სამურაი
2011-04-10, 8:19 PM

სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა  აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს "სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. ისინი მოდიოდნენ გლეხობიდან და მოსამსახურეთაგან. თავიდან საკმაოდ გაუთლელი ხალხი იყო, მათ მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხოვებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში , როდესაც საომარი საქმე პროფესიად გადაიქცა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ისინი სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურებას მოითხოვდნენ , შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა, მათი ყურადღება მიიქცია ბუდიზმის ისეთ განშტეობა როგორიც არის -  ძენი.  სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა. არ უნდა გამოემჟღავნებინა შინაგანი განცდები , რაც არ უნდა მოუვიდეს სიკვდილთან გულგრილობის გრძნობა. ბუშიდოს კანონები თავმოყრილია წიგნში ”ჰაკაგურე” რომელიც 11 ნაწილად იყოფა. სამურაის პიროვნება იაპონიაში მიმბაძველობის მაგალითი იყო , რიგით იაპონელში. აღსანიშნავია , რომ სამურაები თავიანთ მემკვიდრეს ბავშვობიდან ზრდიდნენ მეომრად.  ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და ბუშიდოს წესებს.

მე-19 საუკუნეში იაპონია უახლოვდებოდა დასავლეთის ცივილიზირებულ სამყაროს და გარკვეულწილად ინერგებოდა პროგრესულ -რეფორმისტიული აზრი. ქვეყანა თავისთავად ორ უკიდურესობაში მოჰყვა დასავლური გავლენა უდიდესი იყო , შედეგმაც არ დააყოვნა და იაპონიაში გატარდა -  მეიჯის რეფორმები.  რაც ცუდი გავლენა მოახდიან სამურაების მდგომარეობაზე.  მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პოულობდა თავის ადგილს შექმნილ საზოგადოებრივ წყობაში , მათი მთავარი მიზანი გახდა ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნონ ისტორიული წარსულის პრივილიგირებული მდგომარეობა. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ , რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში. მთავარი მიზეზი სამურაების უკმაყოფილების აღმოჩნდა სამხედრო რეფორმა – საყოველთაო სამხედრო მოვალეობის შემოღების შესახებ , რომელმაც აუკრძალა სამურაებს მონოპოლია იარაღის ტარებაზე და მათი ისტორიული პრივილიგირებული ყოფნა საზოგადოებაში.  სამურაების უკმაყოფილება გამოიწვია ასევე მთავრობის მიერ შემოღებულმა რამდენიმე წლის ერთდროულმა პენსიამ. ოფიციალურად ეს ითვალისწინებდა სამურაებისთვის ფინანსურ დახმარებას , რათა მათ შეძლებოდათ მეწარმეობის ან სავაჭრო -საბანკო საქმის წამოწყება. თუმცა სამურაების ძირითადი ნაწილს იმის გამო , რომ ტრადიციების თანახმად მხოლოდ სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი არ გააჩნდათ არც უნარი და არც ცოდნა, რომ დაეწყოთ შრომითი საქმიანობა. ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი  ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი (იხილეთ კ/ფ ”უკანასკნელი სამურაი) სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა , რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ , სამურაების ჯარი დამარცხდა. მთავრობისთვის სამურაების დამარცხება გახდა მაგალითი იმისა , რომ სახელმწიფო ვითარდება სწორი ტემპით და საჭიროა აღებული რეფორმების გაღრმავება.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 905 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]