მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 180
ნაჩვენებია მასალა: 91-100
გვერდები: « 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 17 18 »


მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი), გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი.

მის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ოროტარული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა - იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები და მისთ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა აქტი უფლებების შესახებ მიღებული კონგრესის მიერ.

შემეცნებით | ნანახია: 922 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-18 | კომენტარი (0)


ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა 1862 წელს (სავარაუდოდ 5 მაისს) ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობა ქართულ სოფელში გაატარა, თუმცა მისი ცხოვრების უმეტესმა ნაწილმა თბილისში განვლო. ის ყმაწვილ ასაკში ჩამოვიდა ქალაქში, რადგან ადრე დაობლდა.

ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო და მისი გზა შემოქმედებისაკენ აღმოჩნდა ხანგრძლივი და ეკლიანი. ნიკოს ცხოვრება იყო ერთი ჯაჭვი, სადაც რგოლების სახით ერთმანეთს სცვლიდა აღმაფრენა და დაცემა, ილუზიები და იმედგაცრუება, წინააღმდეგობები და ხანაც უბრალოდ დაუფიქრებელი ნაბიჯები. მისი ხასიათის სტიქიურობამ და გაუწონასწორებლობამ ის სიღატაკემდე მიიყვანა.
შემეცნებით | ნანახია: 1065 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)


ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ…
ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია…
შემეცნებით | ნანახია: 909 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)


რუსი მწერალი, ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (Лев Николаевич Толстой) დაიბადა 1828 წლის 28 აგვისტოს (9 სექტემბერი) სოფ. იასნაია-პოლიანაში (ახლანდელი ტულის ოლქი) მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა - გრაფი ნიკოლოზ ილის ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა - მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს.
შემეცნებით | ნანახია: 842 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)






„ევროპა უნდა გაწითლდეს!"

1943 წელს ჯერ სტალინგრადთან, შემდგომ კი კურსკის რკალზე მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის სტრატეგიული უპირატესობა მეორე მსოფლიო ომში უკვე აღარავითარ ეჭვს აღარ იწვევდა. ყველა მიხვდა, რომ ფაშიზმის დამარცხება უკვე დროის ამბავი იყო. ფაშისტმა დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომში პოლიტიკური მეთოდების გამოყენება სცადა და სტალინს თავისი დიპლომატები გამოუგზავნა. აგვისტოს მიწურულს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მონელებული კურსკის მარცხი, ჰიტლერის ემისრებმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარიატს დიპლომატიური არხებით შეატყობინეს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე სურდათ დალაპარაკება და მოსკოვში ჩამოსვლის ნებართვა ითხოვეს.


შემეცნებით | ნანახია: 898 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





დეილ კარნეგი - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი.  მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.   დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში, ხელმოცარულ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა.იგი თვლის რომ, "ადამიანმა საკუთარ თავში რწმენის გაღვიძებისთავის საჭიროა აკეთოს ის რისაც ყველაზე ძალიან ეშინია.”

შემეცნებით | ნანახია: 915 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (2)





ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ" კენედი (ინგლ. John Fitzgerald "Jack" Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 - გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხული.

1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო. ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947-1953) და სენატის (1953-1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად.[1][2] იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება.[3] მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურეს ოპერაცია, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრი, აფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.


შემეცნებით | ნანახია: 884 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln  (დ. 12 თებერვალი, 1809 – გ. 15 აპრილი, 1865) - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861-1865 წლებში. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში - ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.


შემეცნებით | ნანახია: 1144 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)

შემეცნებით | ნანახია: 996 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)


   სამცხე
სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი.

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი.მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266, მთავარი სარგის ჯაყელი "ხასინჯუს" სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII-XIV საუკუნეების სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო - აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.
შემეცნებით | ნანახია: 1177 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-28 | კომენტარი (0)