მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 148
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 14 15 »


საქართველო | ნანახია: 1293 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-15 | კომენტარი (0)



ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა 1953 წლის 5 თებერვალს.

განათლებით ქიმიკოსს ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში. ზურაბ ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 70-იანი წლების მიწურულს ზურაბ ჭავჭავაძე კათალიკოს- პატრიარქის რეფერენტად იწყებს მოღვაწეობას. 1979 წელს სწორედ ზურაბ ჭავჭავაძის ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის, შეხვედრა ილია მეორესთან.

ზურაბ ჭავჭავაძემ გრიგოლ ფერაძეზე შეაგროვა მასალა, დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომშირომელიც ეძღვნებოდა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი” ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელს, არამედ ჟანრის დასახელებას.
საქართველო | ნანახია: 997 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-15 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 1493 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-13 | კომენტარი (0)

პეტრე იბერი (დ. 411 — გ. 491), ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით — ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.
საქართველო | ნანახია: 1194 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-13 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 1536 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-13 | კომენტარი (0)

საქართველომ მსოფლიოს 500-მდე ვაზის ჯიში მისცა.

არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალი.

ქალაქი უფლისციხე ქართველებმა მტრის შემოსევისას თავისი ხელით დაანგრიეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

შავი ზღვის ძველი სახელებია: პონტოს ზღვა, სპერის ზღვა და ევქსინის პონტი (სტუმართმოყვარე ზღვა).

იყო დრო, როდესაც შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

ბელაქანი, ზაქათალა, კახი და ევლახი – ეს ოთხი რაიონი ქართულია, რომლებიც ამჟამად საინგილოს ტერიტორიაზეა მოქცეული.

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100

საქართველო | ნანახია: 1650 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-21 | კომენტარი (0)

თანამედროვე ლაზების (იგივე ჭანების) წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლეგენდარული კოლხეთის სამეფოსთან, რომელიც ცივილიზებულმა კაცობრიობამ კოლხი აიეტის, მედეასა და ბერძენი იაზონის შესახებ არსებული მითებიდან გაიცნო. ისტორიულ კოლხეთის სამეფოში ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდა ქართველური მოდგმის ორი ურთიერთმონათესავე ტომი - ლაზ-ჭანები და მაგრალ-მაკრონები (მეგრელები).
ლაზური ენობრივი მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაირკვევა, რომ ლაზები განეკუთვნებიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს. ენობრივად თანამედროვე კავკასიელებიდან ლაზებისთვის ყველაზე ახლომონათესავე აღმოჩნდებიან დღევანდელი ქართველები. შესაბამისად, ცხადია, რომ ლაზური მეტყველებაც წარმოიშვა საერთოქართველური ფუძე-ენისაგან, რაც სქემატურად ასე ჩაიწერება:
საქართველო | ნანახია: 1727 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-10 | კომენტარი (0)

მცირე ისტორიული ექსკური

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ…
ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია…

ლაზები წყაროებში პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიებიან. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო პერიოდიდან ლაზები მნიშვნელოვან ეთნიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში, როდესაც კოლხეთის სამეფოს რომაელები შემოესივნენ, კოლხებმა ნდობა დაკარგეს რომის წინაშე და სამეფოს ხელისუფლების ჰეგემონია კოლხების მონათესავე ტომის ლაზების ხელში გადავიდა, რომელნიც რომის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ და მეფეებსაც ამ ტომიდან ირჩევდნენ.
პოლიტიკური მესვეურობის კოლხებიდან ლაზების ხელში გადასვლას თვით სახელმწიფოებრივი სახელწოდების შეცვლაც მოჰყვა და ამიერიდან რომაელებმა მას, ნაცვლად კოლხეთისა, ლაზიკა ან ლაზიკე დაარქვეს. იოანე ლიდე (V-VI ს.) წერს: "კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგან”(1) . აქედან გამომდინარე, "კოლხიდას” იმიტომ ჰქვია ამჟამად "ლაზიკე”, რომ ამ ქვეყანაში ჰეგემონობა ლაზებს მოუპოვებიათ.
ამგვარად, IV-V საუკუნეებში ჩამოაყალიბდა ლაზიკეს სამეფო, რომელიც დღევანდელ მთელ დასავლეთ საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავდა.
პონტოელი ლაზები (ჭანები) ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ. კოლხი ლაზები, რომელთაც შემდგომ მეგრელები ეწოდათ.

საქართველო | ნანახია: 1054 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-09 | კომენტარი (0)

ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი ფული ძვ. წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში მოჭრეს და მან საქონელი შეცვალა. კოლხეთი იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა დაიწყეს.
როგორ ვითარდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ნუმიზმატიკა და როგორ აისახებოდა მასზე საქართველოში არსებული მდგომარეობა, ამ თემასთან დაკავშირებით ისტორიკოს თედო დუნდუას ვესაუბრეთ.

თედო დუნდუა: მონეტის შექმნა ეკონომიკის განვითარების საქმეში არის რევოლუცია. ვიდრე ჭრილი ფული შეიქმნებოდა, ფულის ფუნქციას ასრულებდა სხვადასხვა საქონელი, რომელსაც საქონელფული ერქვა. ეს შეიძლება ყოფილიყო წვრილფეხა პირუტყვი, ძვირფასი მეტალის ზოდები, სპილენძის სამაჯურები, იარაღი და ა.შ. მაგრამ ჭრილი ფულის შექმნა დაკავშირებული იყო საქონელფულის ხარვეზებთან. მათი შენახვა და ტრანსპორტირებაც საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ვაჭარს უნდა სდებოდა ჯიბეში ან ურემზე ბევრის შემსყიდველი ახალი ღირებულება. ზოდები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა, საქონელი – მითუმეტეს. სასურველი იყო, რომ ეს საგადასახადო საშუალება ყოფილიყო ძალიან კომპაქტური, მცირე მოცულობის, მცირე წონის და ძალიან ძვირფასი. ამიტომ აქცენტი აიღეს ძვირფას მეტალებზე.
იმიტომ, რომ ძვირფასი მეტალები ბუნებაში მცირე რაოდენობით მოიპოვება. მეორე მომენტი იყო ის, რომ ვერცხლი და ოქრო დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი არ ფუჭდება.
გადაწყვიტეს, რომ იშვიათი მეტალები, რომლის სახმარი ღირებულება, ანუ მსყიდველობითუნარიანობა იქნებოდა მაღალი, შეერჩიათ საგადასახადო საშუალებად.

საქართველო | ნანახია: 1325 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-09 | კომენტარი (0)

რუსულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ

მთარგმნელისაგან

წინამდებარე კრებული 1992 წელს გამოიცა გროზნოში. მასში შესულია მე–20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მკვლევარის პროზრიტელევისა და თანამედროვე იარაღთმცოდნის ჩახკიევის ნაშრომები, რომლებშიაც, გარდა კავკასიური იარაღის აღწერისა, იკითხება გმირული ეპოპეა მეზობელი ხალხისა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

უახლესმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასია მყარი ტრადიციული ღირებულებების მატარებელია და რომ იგი ნებისმიერ ფასად დაიცავს ისეთ მარადიულ იდეალებს, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.

კრებულში ნათლად ჩანს, რომ თუ არა ევროპული ტექნიკური პროგრესი, რომელზეც რუსეთს უფრო მიუწვდებოდა ხელი, კიდევ საკითხავია, თუ რა შედეგით დასრულდებოდა კავკასიის ომი.

საქართველო | ნანახია: 1219 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-09 | კომენტარი (0)