მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 51-60
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 17 18 »


ფაილი:Charles Montesquieu.jpg
შემეცნებით | ნანახია: 1159 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

ჯეინ ადამსი ხმის მიცემის უფლების მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელი და სამოქალაქო უფლებათა დაცვის აქტივისტი იყო.

დღეს შეერთებული შტატების ისტორიაში ღირშესანიშნავი დღეა - 90 წელი გავიდა მას მერე, რაც ამერიკის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ამერიკალ ქალებს მიენიჭათ უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას მეოცე საუკუნის დასაწყისში თავისი გმირები ჰყავდა. ხმის მიცემის უფლების მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელი და აქტიური მებრძოლი გახლდათ ამერიკელი სოციოლოგი და პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეინ ადამსი.

შემეცნებით | ნანახია: 860 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)


ამ სტატიის წერა, რომ დავიწყე საპატრიარქოს ინიციატივა, მიგვეღო კანონი „ღვთისგმობის" შესახებ, გაცხადებული ჯერ არ იყო. შესაბამისად, ამ ფაქტმა მცირე კორექტირება შეიტანა სტატიის სტრუქტურაში. კონკრეტულად, კი მის შესავალში. რომ არა საპატრიარქოს შეთავაზება, შესავალშივე ავღნიშნავდი, რომ გამოსავალს ‘ლიბერალებს’ და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შექმნილი უთანხმოებიდან, მხარეები არ გვთავაზობდნენ. მომავალი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად კი სავარაუდოდ ერთადერთი გზა - სახარების უფრო დაკვირვებით კითხვა იყო, ისე როგორც ბექა მინდიაშვილი მოგვიწოდებდა კავკასიის ტელეთერიდან.
შემეცნებით | ნანახია: 1180 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის კონტინენტები დაუსახლებელი იყო. იმ დროს ზღვის დონის დაწევამ წარმოშვა სახმელეთო ხიდი აზიის კონტინენტსა და ალასკის ნახევარკუნძულს შორის. ამ გზით ადამიანები აზიიდან ამერიკაში გადიოდნენ და თანდათანობით სახლდებოდნენ ორივე კონტინენტის უკაცრიელ მიწებზე. შემდგომში ზღვის დონემ კვლავ აიწია და შეწყდა კავშირი აზიასთან, ამიტომ აზიელთა და, მით უმეტეს ევროპელთა მომდევნო კულტურული მიღწევები ამერიკელებისთვისუცნობი დარჩა.
შემეცნებით | ნანახია: 1209 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: kalmaxelidze | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა  აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს "სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. ისინი მოდიოდნენ გლეხობიდან და მოსამსახურეთაგან. თავიდან საკმაოდ გაუთლელი ხალხი იყო, მათ მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხოვებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში , როდესაც საომარი საქმე პროფესიად გადაიქცა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ისინი სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურებას მოითხოვდნენ , შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა, მათი ყურადღება მიიქცია ბუდიზმის ისეთ განშტეობა როგორიც არის -  ძენი.  სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა. არ უნდა გამოემჟღავნებინა შინაგანი განცდები , რაც არ უნდა მოუვიდეს სიკვდილთან გულგრილობის გრძნობა. ბუშიდოს კანონები თავმოყრილია წიგნში ”ჰაკაგურე” რომელიც 11 ნაწილად იყოფა. სამურაის პიროვნება იაპონიაში მიმბაძველობის მაგალითი იყო , რიგით იაპონელში. აღსანიშნავია , რომ სამურაები თავიანთ მემკვიდრეს ბავშვობიდან ზრდიდნენ მეომრად.  ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და ბუშიდოს წესებს.

შემეცნებით | ნანახია: 908 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-10 | კომენტარი (0)

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1 - ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში -- პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია -- კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი -- ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

შემეცნებით | ნანახია: 1262 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. "აბრაამისეულ რელიგიებს".
შემეცნებით | ნანახია: 1032 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ფაილი:Charlie Chaplin.jpg
შემეცნებით | ნანახია: 1193 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-08 | კომენტარი (0)

ჩინეთი ერთ–ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. ჩინელი მეცნიერების თქმით, მისი (ჩინეთის) ასაკი შესაძლოა 5000 წელს შეადგენდეს, თუმცა წერილობითი წყაროები მოიცავს მხოლოდ 3500 წლოვან ისტორიულ ფაქტებს და დოკუმენტებს. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით.
შემეცნებით | ნანახია: 911 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)