პეტრე მელიქიშვილი
2011-03-17, 4:09 PM

პეტრე გრიგოლის-ძე მელიქიშვილი(დ. 29 ივნისი/11 ივლისი, 1850, თბილისი ― გ. 23 მარტი, 1927, თბილისი) - ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918). სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927).

ბიოგრაფია [რედაქტირება]

დაიბადა ქართველი კათოლიკეების ოჯახში. 1868 დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, 1872 წლიდან სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1873 წლიდან იყო ევროპაში, ეცნობოდა რა იქ ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვილიცენუსის ლაბორატორიებს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. 1881 წელს გახდა ქიმიის მაგისტრი ნოვოროსიის უნივერსიტეტში, 1885 დოქტორი. ერთი წლით ადრე, 1884 დაწყებული საქმიანობა გააგრძელა, როგორც დოცენტმა, ხოლო სადოქტოროს დაცვის შემდეგ როგორც პროფესორმა. 1885-1917 მელიქიშვილი იყო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის აგრონიმიული ქიმიის კათედრის პროფესორი. მელიქიშვილი იყო პირველი,რომელმაც მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი,რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა. მელიქიშვილმა თავის მოსწავლე ლ.პიზარჟევსკისთან ერთად მიღო ზოგიერთი ელემენტის (U,Nb,Ta,W,Mo,B,Ti,V) ზემჟავები. მათ ასევე აჩვენეს, რომ წყალბადის ზეჟანგის მრავალი სავარაუდო ფორმულიდან ყველაზე სწორი და მისაღებია H-O-O-H. მელიქიშვილი იყო პირველი ვინც მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი. ივანე ჯავახიშვილთან ერთან პეტრე მელიქიშვილი იყო ერთ-ერთო მთავარი ფიგურა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში 1918 წელს. იყო ამავე უნივერსიტეტის პირველი რექტორი და ამავდროს 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1900 წელს მელიქიშვილმა ლ.პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო, ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899 გამოსცა. ამ შრომას მაღალი შეფასება მისცა მენდელეევმა, ხედავდა რა მასში საკუთარი (და აგრეთვე მენდელეევისგან დამოუკიდებლად მომუშავე ლოთარ მაიერის) სისტემის მტკიცე დასტურს. 1927 წელს მელიქიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 998 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]