მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 148
ნაჩვენებია მასალა: 111-120
გვერდები: « 1 2 ... 10 11 12 13 14 15 »





საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.

საქართველო | ნანახია: 1453 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა

ამასთან, კავკასიაში იკვეთებოდა დიდ სახელმწიფოთა აშკარა თუ ფარული ინტერესები, რაც მკაფიოდ აისახებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ სვე-ბედზე.

საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრეს ამოცანას მისი სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა და აღიარება წარმოადგენდა. ხელისუფლების ძალისხმევაც ამ კუთხით წარიმართა. დამფუძნებელი კრება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოეთში მიზანმიმართულად საქმიანობდნენ დასახული ამოცანის ხორცშესასხმელად.
პირველი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ურთიერთობა დაამყარა, კაიზერული გერმანია იყო. გერმანიამ იხსნა საქართველო თურქეთის ოკუპაციის საფრთხისაგან და ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა 117 წლის წინ გაუქმებული ეროვნული სახელმწიფოებრიობა. 1918 წლის 28 მაისს ფოთში ხელმოწერილ იქნა გერმანია-საქართველოს ხელშეკრულება, რომელიც, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ფინანსურ და სავაჭრო პრობლემებს აწესრიგებდა.
საქართველო | ნანახია: 967 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)




გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1580, სოფ. ფელი — გ. 3 ოქტომბერი, 1629, თბილისი), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი.

სააკაძის წინაპრები
აკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა). სააკაძეთა გვარი მკრთალად თუ ძუნწად, მაგრამ მაინც ჩანს საუკუნეთა წიაღში.

საქართველო | ნანახია: 1109 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის მკვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მოკლე ხანში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის" თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.
საქართველო | ნანახია: 1616 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე (17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 - 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

საქართველო | ნანახია: 1107 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)


შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე. დედა _ ქსენია დარისპანის ასული შალამბერიძე, მამა _ გიორგი ნიშნიანიძე.

ბაბუა _ ბიჭია ნიშნიანიძე ქუთაისში საკმაოდ მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ბებია ფეიქრისშვილის ქალი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდათ: კონსატანტინე, თამარი და გიორგი. კონსტანტინე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, 1937წ. დახვრიტეს. გიორგიმაც, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხედრო სამსახური აირჩია. შოთას მშობლებმა ერთმანეთი გრიგოლ მამაგეიშვილის ოჯახში გაიცნეს და მალე დაქორწინდნენ. ეს იყო შოთას გამზრდელი დეიდის ოჯახი. 5 წლისა იყო როცა გარდაეცვალა მამა. მოულოდნელად დაქვრივებულ დედას სამი ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭი დარჩა. შოთა, ოთარი და გიორგი. ოთარ ნიშნიანიძე შემდგომში სტომატოლოგი გახლდათ, გიორგი კი – ინგლისურის სპეციალისტი. ოჯახი ტელმანის (ახლანდელი ცაბაძის) ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სახლს ეზო არ ჰქონდა და სამი ბავშვის გაზრდა ძალიან ჭირდა. ამიტომ ბინა გადაცვალეს გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ერთ ოთახიანში, მაგრამ ეზოიან სახლში. დედას რაიმე პროფესია არ ჰქონდა და ნემსსა და ძაფს მოჰკიდა ხელი. ჩითის უბრალო კაბებს უკერავდა მეზობლებს ძალიან იაფად, ამისთვისაც მადლს წირავდა უფალს, პურის ფულს რომ შოულობდა. მერე და მერე ხელი გაიწაფა, მამაკაცის კიტელების კერვა დაიწყო და ცოტა სული მოითქვეს. შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებში უფროსი და ეხმარებოდა. ვერა დეიდას განსაკუთრებით უყვარდა შოთა, რომელისც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა დეიდას. 9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე. დეიდა მამაგეიშვილზე იყო გათხოვილი. მეცხრე კლასამდე ნიშნიანიძე იყო შოთა. მერე კი ბიძამ თავის გვარზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ყველა ნიშნიანიძედ იცნობდა. ლექსებზეც ნიშნიანიძის გვარს აწერდა და ამ გვარით აქვეყნებდა. ბიძას რომ გული არ დასწყდომოდა სახლის კარზე ორივე გვარი ეწერა ნიშნიანიძე _ მამაგეიშვილი. მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი იყო შოთა, მერე თანდათან უკლო სწავლას და სიცელქეს უმატა. შოთა ვაჟთა 37-ე სკოლაში სწავლობდა. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტსაც ეტანებოდა. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. დიდხანს იყო მისი სურათი სკოლის სპორტულ კუთხეში. ერთხანს ჭიდაობაზე დაჰყავდა ბიძას,

საქართველო | ნანახია: 1242 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





ლოცვა ერისა და მამულისათვის



ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთაჲთა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათვის არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განმღრთობისა მომატყუებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რაჲთა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხუათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი,
საქართველო | ნანახია: 864 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)




ანდაზები

1.აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
2.აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
3.აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო.
4.ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.
5.ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
6.ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.
7.ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო.
8.ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს.
9.არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო.
10.გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.
11.გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
12.გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო
საქართველო | ნანახია: 2064 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)



საქართველო | ნანახია: 2452 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)




დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპებს გავიდა, საით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.


საქართველო | ნანახია: 982 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)