მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 269
ნაჩვენებია მასალა: 91-100
გვერდები: « 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 26 27 »


საინტერესო | ნანახია: 1297 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-10 | კომენტარი (0)

უილიამ შექსპირი XVI-XVII საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგად და პოეტად ითვლება… მისი ცნობილი ნაწარმოებებია: "ჰამლეტი”, "რომეო და ჯულიეტა”, "მეფე ლირი” და ა. შ. შექსპირის სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.
სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.
გამბედაოდა ჩემი მეგობარია.
საინტერესო | ნანახია: 1074 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

XIX საუკუნის ერთი-ერთი ყველაზე გამოჩენილი მწერალი, პოეტი, დრამატურგი. იგი რატომღაც თავისი დროების წინააღმდეგ გამოდიოდა და ცხოვრებაში ყოველთვის აქილიკებდა ყოველგვარ ოფიციალურს… მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "დორიან გრეის პორტრეტი” გახლავთ, რომელიც დღემდე პოპულარულია ყველა ასაკის მკითველისთვის… ოსკარ უაილდის სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
კაცი იქამდე იქნება ქალთან ბედნიერი სანამ არ ეყვარება ის.
მტრების არჩევაში კაცს სიფრთხილე არ ძალუძს.
საინტერესო | ნანახია: 1118 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

                                                              ჩემო გოგონა, 

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
საინტერესო | ნანახია: 977 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-08 | კომენტარი (0)

საინტერესო | ნანახია: 1080 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

www.ucnauri.com

საინტერესო | ნანახია: 909 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)


1.ბერნე- დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.

2.ფენელონი- კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.

3.შექსპირი- სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

4.დუსოლი- თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.

5.შილერი- ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.

საინტერესო | ნანახია: 997 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

სამყაროსა და გალაქტიკების შესწავლამ დიდი და რთული გზა გაიარა გალილეოს,კოპერნიკისა და კეპლერის შემდეგ.მეცნიერები და ასტრონომები გამუდნებით იკვლევენ სამყაროს და სამყაროში მიმდინარე მოვლენებს.ახალი აღმოჩენები გვაოცებს, ზრდის ჩვენს თვალსაწიერს და ყოველთვის გვაფიქრებს სამყაროს უსასრულობაზე.

1.სამყაროში არსებობს მილიარდობით გალაქტიკა.თუ გასაოცარი არ არის, იმასაც დავამატებ რომ,თითოეულ გალაქტიკაში არის მილიარდობით ვარსკვლავი.ეს იმას ნიშნავს რომ სულ არსეობობს 10,000,000,000,000,000,000,000 ვარსკვლავი.ალბათ დასაფიქრებელია,შეიძლება თუ არა არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც.

საინტერესო | ნანახია: 856 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)


უძველესი „სარეკლამო პროსპექტი"

როგორც ჩინეთში გამომავალი ელექტრონული გაზეთი (China’s People’s Daily Online) იტყობინება, ჩინელმა არქეოლოგებმა ქაღალდზე ნაბეჭდი მსოფლიოს უძველესი ცნობილი „სარეკლამო პროსპექტები" აღმოაჩინეს. გასახვევი ქაღალდის ორი ნაჭერი, რომელიც თითქმის 700 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, როგორც ჩანს, პიგმენტების შესახვევად იყო განკუთვნილი, რომლებიც ზეთის საღებავებისთვის გამოიყენებოდა, ჩინეთის პროვინცია ხუნანში მდებარე ერთ-ერთი საფლავიდან ამოიღეს. „ქაღალდის მარჯვენა კუთხეში, ზემოთ, 70 ჩინური იეროგლიფით აღიწერებოდა რაღაც გარკვეული ნივთის სახეობა, ხარისხი და თავისებურება, აგრეთვე იმის ადგილმდებარეობაც იყო მითითებული, სადაც ამ ნივთის შეძენა შეიძლებოდა", — ნათქვამია გაზეთში. სარეკლამო განცხადების ენა საოცრად ჰგავს თანამედროვე რეკლამების ტექსტებს. კერძოდ, ასეთი რამის წაკითხვაც კი შეიძლება: „სხვა ზეთის საღებავებთან შედარებით, ჩვენი ნაწარმის ელფერი განუმეორებელია". იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ევროპაში ქაღალდის გამოყენება XII საუკუნიდან დაიწყეს და რომ გუტენბერგმა ბეჭდვა მხოლოდ XV საუკუნეში გამოიგონა, გაზეთი შენიშნავს: „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქაღალდის წარმოება ჩინეთში ახ. წ. 105 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩაი ლუნმა პირველმა შექმნა ქაღალდის ფურცელი; ხოლო რაც შეეხება ბეჭდვას — ჩინეთში ხის საბეჭდი ფორმა IX საუკუნეშივე არსებობდა".

საინტერესო | ნანახია: 914 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)


საინტერესო | ნანახია: 1111 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)