მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 161-170
გვერდები: « 1 2 ... 15 16 17 18 »



სერგო ორჯონიკიძე

საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. დაიბადა 1886 წელს, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში, ქუთაისის გუბერნიაში. განათლება მიიღო თბილისის ორწლიან სასწავლებელში, შემდეგ კი საფერშლო სკოლაში, რომელიც 1905 წელს დაამთავრა. ჟერ კიდევ მოსწავლეობისას გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ რგოლში. 1903 წლიდან კი რსდმპ (ბ) ფრაქციაში. დასავლეთ საქართველოში ფერშლად მუშაობისას იგი აქტიურად ეწევა რევოლუციურ საქმიანობას . 1909 წელს ორჯონიკიძე გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში, საიდანაც ბაქოში გამოიქცა. Bბაქოს სდმპ კომიტეტის გადაწვეტილებით 1909 წლის შემოდგომაზე მან მონაწილეობა მიიღო ირანის რევოლუციაში. სერგო ოჯონიკიძე მუდმივად იმყოფებოდა პარიზში არსებულ რევოლუციურ ჯგუფთან კავშირში და მუდმივად იღებდა ამ ჯგუფისაგან საჭირო ლიტერატურასა და მითითებებს.
1911 წელს იგი გაემგავრა პარიზთან ახლოს, ლენინის მიერ ორგანიზებულ პარტიულ სკოლაში სასწავლებლად, საიდანაც რუსეთში დაბრუნდა მეექვსე მოწვევის პარტიული კონფერენციის წევრის სახით. 1912 წლის იანვარში ორჯონიკიძე არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის წევრადGU და რსდმპ ბიუროს წევრად.

1912 იგი სტალინთან ერთად დაბრუნდა პეტერბურგში სადაც დაიჭირეს და სამი წელი კატორღა მიუსაჯეს. 1915 წ. კი იგი გადააგზავნეს იაკუტსკში სამუდამო პატიმრობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი დაბრუნდა პეტროგრადში. იყო პარტიის მეექვსე ყრილობის დელეგატი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დეკემბერში ორჯონიკიძე დაინიშნა საგანგებო მნიშვნელობის კომისრად უკრაინის , სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებში.

შემეცნებით | ნანახია: 1126 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



სიმართლის მაძიებელი გმირი: ინდურმა კლასიკურმა ლიტერატურამ, განსაკუთრებით კი შრავანას და მაჰარაჯა ჰარისჩანდრას ეპიკურმა ნაწარმოებებმა, უდიდესი გავლენა იქონია განდიზე, ბავშობის პერიოდში. ჰარისჩანდრას მოთხრობა, რომელიც ინდოეთის მეფესა და სიმართლის მიმდევარ გმირზეა, მთელი ბავშვობა არ ამოსდიოდა თავიდან განდის. თავის ავტობიოგრაფიაში, ის აღიარებს რომ ამ მოთხრობამ მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილენა დატოვა. ის წერს, "თავიდან არ მცილდებოდა, და ვიცოდი, რომ განუწყვეტლივ უნდა მეთამაშა ეს როლი”. განდიმ ადრეული თვით-იდენტიფიკაცია სიმართლესთან და სიყვარულთან, უზენაეს ღირებულბებთან განიცადა რაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

შემეცნებით | ნანახია: 3085 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)




1789 წელს საფრანგეთის აბსოლუტური მონარქია შეარყია რევოლუციამ, რომელსაც უდიდესი გამოძახილი მოჰყვა მთელ ევროპაში. რევოლუცია მოამწიფა იმდროინდელ საფრანგეთში გაბატონებულმა წოდებრიობის პრინციპმა, რომლის გამოც საზოგადოების ფენები არათანაბარ მდგომარებაში იმყოფებოდნენ. ფეოდალური არისტოკრატია და სამღვდელოება დიდი უფლებრივი უპირატესობით სარგებლობდნენ დაბალ ფენებთან შედარებით. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ ეს დაბალი ფენები შეადგენდნენ. ესენი იყვნენ სოფლის გლეხები და ქალაქის მცხოვრებნი, ე.წ. მესამე წოდება-მეწარმეები, ვაჭარ-ხელოსნები, სხვადასხვა ქალაქური პროფესიის წარმომადგენლები, საუნივესიტეტო წრეები, სწავლულები. ამ უკანასკნელთა ზეგავლენით მესამე წოდებაში უფრო და უფრო ვრცელდებოდა შეხედულებები "ბუნებით კანენის და სამართლის” შესახებ, რაც ნიშნავდა ყველა ადამიანის თანასწორებას კანონის წინაშე. XVIII საუკუნის მიწურულს საზოგადოების უკვე დიდ ნაწილში იყო მომწიფებული აზრი, რომ უსამართლო წყობა აუცილებლად უნდა შეცვლილიყო სამართლიანით, რომელსაც ყველა ადამიანი "ბუნებითი სამართლით” იმსახურებდა.


შემეცნებით | ნანახია: 1412 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. 1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან კი ვანდომის სასულიერო კოლეჟში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს იგი მამის ნებართვით სამართლის სკოლაში შევიდა, რომელიც 1819 წელს დაამთავრა, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.



შემეცნებით | ნანახია: 1144 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


ერეკლე II

Erekle II of Georgia (unknown artist, 18th 
century).JPG
ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი:1762
მმართ. დასასრული:1798
წინამორბედი:თეიმურაზ II
მემკვიდრე:გიორგი XII
დაბ. თარიღი:7 ნოემბერი, 1720
დაბ. ადგილი:თელავი
გარდ. თარიღი:11 იანვარი, 1798
გარდ. ადგილი:თელავი
მეუღლე:დარეჯანი
შვილები:იხ. სია
დინასტია:ბაგრატიონები
მამა:თეიმურაზ II
დედა:თამარი
ხელმოწერა:King erekle's signature.png
შემეცნებით | ნანახია: 1306 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ბიოგრაფია

განათლება

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.

 
შემეცნებით | ნანახია: 1217 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


ადოლფ ჰიტლერი
Adolf Hitler
ადოლფ 
ჰიტლერიAdolf Hitler
ფიურერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო 1934 – 30 აპრილი 1945
წინამორბედი პაულ ფონ ჰინდენბურგი (პრეზიდენტი)
მემკვიდრე კარლ დიონიცი (პრეზიდენტი)

გერმანიის რაიხსკანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი 1933 – 30 აპრილი 1945
წინამორბედი კურტ ფონ შლაიხერი
მემკვიდრე იოზეფ გებელსი

დაბადებული 20 აპრილი 1889
ბრაუნაუ-ამ-ინი, ავსტრია-უნგრეთი

გარდაცვლილი 30 აპრილი 1945
ბერლინი, გერმანია
მოქალაქეობა ავსტრიელი 1925-მდე, 1932-დან გერმანელი
პოლიტიკური პარტია ნსდაპ
მეუღლე ევა ბრაუნი

ტერაქტები ჰიტლერზე 

დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმც იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა.

1943 წელს ჰენინგ ფონ ტრესკომ მოახერხა ბომბის ფარულად შეტანა იმ თვითმფრინავში რომლითაც ფიურერი მიფრინავდა. ბომბი არ აფეთქდა მექანიზმის ხარვეზის გამო. ამ მცდელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუდოლფ კრისტოფ ფონ გერსდორფს ჰიტლერი უნდა აეფეთქბინა ბერლინის "ცოიგჰაუსში" მოწყობილ გამოფენაზე. მცედლობა ამჯერადაც ვერ განხორციელდა. ჰიტლერმა გამოფენა მოსვლიდან ორიოდე წუთში ვადაზე ადრე დატოვა. 1944 წლის 20 ივლისს ფიურერის შტაბბინაში "ვოლფშანცეში" გრაფ კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ამჯერადაც სრულიად შემთხვევით გადარჩა.

ნაშრომები

  • ადოლფ ჰიტლერი: ჩემი ბრძოლა. 1924.
  • ადოლფ ჰიტლერის ნახატები YouTube http://www.youtube.com/watch?v=loHEhCf9h34

შემეცნებით | ნანახია: 1486 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

ეტიმოლოგია 

ინგლისური სიტყვა "holocaust" გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს "სრულად დაწვას". ინგლისური ტერმინი "holocaust" დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

ჰოლოკოსტის განმასხვავებელი ნიშნები 

შეგნებული ცდა მთელი ეროვნების სრული განადგურებისა, რომელმაც ევროპის 60% ებრაელის და მსოფლიოს თითქმის 35% ძირითადად ევროპელი მოსახლეობის განადგურებამდე მიიყვანა. ასევე ბოშების მეოთხედი თუ მესამედი მოსახლეობის, დაახლოებით 10%-ის, უფრო მეტად ინტელიგენციისა. განადგურებული იქნა ასევე 50 ათასამდე სულით ავადმყოფი და ინვალიდი, 2 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე (ძირითადად შიმშილით), 10-დან 25 ათასამდე ჰომოსექსუალი, ათასობით იეჰოვას მოწმე და ა.შ.
  1. სისტემა გათვალისწინებული ადამიანთა მასობრივი განადგურებისთვის: ნაპოვნი იყო პოტენციურ მსხვერპლთა და მკვლელობების დამადასტურებელი ათასობით საბუთი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენებულ იქნა "სიკვდილის ბანაკები", მილიონ ადამიანთა მკვლელობისთვის განსაზღვრული. ამასთან ერთად ადამიანთა მასობრივი განადგურების ტექნოლოგია ვითარდებოდა.
  2. გრანდიოზული მასშტაბების განადგურებანი: გერმანიის მიერ ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლნი იდევნებოდნენ და იგზავნებოდნენ კონცენტრაციულ ბანაკებსა და გამანადგურებელ ბანაკებში. გარდა ამისა, ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, გერმანელები გეგმავდნენ ებრაელთა განადგურებას აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და პალესტინაში მათი დაპყრობის შემდეგ. ასევე ჰომოსექსუალთა და სხვა ”საშიში” და რასობრივად ”არასრულფასოვანი” ჯგუფებისა. განადგურება გრძელდებოდა გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრამდე და მის შემდეგ კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისში.
  3. სასტიკი და ხშირად სასიკვდილო სამედიცინო ექსპერიმენტები, რომელთაც გერმანელები ჰოკოლოსტის მსხვერპლზე ატარებდნენ.

შემეცნებით | ნანახია: 1051 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



იოსებ ბესრიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) (რუს. Иосиф Виссарионович Сталин; დ. 6 დეკემბერი/18 დეკემბერი, 1878, გორი - გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი), კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან.

ადრეული ბიოგრაფია

დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები.

"მესამე დასი"

სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.


შემეცნებით | ნანახია: 1069 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ელისაბედ I
Elizabeth I

Elizabeth1England.jpg
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 ნოემბერი 1558
მმართ. დასასრული: 24 მარტი 1603
კორონაცია: 15 იანვარი 1559
წინამორბედი: მერი I
მემკვიდრე: ჯეიმზ I
დაბ. თარიღი: 7 სექტემბერი 1533
დაბ. ადგილი: გრინვიჩი
გარდ. თარიღი: 24 მარტი 1603
გარდ. ადგილი: რიჩმონდი
დინასტია: ტიუდორები
მამა: ჰენრი VIII
დედა: ანა ბოლეინი

ელისაბედ I (ან ელიზაბეთ I, ინგლ. Elisabeth I) იგივე ქალწული დედოფალი (ინგლ. Virgin Queen) (დ. 7 სექტემბერი 1533 — გ. 24 მარტი 1603) — ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორი დედოფალი 1559-1603 წლებში. ქალწული დედოფალი მეტსახელი შეარქვეს, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას" (ინგლ. Gloriana) და „კეთილ დედოფალ ბესის" (ინგლ. Good Queen Bess). ელისაბედი იყო უკანასკნელი ტიუდორი (დინასტია).

ზოგიერთი ისტორიკოსი ელისაბედის მმართველობის წლებს უწოდებს «ინგლისის ოქროს ხანას», რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან (შექსპირი,მარლოუ,ბეკონი და სხვ.) და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე (უძლეველი არმადის განადგურება,დრეიკი,რეილი,ოსტ ინდოეთის კამპანია)



შემეცნებით | ნანახია: 1169 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)