მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 148
ნაჩვენებია მასალა: 81-90
გვერდები: « 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 14 15 »


როგორც მიწიდან იზრდება ბალახი,
ისე იზრდება ენიდან ლექსი…
ფრიდრიხ ჰოლდერლინი

«სტუმარ-მასპინძლისა» და «ალუდა ქეთელაურის» საერთო თემა პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ, მაგალითად, «სტუმარ-მასპინძელში» ერთმანეთს უპირისპირდება არა „კოლექტიური» და „ინდივიდუალური», არა პიროვნება და საზოგადოება (თემი), არამედ ორი კანონი _ სტუმარ-მასპინძლობის „წესი» (ოჯახის კანონი) და „წესი» სისხლის აღებისა (თემის კანონი). ჯოყოლა და აღაზა იცავენ ერთ წესს, ხოლო თემი _ მეორეს და, ცხადია, რომ (როგორც ჭეშმარიტ ტრაგედიაში), ორივე მხარე მართალია.
ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველას „ჰუმანისტური» ინტერპრეტაცია (რომ ვაჟა გმობს ერთა შორის შუღლსა და „გლობალურ ღირებულებებს» ამკვიდრებს; რომ „ინდივიდუალიზმი» აქ „ტოტალიტარიზმსა» და „კოლექტივიზმს» უპირისპირდება) ქრონოლოგიური პროვინციალიზმის გამოვლინებაა. ვაჟა-ფშაველას გააზრება მხოლოდ მარადიულ კონტექსტში შეიძლება: „მარადიული» კი აქ მეტისმეტად მარტივ რამეს აღნიშნავს – უწყვეტ კლასიკურ პოეტურ ტრადიციას.

საქართველო | ნანახია: 990 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 1282 | რამოტვირთვები: 59 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

ვაჟა-ფშაველა - Vazha-Pshavela
საქართველო | ნანახია: 1139 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

წინა ეტიუდებში საკმაოდ გამოვარკვიეთ, რომ ოთხმოციან წლებში რეალურმა ლიტერატურამ ჩვენში ფერი იცვალა. ამ ხანაში ილია ჭავჭავაძემ ,,განდეგილის» სახით მოგვცა უდიდებულესი და უფრო მომწიფებული ნიმუში რეალურის ნაწარმოებისა, რომელშიაც უკვე ახალი ელემენტები სჩანდა.

ამავე ხანში ,,მთიელთა» ლიტერატურა დაიბადა, რომლის ტონის მიმცემი ისევ ილიას ნაწარმოები შეიქმნა. ,,მთიელთა» მწერლობამ შემოიღო ჩვენში ნეორომანტიზმი და სიმბოლიზმი. ნეორომანტიზმი ალ. ყაზბეგმა განავითარა; სიმბოლიზმის საუკეთესო წარმომადგენელი, როგორც პროზაში, ისე პოეზიაში ვაჟა-ფშაველაა. ხელოვნური თხზულების მიმართულება უწინარეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, თუ როგორ უყურებს ესა თუ ის მწერალი, ამა თუ იმ მიმართულების შემქნელი და გამომსახველი, მწერლის დამოკიდებულებას ქვეყნიერებასთან, მგოსნის კავშირს მსოფლიოსთან, ხელოვანის ურთიერთობას ცხოვრებასა და მის მრავალფეროვან მოვლენასთან.

ამაზეა დამოკიდებული მთელი ესთეტიკური ფილოსოფია ამათუ იმ ლიტერატურულის მიმართულებისა.

ამ საგნებს სხვაგვარად ეპყრობოდა რომანტიკოსი პოეტი და სულ სხვაგვარად რეალისტი და ნატურალისტი. სხვაგვარი შეხედულება აქვს მათ შესახებ სიმბოლისტს.

საქართველო | ნანახია: 945 | რამოტვირთვები: 33 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

ვაჟა-ფშაველა, ირაკლი ოჩიაური


თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა – მოვლენაა ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა "თანამედროვეობისა”. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა. უბრალო, თითქმის გაუნათლებელი, თანამედროვე კულტურის მიღმა მდგარი, ის ახდენს შთაბეჭდილებას რაღაც ველურის, ტყიურის, მითიურის. ცხოვრობს იგი თავისი საყვარელი ფშავის მთებში. იზიდავს მას, უპირველეს ყოვლისა, ბუნება და მისი ცხოვრების წესიც. მწყემსური ყოფისაგან დიდად შორს არ წასულა. მაგრამ მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად.

საქართველო | ნანახია: 1030 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

თავზარი დაგვცა ვაჟას სიკვდილის ამბავმა. მეორე დღეს დილითვე გავეშურე ძვირფას ცხედრის თაყვანსაცემლად.
ესვენა კუბოში ყინულის ნაფლეთებ შემოწყობილი.
უჩვეულო სანახაობამ გონებით გადამაფრინა ვაჟას სამშობლოში, იქ, საცა მას ცათამდე აყუდებულს მთა-კლდოვანებისა და ყინულის კონცხებ გარემოცულს არაერთხელ უხარნია ბუნების სიდიადით და ზუსტად ხელი აღუპყრია მშვიდობისათვის ქვეყნისა და სათნოების დამყარებისათვის კაცთა შორის.
ახლაც კუბოს კედლებ შუა მომწყვდეულს მეტად აღეხვნა თვალნი, მხოლოდ უსულოს, პირი დაეღო ისე, თითქო გამზადებულიაო ლოცვა-ვედრებად და ამბობსო:

,,ყინული მაწევს მყინვარი,
საკუთარის ღვთის ტკბილი ხმა
ყურს მეწვეთება აღარა”…

საქართველო | ნანახია: 824 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

ყველა დიდ მიცვალებულის შესახებ აუარებელი წერილი იწერება და ყველა ეს წერილი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქო ახალი მიცვალებულისთანა არც ყოფილა და არც იქნება.
ილიათი ჩაესვენა საქართველოს მზე…
აკაკით დასრულდა რუსთაველობა…
ვაჟათი მოისპო მესაიდუმლეობა მთისა, ქართველი ერისა…
არჩილ ჯორჯაძეს რომ საუკუნო ბინისკენ ვაცილებდით, მთელი თბილისი გამოფენილი იყო მგლოვიარების საყურებლად და ყველანი ჰკვირობდნენ, ვინ არის ეგეთი დიდი განსვენებული, რომ მის კუბოს ზღვა ქართველობა მისდევსო, ერთმა მკითხა:
"კიდევ გყავთო ასეთის ზეიმით დასამარხავი?”
- ბევრი მეთქი. ძალიან ბევრი! – შევატყვე, არ ესიამოვნა უცხოელს ჩემი პასუხი და გამშორდა. მე მაშინ არ ვიცრუე, არამედ წრფელის გულით ვუპასუხე.
საქართველო | ნანახია: 966 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

ვაჟა-ფშაველა შვილთან ლევან რაზიკაშვილთან (მარცხნივ)

ვაჟა-ფშაველა შვილთან ლევან რაზიკაშვილთან (მარცხნივ)


ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა რა მოგივა.
მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით…

საქართველო | ნანახია: 1147 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

დიდად სამწუხარო, გულის მომკვლელი ამბავი მოვიდა თბილისიდან. იქ, ვერაზე, წმ. ნინოს საავადმყოფოში 27 ივლისს, ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე, გარდაიცვალა ჯერ სრულიად ვაჟკაცი, ნიჭიერი ქართველი მწერალი – ბელეტრისტი და ნამდვილი, ჭეშმარიტი ხალხური პოეტი ვაჟა-ფშაველა.
ვაჟა საუკეთესო შვილია იმ ფშაველებისა, რომელნიც ბინადრობენ მდ. არაგვის ერთი ნაკადის გარშემო მთებში. იქაურს ქალსა და ვაჟს, როგორც გამიგონია ილიასა და ნიკო ხიზანიშვილისაგან, ლექსების თქმა ძალიან ემარჯვებათ. ვაჟას მამა და დედის ძმაც (ბიძა) მოლექსენი იყვენ. ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ პავლეს (ვაჟას მამა) შვილებს თითქმის ყველას ძალიან ემარჯვებოდათ ლექსების წერა და ვაჟას ორი ძმა – ბაჩანა (ნიკო) და თედო ქართულ ლიტერატურაში თვალსაჩინო პოეტებიც არიან.
ამათ შორის, საქვეყნო სახელი და დაფნის გვირგვინიც ვაჟას ხვდა წილად თვისი ენერგიული და ნაყოფიერი ლიტერატურული მუშაობისთვის.
ამავე დროს, ვაჟა «ახალგაზრდა საქართველოს» შვილია, აღზრდილი ილიაზე და აკაკიზე, რომელთაც‘«მამული ღვთად» ქონდათ საქვეყნოდ აღიარებული.
«ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! -
მძინარეც ამას ვდუდუნებ».
ვაჟა-ფშაველა ქართულ მწერლობაში სიმბოლისტათ არის ცნობილი, მაგრამ ამ სიმბოლიურ პოეზიას დიდი ახსნა და გარკვევა უნდა ჩვენში.
საქართველო | ნანახია: 1132 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 1245 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-17 | კომენტარი (0)