მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 131-140
გვერდები: « 1 2 ... 12 13 14 15 16 17 18 »



იოგენე სინოპედან (ძვ.-ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძვ. წ. 412, სინოპი — 10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) - ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას "შეშლილი სოკრატე" უწოდეს. დიოგენე "მსოფლიოს მოქალაქედ" თვლიდა თავს.დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: "დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი".
შემეცნებით | ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)




სიყვარულია – როცა არც დასაწყისია და არც დასასრული… სიყვარული – წყაროა: ფსკერს თვალს ვერასდროს მიაწვდენ, რადგან გამუდმებით ივსება. სიყვარული – დაუსაბამო ნათელივითაა. სიყვარულია – როცა შეუძლებელია იმის თქმა, მეტად გიყვარს თუ ნაკლებად. სიყვარულია – როცა შეუძლებელია გათვალო, პირველია ის, მეორე, მესამე, თუ – უკანასკნელი. სიყვარული – გალიაში არც ცოცხლობს და არც მრავლდება, სიყვარული – პრივატიზების მცდელობებისთვის ხელშეუხებელია.
შემეცნებით | ნანახია: 836 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


გუუგლის გაადვილებული ძებნა
საძიებო ფრაზის წინ ვწერთ:
allintitle:თბილისი, საქართველო
გიჩვენებს მხოლოდ იმ საიტებს რომლებსაც intitle-ში აქვთ "თბილისი”-ც და "საქართველო”-ც

intitle:თბილისი, საქართველო
საიტებს რომლებსაც ტიტლში საქართველო ან თბილისი უწერია


შემეცნებით | ნანახია: 1017 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)



მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი – იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა...

შემეცნებით | ნანახია: 885 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


Image Hosted by ImageShack.us
მემგონი "the beatles” ის ფანები არ მიწყენენ ლენონის ბიოგრაფიით გავაგრძელებ :)

დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში, დიდ ბრიტანეთში. იყო ცნობილი მომღერალი, მწერალი, მსახიობი და მშვიდობის აქტივისტი. სახელი გაითქვა ჯგუფ The Beatles – ში მოღვაწეობით, თუმცა მანამდე რამდენიმე ბენდი ყავდა (Quarrymen, Johnny and The Moondogs, Long John and The Beatles, Silver Beatles) 
იმის გამო, რომ ჯონის მამა ალფრედი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, პატარა ლენონს დედა – ჯულია ზრდიდა. მამა კი რეგულარულად უგზავნიდა გარკვეულ თანხას. მაგრამ 1943 წელს ალფი უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1944 წელს იგი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში, მაგრამ ამ დროს ჯულია უკვე სხვა კაცისგან ელოდა შვილს და უარი განაცხადა ალფის შემოთავაზებაზე თვითონ მიეხედა ცოლ-შვილისათვის.


შემეცნებით | ნანახია: 963 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


"თამადა” ქართული სიტყვაა და უთარგმნელად არის შესული მეზობელ ხალხთა ენებში”, – სათანადო კატეგორიულობით გვარწმუნებს ჟურნალის – "თამადა” – სოლიდური სარედაქციო საბჭო (”თამადა”, ¹1, 2003 წ.). მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტ-მეცნიერი უფრო შორს მიდის და აცხადებს: "…არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში სიტყვა "თამადა” არ ჩანს” (თ. ღლონტი).

ასეა კი სინამდვილეში?!

დადგენილ-დაზუსტებულია, რომ სიტყვა-ცნება "თამადა” არ მოიძიება ქართულ საისტორიო, მხატვრულ, ლექსიკოლოგიურ, ბიბლიურ წყაროებში XIX საუკუნის ბოლომდე – სიტყვა-ცნება "თამადობა” პირველად ფიქსირდება დავით ჩუბინაშვილის "ქართულ-რუსულ ლექსიკონში” (სანკტ-პეტერბურგი, 1887 წ.).

ვთქვათ აქვე: ვფიქრობთ, უხერხული და არაფრისმომცემია ბიბლიური ზირაქის წიგნის (თუნდაც აპოკრიფულის) მონაცემებით ხელოვნური მანიპულირება – "თუ თამადად დაგსვეს”… "თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის”… (იხ. გაზ. "24 საათი”, ყოველთვიური დამატება "მარანი”, 24.II.2007 წ., ¹2 (4)).


შემეცნებით | ნანახია: 860 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)



შემეცნებით | ნანახია: 890 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


Image Hosted by ImageShack.us
გრაფი სერგეი ვიტი (1892-1903 წლებში) გახლდათ რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრი და მისი დაჟინებით სახელმწიფოში შემოიღეს ოქროს მანეთი. სხვათა შორის ევროპასა და ამერიკაში მას თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევენ, მისი შრომები დასავლეთში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სერგეი ვიტი თავის მოგონებებში წერს „ცხრა წლისა ვიყავი, როცა თბილისს ეწვია ალექსანდრე დიუმა-მამა, ჩამოსვლისთანავე გამოეწყო ჩოხაში და ასე დადიოდა ყველგან…¨


შემეცნებით | ნანახია: 900 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


რენე ლაკოსტა (Rene Lacoste) – ცნობილი ჩოგბურთელი, French Open, Roland Garros, US Open და Wimbledon-ის გამარჯვებული. „ალიგატორი" (Crocodile) ასე უწოდეს რენე ლაკოსტას  ამერიკელმა ჟურნალისტებმა დევისის თასის 1923 წლის გათამაშებისას. ტურნირის პირობების მიხედვით, მოგების შემთხვევაში, კაპიტანს რენესთვის ნიანგის ტყავის ჩანთა უნდა ეჩუქებინა. სწორედ ამ დროს რობერტ ჯორჯმა, რენეს მეგობარმა, ჩოგბურთელის ფორმაზე ამოქარგული პატარა ნიანგი მოიგონა. ასე დაიწყო Lacoste-ს რეკლამირება ჯერ კიდევ ბრენდის შექმნამდე დიდი ხნით ადრე.


შემეცნებით | ნანახია: 863 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)



შემეცნებით | ნანახია: 981 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)