ნაჩვენებია მასალა: 51-60
![]() |
![]() |
|
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა. ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, – იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი, და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია არა. |
![]() |
![]() |
![]() |
|
დაუვიწყარო მამულისშვილო ილიავ! შენი
ჭირისუფალი განა მარტო ეს, აქ მოზღვავებული საზოგადოებაა, რომელიც სამი
დღეა, შენს ცხედარს გარს ახვევია? არა, შენი ჭირისუფალი მთელი შენი სატრფო ქვეყანაა, სამშობლო _ კახეთიდამ დაწყებული შავ ზღვამდის. ამ ქვეყანაში ყველას უგემნია შენი ნაწერების სიტკბოება და ყველა სასოებით და სიამაყით იხსენებს შენს სახელს; ოჯახი სად დარჩა ამ ქვეყანაში, საცა ბავშვს შენი «აყვავებულა მდელო» არ ეკითხოს და მოზრდილს «მკრთალი ნათელი» და «ჩემო კარგო ქვეყანავ |
![]() |
|
ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა. |
|
|






