![]() დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი დეკანოზიშვილი, ფოტოგრაფი დავით ერმაკოვი |
![]() |
![]() |
![]() |
|
|
![]() |
![]() |
|
ილია ჭავჭავაძე ოთხ სხვადასხვა ვარიანტს მაინც მოსინჯავს "კაცია–ადამიანის?!” წინასიტყვაობისათვის, მაგრამ საბოლოოდ ყველას უარყოფს და, ნაცვლად ზღაპრისებური დასაწყისისა, რეალისტურ შესავალს ამჯობინებს. მეტ–ნაკლებად საინტერესოა მწერლის მიერვე გადახაზული ფრაზები თუ პასაჟები, მკვლევარმა შესაძლოა შავ ხელნაწერში ძალზე საგულისხმო დეტალსაც მიაგნოს, უარყოფილი ვარიანტი კიდეც გამოადგეს, მაგრამ "კაცია–ადამიანის?!” გადახაზულ წინასიტყვას რაც შეეხება, მისი დაკარგვა განსაკუთრებით ენანებათ და ნიშანდობლივია, რომ დამატებად დაურთავენ ხოლმე მოთხრობას. მსჯელობის დროსაც არაერთხელ დაუმოწმებიათ. მართლაც არ არის აგრერიგად გასამეტებელი დასაწყისი – დამოუკიდებელი სიუჟეტური ქარგა. ნეტა ილია ჭავჭავაძეს პუბლიცისტური თუ სწორხაზობრივი ხომ არ მოეჩვენა, მხატვრული აზროვნებისათვის ცოტა არ იყოს ზედმეტად გამარტივებული და ამიტომაც მოჰკვეთა ოთხივე ვარიანტი – სიუჟეტის ნასახიც კი არ დატოვა? |
![]() |
|
1941-42 წლებში თბილისში, უმაღლესი
სასამართლოს დახურული კარის მიღმა ჭავჭავაძის მკვლელის, გიგოლა
ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა. ამ სასამართლო პროცესს საზოგადო
მოღვაწე ვარლამ ძიძიგური დაესწრო. 1909 წლიდან 1918 წლამდე ვარლამ
ძიძიგური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა რეგიონებში. იგი 1957
წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. ილია ჭავჭავაძის მკვლელის გასამართლება ვარლამ ძიძიგურმა ვრცლად აღწერა თავის წიგნში "მასწავლებლის მოგონებანი”. გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს ვარლამ ძიძიგურის მოგონებებიდან. თავს, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელის სასამართლო პროცესს ეხება, ჰქვია "ილიას მკვლელის გასამართლება”. |






