას მექანიკურად ვაკეთებდი. მერე ამ ყველაფრის საჭიროება ვიგრძენი... შეიძლება, ახლაც კი ვერ გამოვთქვა ეს; ნებისმიერი წესი, რომელიც თავიდან გაუგებარი იყო ჩემთვის, ახლა უკვე ძალიან ღრმა აზრით არის დატვირთული. რომც არაფერი წაიკითხოს ადამიანმა ამის შესახებ, ცონდა მაინც მოდის.

რელიგია | ნანახია: 954 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

მეუფე საბა (ერისკაცობაში - ზაზა გიგიბერია) 1966 წლის 27 სექტემბერს დაიბადა ქალაქ სენაკში. მოუნათლავთ თბილისში, დიდუბის ეკლესიაში, 4 თუ 5 წლისა. მშობლები მონათლულები კი ყოფილან, მაგრამ ეკლესიურად არ უცხოვრიათ. შვილი, ალბათ, უფრო ტრადიციის გამო მონათლეს. საშუალო სკოლა სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში დაამთავრა (სხვათა შორის, ეს სკოლა ილია ჭავჭავაძეს დაუარსებია 1884 წელს, შემდგომში კი იმ მრავალ გამოჩენილ ადამიანს უსწავლია). 1984 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1986 წლიდან, ისევ განაგრძო სწავლა. 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა...

რელიგია | ნანახია: 942 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

მამა გიორგი (გურჩიანი) კოდორის ხეობაში დაიბადა. ღმერთმა ინება, რომ, კოდორიდან რამდენიმეგზის წასვლის მიუხედავად, იგი მშობლიურ ხეობას დაბრუნებოდა. საუბრის დაწყებისას მამა გიორგიმ გვითხრა, თუკი ვინმეს ჯოჯოხეთი გამოუვლია, ერთ-ერთი ალბათ მე ვარო. თან დასძინა, მეეჭვება, გაუძლოთ, ყველაფერი რომ გიამბოთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რასაც დაიტევთო.

რელიგია | ნანახია: 1087 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს. მამა არჩილმა საუბრის დასაწყისშივე შეგვახსენა ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვები: „ადამიანთა უმეტესობა ან წარსულის მოგონებებით ცხოვრობს, ან მომავალზე ოცნებით; ამასობაში კი თვალსა და ხელს შუა გადის ის, რასაც ნამდვილი ცხოვრება ჰქვია - აწმყო, დღევანდელი დღე". მიუხედავად ამისა, სულგრძელად შეგვისრულა თხოვნა და წარსული გაიხსენა, თან დასძინა, რაც ორმოცს გადავაბიჯე, ბავშვობა განსაკუთრებით ხშირად მახსენდებაო.

რელიგია | ნანახია: 940 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

უკვე ორი წელია, რაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქართულ საგალობლებს დიდი სიყვარულითა და რუდუნებით გალობს ეროვნებით გერმანელი, ყოფილი პროტესტანტი, ამჟამად კი მცხეთელი მართლმადიდებელი, იულიანე რაბიუსი. ის თავის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გერმანიიდან საქართველოში სწორედ მაშინ ჩამოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს უამრავი ქართველი ახალგაზრდა ტოვებდა. მალე მთელი ოჯახი მართლმადიდებლური წესით მოინათლა; იულიანემ და პაულამ ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს და შვილების მართლმადიდებლურ და ქართულ-გერმანულ ტრადიციებზე აღზრდას შეუდგნენ. მათ მესამე შვილს, რომელიც საქართველოში დაიბადა, „ვეფხისტყაოსნის" გმირის პატივსაცემად, ფრიდონი დაარქვეს.
რელიგია | ნანახია: 976 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

მორჩილი ცელესტინა ამერიკელი მართლმადიდებელია. იგი ჩრდილოეთ კალიფორნიის წმიდა ქსენია პეტერბურგელის სახ. დედათა მონასტრის წევრია. გთავაზობთ დედა ცელესტინას მონათხრობს, იმის შესახებ თუ როგორ მოექცა იგი მართლმადიდებლობაზე.

„საოცრად მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ბედნიერებას ეზიარონ ჭეშმარიტებას, შეიმეცნონ ღმერთი და გაეცნონ წმიდანთა საოცარ ცხოვრებას! რადგან ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ მტვერია, როდესაც შენს წინაშე მცირეოდენით მაინც წარმოჩინდება ქრისტეს ჭეშმარიტება!"

რელიგია | ნანახია: 862 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

მასალა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, უაღრესად საინტერესოა. იგი აღგვიწერს ყველაზე „ისლამური" ქვეყნის, ირანის მკვიდრის სულიერ ძიებას ჭეშმარიტების რთულ გზაზე.

„საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო..." მართლაც საოცარია, როგორ გამოარჩევს ხოლმე ღმერთი თავის რჩეულ ჭურჭელს სრულიად არაქრისტიანულ გარემოში. ირანელი კაცის ეს გულწრფელი მონათხრობი არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქრისტეს შეცნობა ჭეშმარიტების მეძიებელი სულისათვის ყველგან შესაძლებელია. მეტად ნიშანდობლივია ისიც, თუ როგორ ხედავს „უცხო თვალი" განსხვავებას პროტესტანტიზმსა და მართლმადიდებლობას შორის. ვფიქრობთ, ირანელი ნეოფიტის მგრძნობიარე სული ნათლად ჭვრეტს, თუ რა დიდი განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს შორის, სულიერად როგორი უსიცოცხლონი არიან პროტესტანტული დენომინაციები.

და თუკი ისლამურ ირანში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი პოვებს მართლმადიდებლობას და იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, რამდენად მეტი მოეთხოვება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილს, რით იმართლებს იგი თავს ღვთის წინაშე თავისი არაეკლესიურობის გამო?

რელიგია | ნანახია: 929 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

„და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინოს და იყვნეს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს" (იოანე 10, 16)

ინდონეზია - სიდიდით მსოფლიოში მე-5 ქვეყანაა, თავისი 220 მილიონი მოსახლეობით, ის მსოფლიოში I ქვეყანააა მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობით (ინდონეზიელთა თითქმის 90% თავს მუსლიმად მიიჩნევს).

ანტიოქიელი (სირიელი) ქრისტიანებიდან პირველმა მისიონერებმა VII-VIII ს.ს-ში იქადაგეს ინდონეზიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასულიერო პირთა წარმომადგენლები გარდაიცვალნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მართლმადიდებლობის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ, რადგან პოლიტიკურ და გეოგრაფიულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. თუმცა, XI ს-ში კათოლიკე ეპისკოპოსმა-მისიონერმა აქ ქრისტიანთა შთამომავლები აღმოაჩინა. ისინი 3 საუკუნოვანი იზოლაციის მიუხედავად არსებობდნენ. ჩვენამდე იმ ადრეული ხანიდან არცერთ წერილობით მოწმობას არ მოუღწევია. გადმოცემამ შემოგვინახა 3 ადგილობრივი ეპისკოპოსის სახელი: მარ იაბალახი, მარ აბდიშო და მარ დენხა.

რელიგია | ნანახია: 937 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ამ ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ როგორ გახდა კათოლიკე იპოდიაკვანი მართლმადიდებელი. გვესაუბრება ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის სტიქაროსანი ალეკო ცანავა

- ბ-ნო ალეკო, რამდენად რელიგიურ ოჯახში იზრდებოდით და რატომ დაინტერესდით კათოლიციზმით?

- დავიბადე თბილისში. სხვათა შორის, ბაბუაჩემი მართლმადიდებელი მღვდელი იყო - დეკანოზი მოსე კაკუშაძე, რომელიც კომუნისტურ რეპრესიებს შეეწირა. მიუხედავად ამისა, ათეისტურ გარემოში ვიზრდებოდით. მაგრამ ჩვენს ოჯახში ყოველ აღდგომას იღებებოდა კვერცხი, აღინიშნებოდა შობა და მიცვალებულთა ხსენების დღეებში მშობლები ეკლესიაში მიდიოდნენ, სანთლებს ანთებდნენ მათი სულების საოხად, სასაფლაოზეც გადიოდნენ და ა.შ. ასე რომ, დედაჩემს და მამაჩემს შინაგანი რჯული, რელიგიური გრძნობა მაინც გააჩნდათ. მეც ქაშვეთის ტაძარში მართლმადიდებლური წესით მომნათლეს. სკოლაში პირჯვარის გადაწერას და ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ. გულსაკიდი ჯვარი დამრიგებელს რომ დაენახა, რა თქმა უნდა, ან მშობელს დაიბარებდნენ, ან მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის საკითხი დადგებოდა. ერთხელ, გამოცდის წინ, პირჯვარი გადავიწერე და ნიშანი დამაკლეს. 61-ე სკოლა დავამთავრე. ისეთი სიმკაცრე იყო, რომ მახსოვს, ერთხელ კომკავშირის კრება საგანგებოდ დაამთხვიეს ქრისტეს შობის დღესასწაულს. დღეს, ღვთის მადლით, ამ სკოლის ეზოში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია მოქმედებს.

რელიგია | ნანახია: 957 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)

ფრანცისკოსა და მონიკა გონსალესების მრავალშვილიანი ოჯახი წარმოშობით კუბიდანაა. ამჟამად ისინი თავის 4 შვილთან ერთად პატარა ბავარიულ ქალაქ ვიურცბურგში ცხოვრობენ. მონიკა ნახევრად კუბელი და ნახევრად ჩეხია. ფრანცისკოს ესპანური ფესვები აქვს. იგი პროფესიით ექიმია. გონსალესების ოჯახი გერმანიაში 1994 წლიდან ცხოვრობს.

კუბაზე გონსალესები კათოლიკები იყვნენ. ფრანცისკო და მონიკა თავად მოგვითხრობენ, როგორ ეზიარა მათი ოჯახი მართლმადიდებლობას. ფრანცისკო და ბავშვები მონათლულები არიან მართლმადიდებლურ ტაძარში, მონიკა კი ახლა ემზადება წმიდა ნათლობის მისაღებად.

რელიგია | ნანახია: 858 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-25 | კომენტარი (0)