|
|
|
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას. |
![]() |
|
|
|
|
![]() |
![]() |
![]() სასტიკი წამების 222 დღე და ორ დღეში სისრულეში მოყვანილი განაჩენი 1937 წლის მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი გახდა ინტელიგენციის გამორჩეული ნაწილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებულ საქართველოს პრეზიდენტის (ყოფილი პოლიტიკურ პარტიათა არქივი) არქივში გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების თაობაზე არაერთი დოკუმენტური მასალა არსებობს. მათ შორისაა ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის საქმე, რომელშიც არსებული დოკუმენტური მასალები ზუსტად ასახავს იმ დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. |
![]() |
![]() |





