მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 269
ნაჩვენებია მასალა: 71-80
გვერდები: « 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 26 27 »


საინტერესო | ნანახია: 852 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ყველაფერი ასე იწყება: - თეფში ბოლომდე მოაპრიალე, თორემ უშნო ქმარი გეყოლება! - რამე იტკინე? არ იტირო, ქორწილამდე მოგირჩება.  - გინდა, გაიგო, როგორი ქმარი  გეყოლება? შუაღამისას გზაჯვარედინზე დადექი და მარილიანი კვერი შეჭამე, შინ მობრუნებულმა წყლით სავსე ჭიქაში ჩაიხედე და შენს საბედოს დაინახავ. როგორ მთავრდება "მძინარე მზეთუნახავი"? ასწლიანი ძილისგან მშვენიერ პრინცესას პრინცი აღვიძებს ნაზი კოცნით და შემდეგ ისინი სიკვდილამდე ერთად, ბედნიერად ცხოვრობენ.

"მძინარე მზეთუნახავი", "ფიფქია", "მზეთუნახავი და ურჩხული" - ზღაპრები, რომლებზეც მსოფლიოში ქალების უამრავი თაობა გაიზარდა, სწორედ ამ ეპიზოდით მთავრდება - გოგო და ბიჭი ქორწინდებიან.  თუმცა, ზღაპრებში აღარაფერს ამბობენ იმაზე, რაც ქორწინების შემდეგ ხდება. როგორც ჩანს, ცოლქმრული თანაცხოვრება უკვე ზღაპრის ჟანრს სცდება. მეოცნებე გოგონებისთვის ამ ყველაზე საინტერესო ეპიზოდზე გაწყვეტილი ნარატივი  ქორწინებას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას მატებს.

საინტერესო | ნანახია: 1037 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-13 | კომენტარი (0)

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან მოყოლებული 4-წლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი.

ჩემპიონატში საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

დღემდე ჩატარებული 19 ჩემპიონატიდან მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამინდელი ლიდერია ბრაზილია – გაიმარჯვა რა ხუთ ტურნირში, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახ. 715.1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზორით.[1]

Fifa world cup org.jpg
ფიფა-ს მსოფლიო თასი
დაარსდა 1930
რეგიონი საერთაშორისო
გუნდ. რაოდენობა 32
მოქ. მფლობელი ესპანეთის დროშა ესპანეთი (პირველი წოდება)
ყველაზე ტიტ. გუნდი ბრაზილიის დროშა ბრაზილია (5 წოდება)
ვებ-საიტი მსოფლიო ჩემპიონატი
საინტერესო | ნანახია: 1165 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-05-10 | კომენტარი (0)

იცით, ალბათ, რომ ეს ჯგუფი ეძღვნება წარმატებას, ნაყოფიერ და ბედნიერ ყოფას ქართულ საზოგადოებაში, ან უფრო თანამედროვე ვიტყვი, წარმატების მიღწევის ტექნოლოგიას. არც უნდა აუქციოთ და ვერც აუქცევთ გვერდს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში, ამიტომ მოდით ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ უნდა დარჩეს ადამიანი პატიოსანი და ამასთანავე არ მოკვდეს შიმშილით და მოიწყოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. როგორ?

ერთერთი უდიდესი გულისტკივილი ჭკვიანი ქართველის ეს არის სახელმწიფო სისტემა... ქართული ბიუროკრატია – საჯარო მოხელეთა ერთობლიობა. რა სიტყვა გითხრათ, ვერ ვპოულობ ანალოგს - გაოგნება, გულისტკივილი, გაცოფება, ისტერიული ბღავილი...რა ხალხი ზის ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სავარძლებში!!!!!!!!!!!!!! 

 

საინტერესო | ნანახია: 1045 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-30 | კომენტარი (1)

დღეს ვესწრებოდი ტრენინგს, რომელსაც ჩემი მეგობარი გულმოგდინებით ატარებდა. აქ მრავალი საინტერესო შთაბეჭდილება შემექმნა, რომლებსაც ახლა გაგიზიარებთ.

მივედი იმ დასკვნამდე, რომ კომუნიკაციური არაკომპეტენტურობა იწვევს რამის ეროვნულ კატასტროფას. ზოგადად, ქართველებმა მიუხედავად ათასკაციანი სუფრების, სამაგალითო "გაძღომის”, ცეკვა-თამაშების არ ვიცით ურთიერთობა. არც დამყარება, არც გაგრძელება, არც ექსპლუატაცია და არც შენარჩუნება.

 

* * *

"რატომ ქართული მაინცდამაინც?” - აღელვდება თქვენი სულში მობინადრე პატრიოტუხუცესი. – ეს ვინ ყოფილა, ტო?! რა ანტიეროვნულ "რეჩებს” ურტყამს?!” 

საინტერესო | ნანახია: 979 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-30 | კომენტარი (0)

წუხელ ვსწავლობდი მასალებს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების, 1924 აგვისტო-სექტემბრის სისხლიან რეპრესიების ამბებს...რა გაეწყობა, ძალიან სევდიანი და ვაჟკაცური ისტორიაა. იქაც მარტოობა, უსაშველობა, უპატრონობა! და თავგანწირვა!

არ მინდა პირდაპირ მივახტე თანამედროვეობას, მაგრამ პატარას, ზრდასრულს სულ ყოველთვის მაკვირვებდა ეს ქართული თუ ზოგადადამიანური არატოლერანტობა ქართველის მიმართ. რატომ არ უყვართ ქართველებს რეალობაში ერთმანეთი? რატომ გნასხვავდება მათი სიტყვები სუფრაზე და საქმეები სინამდვილეში? რატომ ვართ სულ სათამაშოები რაღაც ავიზნის და მანკიერების ხელში? სულ ვიღაცის სათამაშოები - მონღოლების, სპარსელების, რუსების, თურქების, დემოკრატიის გამავრცელებლების?

საინტერესო | ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-30 | კომენტარი (0)

ამ საკითხის ირგვლივ ტარდება მრავალი ტრენინგ-სემინარი, მას ეძღვნება არაერთი სხვადასვა მასშტაბის კონფერენცია, უხვად იწერება ბესთსელერები, იმტვრევა საუკეთესო თავები. მშობლები სადღაც საეჭვო თუ მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებში ეცნობიან გონებამახვილურ სტატიებს, მოიპოვებენ ინფორმაციას ნარკვევებიდან, გენიალურ ფსიქოლოგთა ნაშრომებიდან, დადიან კონსულტანტებთან და ძვირადღირებულ თერაპევტებთან. კორპორაციებში და ბიზნეს-სტრუქტურებში პერსონალთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად ატარებს სწავლებებს მენეჯერული კადრებისათვის. ყველა ასაკის ბავშვი ითვისებს ამ მასალას შიდასაოჯახო ურთიერთობების მაგალითზე. შემდეგ უკვირდებიან უფროს თუ თანატოლ მეგობრებს, უცხოებს, ზრდასრულ პიროვნებებს. ნორჩი პოლიციელები სწავლობენ ამას ღვაწლმოსილი კოლეგებისა და მოუხელთებელი დამნაშავეებისაგან. პოლიტიკოსებს აჰყავთ გამოცდილი და გამობრძმედილი მრჩევლები, ტოპ-მენეჯერები საკონსულტაციო კომპანიებიდან იწვევენ კომპტენტურ "ზვიგენებსა” და "მგლებს”. სამხედროები არ თაკილობენ ისარგებლონ მეზობელი და საზოგადოდ ძლიერი სახელმწიფოების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით. ცხოველთა სამყარო კი ენდობა რა მხოლოდ საკუთარ ინსტინქტსა და გენეტიკურ მეხსიერებას, ეუფლება თვითგადარჩენისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ცოდნას.
საინტერესო | ნანახია: 1019 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-30 | კომენტარი (0)

საინტერესო | ნანახია: 1048 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-25 | კომენტარი (5)



გამოვიდა ჟურნალის შემდეგი ნომერი, ვისაც პირველად ესმის სახელწოდება ,,თელავური სერიები” იმათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს გახლავთ ძალიან საინტერესო ელექტრონული ჟურნალი, თავისი საინტერესო ავტორებით, რომლებიც შრომობენ და ყოველთვიურად გვთავაზობენ ახალ მასალას.
საინტერესო | ნანახია: 999 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-21 | კომენტარი (0)