მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 45
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 5 »


დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს სოფელ სიმონეთში (ახლანდ. თერჯოლის რაიონი) იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. ბავშვს წერა_კითხვა დედამ შეასწავლა, 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად.
1872 წელს 9 წლის დავითი სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში თოფ_იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად.

მწერლობა | ნანახია: 1145 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-09-11 | კომენტარი (0)

http://lh4.ggpht.com/-RGdiYPVbqZQ/TisN_iC-0ZI/AAAAAAAAAAA/85GLsP2gL-E/s1600/Prosper%2BM%25C3%25A9rim%25C3%25A9e%2BCarmen.jpg
მწერლობა | ნანახია: 1835 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-18 | კომენტარი (0)


მწერლობა | ნანახია: 2807 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-17 | კომენტარი (0)


მწერლობა | ნანახია: 1068 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-07-17 | კომენტარი (0)

სინდისი - ნიჭად მხილებისათკის თვისთა მანკიერებათა, ძალა - ილაჯად თვისისავე სულის ხარვეზთა დაძლევისათკის, სიკეთე – უნარად რგებისათვის თავისა, გარნა მოყვასთათვის რგებისა შედეგად; დედაკაცი – არსად მრავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადობისა; მეგობარი - საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებისა თვისისა; ერი – ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლისა; ვენახი და მიმდორი - ადგილად დაღვრისათვის ოფლისა, არედ განგების ნების აღსრულებისა; პური და საქონელი ყოველი - საზრდელად თავისა და მისაძღვნელად სხვათათვის; სოფელი - სივრცედ მიგებისათვის სიყკარულისა, რომელი იყო ღმერთი.
მწერლობა | ნანახია: 8616 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (1)

ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა:

”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან.”

უფროსების მიმართ შემწყნარებლობა შემთხვევითი არ იყო. ბრძენმა პლატონმა მშვენივრად იცოდა, რომ ღვინოს შეუძლია სიბერის ტვირთი შეამციროს, დააბრუნოს ახალგაზრდული სიმკვირცხლე, გაფანტოს ნაღველი, შეცვალოს ზნე ხასიათი და სხეულს მოქნილობა და სიმარდე მიანიჭოს. თანამედროვე ექიმები ამ მოსაზრებას იზიარებენ. ხარისხიან ღვინოს ნამდვილად შეუძლია, ახალგაზრდობის ელექსირი გახდეს.

ღვინით მკურნალობა განსაკუთრებით პოპულარულია საფრანგეთში. ფრანგ ექიმებს გაბედულად შეჰყავთ ღვინო ვენაში, კუნთებსა და ფილტვების ჩირქოვან კერებშიც კი.
 

მწერლობა | ნანახია: 1040 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)



შუადღის სიცხე ანთია სოფელში. სიჩუმეს მხოლოდ ორღობეში ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს... გზას სძინავს...

ყოფილი სემინარიელი, ანარქისტი იორამ, სოფლის შარაზე მოაბოტებს.

იორამს ლურჯი სატინის ხალათი აცვია, აბრეშუმის ფუნჯაღვედით შემოჭერილი.

ზამთრობით პალტოს საყელო მუდამ აწეული, თავზე აუცილებლად შავი „შლაპა".

ლაპარაკისას ქუდს იხდის და შავ ფაფარს უკან გადაიყრის.

ხშირად შევსწრებივარ:


მწერლობა | ნანახია: 1213 | რამოტვირთვები: 480 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




მკათათვე... გზის პირას მდუმარედ ამრეშებული ყანები. თავდაზნექილი თავთავები ფხიან ნამგალს უცდიდნენ. ნიავი სადღაც გახიზნულიყო. გზა დახეთქილი, მტვრიანი... ირგვლივ მხოლოდ სევდა და თვლემა... შარაზე გამოჩნდა მარტოდმარტო ბერიქალა, არსაფერისად ეცვა, სხვადასხვა მხია¬რული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველებური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი, მაღალქუსლიანი, ჩაღილული, ყელიანი ფეხსაცმელი და მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა, შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!

მწერლობა | ნანახია: 1224 | რამოტვირთვები: 1422 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




დილიდან მზიანში რთველი დაიწყო. შუადღისას საწნახელი აივდო. ყურძენს ფუტკარი დასევია. საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს. საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის...
მწერლობა | ნანახია: 1009 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)