მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 61-70
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 17 18 »


სტატიაში იხილავთ ნიცშეს ცნობილ გამონათქვამთა ნაკრებს… სანამ გოეთეს გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს, გირჩევთ, რომ თავიდან მის მცირე ბიოგრაფიას/დოსიეს გაეცნოთ:

სრული სახელი და გვარი: ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 15 ოქტომბერი, 1844 წელი
გარდაცვალების თარიღი: 25 აგვისტო, 1900 წელი

ფრიდრიხ ნიცშე XIX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფილოსოფოსია… იგი მსჯელობდა როგორც რელიგიაზე, ისევე სიყვარულზე, კულტურაზე, მეცნიერებაზე და ა. შ.

შემეცნებით | ნანახია: 1144 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

სრული სახელი და გვარი: იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთე
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 28 აგვისტო, 1749 წელი
გარდაცვალების თარიღი: 22 მარტი, 1832 წელი

იოჰან გოეთე გახლავთ გამოჩენილი გერმანელი პოეტი, მოაზროვნე, მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "პანდორა”, "ჰერმანი და დოროთეა”, "ფაუსტი” და ა. შ.

შემეცნებით | ნანახია: 935 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

მხატვარი ქეთევან დავლიანიძე

ნანა ცანავა: "ფერთა ფსიქოლოგია”

რა ფერებით ხატავს თქვენი ბავშვი?

ადამიანი უძველესი დროიდან ანიჭებდა ფერს სიმბოლურ მნიშვნელობას. მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდიკა ,, ფერადი ბავშვები”, რომლის თანახმადაც ბავშვის ხასიათის გამოვლენა შეიძლება იმ ფერების მიხედვით, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირედ იყენებს ხატვის დროს. ასევე შეიძლება განისაზღვროს მისი რეაქცია სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში და ემოციურ კლიმატში და, რაც მთავარია შესაძლებელია, პროგნოზის გაკეთება, როგორი გაიზრდება იგი. იმის მიხედვით, თუ ხატვის დროს რომელ ფერს უფრო ხშირად იყენებს თქვენი შვილი, ასევე რომელი ფერია მისთვის ყველაზე საყვარელი, შეიძლება გამოყოთ მისი ხასიათის სხვადასხვა თავისებურებანი.

შემეცნებით | ნანახია: 953 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ჟაკ ლაკანი

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ჟაკ ლაკანი დაიბადა 1901 წლის 13 აპრილს (გარდაიცვალა 1981 წელს). მისი ნაშრომები ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით გამოირჩევა, სადაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას და მათემატიკას. ლაკანზე დიდი გავლენა მოახდინეს ფროიდის, სოსიურის და ლევი-სტროსის ნაშრომებმა. ლაკანმა ფროიდის ნააზრევი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა სტრუქტურალისტური და პოსტსტრუქტურალისტური თეორიების ჭრილში, რითაც ფსიქოანალიზი პოსტსტრუქტურალისტურ თეორიად აქცია...

შემეცნებით | ნანახია: 949 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შემეცნებით | ნანახია: 1019 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შემეცნებით | ნანახია: 1695 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)


ზიგმუნდ ფროიდი (დ. 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი) — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი), ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive-ი(ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს სახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემეცნებით | ნანახია: 1323 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

(დაიბადა 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი) - † 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი). ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive (ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები). ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი.
შემეცნებით | ნანახია: 1193 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ფსიქიკა პოლიტიკაზე ძლიერია. ოიდიპოსი იმპერატორ ფრანც იოსიფზე ძლიერია; მაგრამ პოლიტიკა ფროიდს უჩვენებს თავის ძალაუფლებას. ვენაში ძალაუფლების სათავეში მოვიდა ანტისემიტი მერი ლუგერი. ჩვეული ცხოვრების სტილი განადგურების რისკის ქვეშ იყო. სიტუაციაში, რომელშიც შეუძლებელია ცხოვრების პირობების შეცვლა, ფროიდმა თავის თანამედროვეებს უჩვენა გამოსავალი — წასვლა შინაგან სამყაროში. 1900 წლის 1 თებერვალს ფროიდი წერდა: "მე არ ვარ მეცნიერი, არ ვარ დამკვირვებელი, არ ვარ ექსპერიმენტატორი და არ ვარ მოაზროვნე. მე ვარ ადამიანი კონკისტადორის ტემპერამენტით, ავანტურისტის ცნობისმოყვარეობით, მისი ცივსისხლიანობით და დაჟინებულობით.” ეს კონკისტადორ-დამპყრობელი ცხოვრებაში კეთილსინდისიერი ჯენტლმენი იყო, ხოლო არაცნობიერის სამყაროში — ტუსაღი და ტანჯული.

შემეცნებით | ნანახია: 848 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ქალი იყო უცნაური და მარტოსული. საიქიოს აჩრდილებთან მეგობრობდა, წამდაუწუმ მათ კინკლაობაში ერეოდა, კანტიკუნტად შემორჩენილ ახლობლებს კი საკუთარ სამყაროში, ერთხელ და სამუდამოდ დაგულებულ თავშესაფარში ცხვირსაც არ აყოფინებდა.
დისგან მწირი მემკვიდრეობა ერგო. არც კი იცოდა, რა მოეხერხებინა იმ ხუთი ათასი ფრანკისთვის, რომელმაც სიცოცხლის ბოლოს მოუსწრო. რაღაცაში ხომ უნდა ჩაედო ფული? ბევრი რომ იყოს, გიყვარდეს, ადვილად მოუვლის კაცი. მაგრამ მცირე თანხა, მერწმუნეთ, ძნელი მოსახმარია. ქალმა საკუთარ თავს არ უღალატა _ სიკვდილის პირას მისულმა, ბებერ ძვლებზე ზრუნვა გადაწყვიტა. ჰოდა, ამის შესაძლებლობაც მიეცა. ქალაქის სასაფლაოზე ერთ ძველ საფლავს ვადა გაუვიდა და მეპატრონეებმა მდიდრული აკლდამა ააგეს, შესახედად სადა, შავი მარმარილოთი გაწყობილი, ერთი სიტყვით, ნამდვილი განძი და ოთხი ათას ფრანკად დაუთმეს. ქალმა აკლდამა იყიდა. ასეთ სიმდიდრეს არაფერი ემუქრებოდა, არც ბირჟის რყევა, არც პოლიტიკური ქარტეხილები. ლამაზად მომზირალი აკლდამა ახალი პატრონის სხეულს ელოდებოდა. საქმე რომ მოითავა, ქალმა ოქროს დიდი ასოებით საკუთარი სახელი ამოატვიფრინა.
შემეცნებით | ნანახია: 854 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)