მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 41-50
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 ... 17 18 »


ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.
შემეცნებით | ნანახია: 1080 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-17 | კომენტარი (0)

თეოდორ რუზველტი (ინგლ. Theodore Roosevelt; დ. 27 ოქტომბერი, 1858 - გ. 6 იანვარი, 1919) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი და 25-ე ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან.

რუზველტი მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ავადმყოფი ბავშვი იყო, მას ასთმა ჰქონდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი ბავშვობის დიდ დროს სახლში ატარებდა და ბუნებისმეტყველებას სწავლობდა. ფიზიკური სისუსტის საპასუხოდ, მან დაძაბული რიტმით ცხოვრება დაიწყო. იგი სწავლობდა ჰარვარდში, სადაც იგი კრივის ჩემპიონატებში მონაწილეობდა, ასევე ინტერესი სამხედრო-საზღვაო საკითხების მიმართ გაუჩნდა. ჰარვარდის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 1881 წელს, იგი ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს, რისი წევრიც 1884 წლამდე იყო. მისი პირველი ისტორიული წიგნი „The Naval War of 1812" 1882 წელს გამოიცა, რამაც მას სერიოზული ისტორიკოსის რეპუტაცია შეუქმნა. იგი რამდენიმე წელი ბედლენდში ცხოვრობდა. ამის შემდეგ რუზველტი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც პოლიციაში მუშაობდა და სახელი კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა. 1897 წელს იგი სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილედ დაინიშნა. როდესაც ამერიკა-ესპანეთის ომი დაიწყო იგი თანამდებობიდან გადადგა და საომარ მოქმედებებში პატარა პოლკს ხელმძღვანელობდა კუბაში, რისთვისაც ღირსების მედალი დაიმსახურა. ომის შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა და შტატის გუბერნატორი გახდა. 1900 წელს ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

შემეცნებით | ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-17 | კომენტარი (0)

ფრანკლინ დელანო რუზველტი (Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 - გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.

დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზევლტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან.

შემეცნებით | ნანახია: 967 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-17 | კომენტარი (0)

სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.
შემეცნებით | ნანახია: 1208 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-17 | კომენტარი (0)

საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ინგლისის არხის ქვეშ.

საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ლათინური გაერთიანება. იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.

შემეცნებით | ნანახია: 2352 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-17 | კომენტარი (0)

ფაილი:Wolfgang-amadeus-mozart 1.jpg
შემეცნებით | ნანახია: 1042 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-14 | კომენტარი (0)

მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს ზალცბურგში, მაშინდელი ზალცბურგის საარქიეპისკოპოსოს დედაქალაქში (ახლანდელი ავსტრია), ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მას ერთადერთი და ჰყავდა მარია ანა (1751-1829), რომელსაც "Nannerl”-ის ეძახდნენ. დაბადების მეორე დღეს იგი მონათლეს წმინდა რუპერტის საკათედრო ტაძარში. ნათლობის წიგნის ჩანაწერში მისი სახელი ლათინურად ასე ეწერა Johannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus (Gottlieb) Mozart. ამ სახელებში პირველი ორი სიტყვა – წმინდა იოანე ოქროპირი, არ გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეოთხე სიტყვა მოცარტის სიცოცხლეშივე განიცდიდა ცვლილებებს: ლათ. Amadeus, გერმ. Gottlieb, იტალ. Amadeo, რაც ნიშნავს "საყვარელი ღმრთისა”. თავად მოცარტის სურვილი იყო მისთვის ვოლფგანგ ამადეი მოცარტი დაეძახათ.
შემეცნებით | ნანახია: 969 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-14 | კომენტარი (0)

ფაილი:Rubens self portrait.jpg

რუბენსი პეტერ პაული ფლამენდელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი ანტგერპენში ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიჟასტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელ-ანჯელოს, რაფაელის, ტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებას, მის იმდროინდელი მხატვრობას.
შემეცნებით | ნანახია: 1256 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-14 | კომენტარი (0)

ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ლოკი შეეცადა ემპირიზმის სასარგებლოდ გამოეყენებინა რაციონალისტური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ნაკლი, რომელიც გამოცდილების საფუძველზე მიღებული ცოდნის მნიშვნელობის დამცირებაში გამოიხატებოდა. რაციონალისტური პოზიცია, პირდაპირ, თუ არაპირდაპირ, ადამიანში თანშობილი ცოდნის, ანუ თანდაყოლილი იდეების აღიარებას ემყარება. ლოკი ფიქრობდა, რომ თანდაყოლილი იდეების წინააღმდეგ ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა, რადგან უარყოფდა არა მარტო მათ ფაქტიურ არსებობას ჩვენს ცნობიერებაში, არამედ უარყოფდა საერთოდ არაცნობიერის არსებობას ჩვენს ფსიქიკაში. ცხადია, თანმიმდევრული ემპირიზმის პოზიციებიდან თანდაყოლილის არსებობა ამის გარეშე არ უარიყოფა – არ დასაბუთდება, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს გონებაშია არსებული, გამოცდილებისაგანაა მიღებული. ეს ემპირისტებისათვის ზოგადი და უეჭველი დებულებაა. მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ეს დებულება თავისში წინააღმდეგობას შეიცავს. ასეა, რადგანGგამოცდილების საფუძველზე მიღებული ცოდნა, როგორც ცნობილია, რაიმე საყოველთაო და აუცილებელი დებულების დადგენის საშუალებას არ იძლევა. რასაც იგი ადგენს, ყოველთვის, მეტად-ნაკლებად, ალბათურია. ამდენად, მას არც არაცნობიერის ჩვენს ფსიქიკაში არსებობის უდავო გამორიცხვა შეუძლია. წმინდა ემპირიზმის ეს წინააღმდეგობრივი ბუნება ლოკთან ნათლად გამოჩნდა. წმინდა რაციონალიზმის ნაკლოვანება კი, ცოტა უფრო ადრე, ბ. სპინოზას მოძღვრებაში გახდა ნათელი. ამის გამო ლოკის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მათი სინთეზის პრობლემა, რომლის განხორციელებასაც გ. ფ. ვ. ლაიბნიცი შეეცდება, ხოლო იმანუელ კანტი დაასრულებს.
შემეცნებით | ნანახია: 1590 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

გამოჩენილი ინგლისელი მოაზროვნე, რომლის სახელი მჭიდროდაა ასოცირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ლოკისეულ ცნებებს ,,მმართველობა მორთულთა მიერ" და ,,ადამიანის ბუნებითი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების და ქონების", პოლიტიკური ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მისმა იდეებმა აშშ-ს სამართლის ჩამოყალიბებასა და კოლონისტების რევოლუციურ მოძრაობაზე გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ლოკს იმ მოაზროვნეთა გუნდში განიხილავენ, რომელთაც ,,ბრიტანელ ემპირიკოსებს" უწოდებენ. ამ ჯგუფში პირველ რიგში დევიდ იუმი და ჯორჯ ბერკლი მოიაზრებიან. ჯონ ლოკის ძირითადი ნაშრომია: ,,ორი ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ".
შემეცნებით | ნანახია: 1003 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)