 ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში
ვაჟა-ფშაველას (1861-1915) სახლ-მუზეუმი ჩარგალში (დუშეთის რაიონი)
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. სახლ-მუზეუმში დაცულია
პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები,
მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის
მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე
პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები,
ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობა შეადგენს 2000-ზე
მეტს.
მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე
შესასვლელი ბილეთის ფასი – ყველა ტიპის დამთვალიერებლებისთვის – 0,25 ლ., საექსკურსიო მომსახურება -0,25 ლ.
|