ნაჩვენებია მასალა: 91-100
|
|
![]() |
![]() |
მინდა ნოე ჟორდანიაზე მოგაწოდოთ რამოდენიმე ინფორმაცია. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია (ფსევდონიმები: კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე და სხვა )(დ. 2 იანვარი/14 იანვარი, 1868, ლანჩხუთი – გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი), სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი. ჟორდანია იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1918 წლის 24 ივლისიდან 1921 წლის 18 მარტამდე, გადასახლებული მთავრობის თავმჯდომარე — 1954 წლამდე. |
![]() |
![]() |
![]() პეტრე მელიქიშვილი – Petre Melikishvili თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პეტრე მელიქიშვილი, დაიბადა 1850 წლის 11 ივლისს ქ. თბილისში, განათლებული, ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში, სადაც არაერთხელ შეკრებილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ბესარიონ და ნიკო ღოღობერიძეები, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი და სხვები. და სხვები. ცხადია, ეს დიდ ზეგავლენას მოახდენდა მომავალ მეცნიერზე, რაც მისმა შემდგომმა მოღვაწეობამაც დაადასტურა. |
ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი. 1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა. |