მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 151-160
გვერდები: « 1 2 ... 14 15 16 17 18 »



თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან, დემონთან, სიმბოლო რომელსაც ანტიკური დასაწყისი აქვს.

სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან. 
თვითონ სიტყვა SWASTIKA ( स्वस्तिक ) სვასტიკა –წარმოგვიდგება სანკრისტული ენიდან (უძველესი ინდური ენა) რაც ნიშნავს ბედნიერად ყოფნას, წარმატებას, კარგ იღბალს. სიტყვა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: sv-ს მნიშვნელობა: კარგი, კარგად, asti, – ყოფნა, ანუ svasti ნიშნავს კარგად ყოფნას, ხოლო სუფიქსი ka-ს მნიშნვნელობა აძლიერებს სიტყვის წინა ორი შემადგენელი ნაწილის ( su – asti) ძალას და საბოლოოდ სვასტიკა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება ასე: ” ის, რაც კავშირშია/ასოცირდება კარგად ყოფნასთან”, ” კარგი ბედი” ანდა ” კეთილი თვისებებით გამორჩეული მოვლენები”.


შემეცნებით | ნანახია: 955 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)





რომაულ სამართლიანობის ქალღმერთს, იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობასა და მიუმხრობლობას გამოხატავს, მაშინ როცა მისი ანალოგი ბერძნულ მითოლოგიაშითემიდა – ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი, სიმართლისა და ჭეშმარიტების დასადგენად...
შემეცნებით | ნანახია: 1414 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)




შემეცნებით | ნანახია: 886 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 - გ. 4 მარტი 1193), ეგვიპტის სულთანი 1171-იდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი.  დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164-69 მონაწილეობდა მოსულის მმართველების - ზენგიდების - ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 დამპრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შემქნა ვრცელი იმპერია რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰიტინთან (პალესტინა); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს იერუსალიმი და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წ. სალადინი დაუპირისპირდა ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, 1192 წ.
შემეცნებით | ნანახია: 1029 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ევროპა II მსოფლიო ომის შემდეგ

გათავისუფლების შემდგომ, ევროპა უაღრესად დავრდომილი მოგვევლინა, ხუთწლიანი ომის გამო დაქუცმაცებული. თუმცა, სახელმწიფოებს აღმოაჩნდათ მტკიცე ნება, აეღორძინებინათ თავიანთი შერყეული ეკონომიკა, აღედგინათ გავლენა და, რაც მთავარია, უზრუნველეყოთ, რომ ამგვარი საშინელი ტრაგედია აღარასოდეს განმეორებულიყო.

უინსტონ ჩერჩილი1 გახლდათ პირველი, ვინც თავის გამოსვლაში, 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია), საზოგადოებას გამოსავალი უჩვენა. მისი სიტყვებით, მთავარი რაც გახლდათ, ეს იყო "მოძიება იმგვარი გამოსავლის, რომელიც, მსგავსად სასწაულისა, გარდაქმნის მთელ ვითარებას და სულ რამდენიმე წელიწადში, მთელს ევროპას მიანიჭებს ისეთივე თავისუფლებასა და ბედნიერებას, როგორითაც ამჟამად სარგებლობს შვეიცარია. ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპის შეერთებული შტატები”. იმხანად, სხვადასხვა მოწოდების, თუმცა ევროპული ერთიანობისათვის მოქმედი მრავალი მოძრაობა იბადებოდა. მოხერხდა ყველა ამ ორგანიზაციის გაერთიანება და საფუძველი ჩაეყარა ევროპული ერთიანობისათვის მოძრაობათა საერთაშორისო კომიტეტს. მისი პირველი ნაბიჯი, 1948 წლის 7 მაისს, გახლდათ ჰააგის კონგრესის მოწვევა, ცნობილი "ევროპის კონგრესის” სახელით.


შემეცნებით | ნანახია: 1195 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ბიოგრაფია 

დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა გაპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულვებელმყოფელი რიტმიკა.


შემეცნებით | ნანახია: 1188 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. Dictator Gaius Iulius Caesar ) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.


ბიოგრაფია

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).

სამხედრო ტრიბუნი 




კეისრის ბიუსი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში

პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.

ეს გამოხატულება იყო იმ საერთო პატივისცემისა და სიყვარულისა, რომლითაც ახალგაზრდა კეისარი გარემოსილი ყოფილა სწორედ სახალხო ფენებში. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვდა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები

არისტოკრატები კი - რესპუბლიკისთვის "თავდადებული” არისტოკრატები, რომლებიც ყოფელი ცალკე პიროვნების აღზევებაში მათი ხელისუფლების მომავალ დამამხობელს ხედავდნენ - ჯერ მაინც რაიმე საშის ძალად არ მიიჩნევდნენ კეისარს. მალე ფული შემოელევა, ეგ სახალხო სუფრები მოუწყდება და ხალხიც, როგორც ყოველთვის, თავის ფარისეველ კეთილისმყოფელს მიატოვებს და დაივიწყებსო - ფიქრობდნენ ოპტიმისტები, კეისრის პიროვნული მოშურნენი და მოძულენი.

მაგრამ "რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, - ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: "როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.

ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალივით კოპწია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს.

კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.


შემეცნებით | ნანახია: 1179 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


კეისრის მემკვიდრეობა

 მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი გახლდათ. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.
შემეცნებით | ნანახია: 1211 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)




რომის პაპი ( ლათ.Papa < ბერძ. Papas - მამა), კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად ("ქრისტეს ვიკარად") და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ბენედიქტე XVI არის პეტრე მოციქულის 265-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, 1523 წლიდან (კლიმენტი VII) 1978 წლამდე (იოანე-პავლე II) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ იტალიელებს ირჩევდნენ. იტალიელთა გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ფრანგი (19-ჯერ), ბერძენი (15-ჯერ), სირიელი (7-ჯერ), ესპანელი (7-ჯერ), გერმანელი (6 -ჯერ), ეგვიპტელი (ალექსანდრიიდან, 2-ჯერ), ინგლისელი, პოლონელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი პაპები.


შემეცნებით | ნანახია: 1046 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)




ბუდას ქანდაკება, ტავანგ გომპა, ინდოეთი

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.


შემეცნებით | ნანახია: 1026 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)