მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 45
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 »






ნუ მისცემ ზამთარს შენს ბაღნარში შემოსვლის ნებას,
სანამ გაზაფხულს ვარდები არ აჰყვავებია,
სანამ საგანძურს გამიზნულს არ მიუჩენ დებას,
სანამ მომავალს გზა-სავალი არ დასწყებია.

ვით სადმე ვინმე მევახშეა, რომ გასცემს სესხად
თავის სიმდიდრეს, მოგებას რომ უხვად ეწიოს,
შენი სიცოცხლე გასესხებით მიეცი შენც სხვას,
რომ სარგებელი ერთი ათად უკან გეწვიოს,

რომ ათჯერ უფრო ბედნიერი და ღირსეული
ათი მემკვიდრით შეედარო საწუთროს გამჩენს,
რომ შენ სიკვდილმა გამოგტაცოს მხოლოდ სხეული
და შენს შვილებში ათჯერ მეტი სახელი დაგრჩეს.

...და თუ არავის უწილადე სიტურფის მადლი,
შვილის სანაცვლოდ გეყოლება სამარის მატლი.


მწერლობა | ნანახია: 1064 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)


ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ.

მწერლობა | ნანახია: 963 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)


ფეხები  მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო
მწერლობა | ნანახია: 1259 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



მწერლობა | ნანახია: 1065 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)


აკუტაგავა რიუნოსკე
აკუტაგავა რიუნოსკე
აკუტაგავა რიუნოსკე

ფსევდონიმი Gaki
საქმიანობა მწერალი
დაიბადა 1 მარტი, 1892,
ტოკიო
გარდაიცვალა 24 ივლისი, 1927
ტოკიო
ეროვნება იაპონელი


მწერლობა | ნანახია: 1194 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



ბიოგრაფია

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.


მწერლობა | ნანახია: 1246 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



უილიამ შექსპირი
უილიამ 
შექსპირი, ავტორი და ორიგინალობა დაუდასტურებელია, ეროვნული პორტრეტთა 
გალერეა, ლონდონი
უილიამ შექსპირი, ავტორი და ორიგინალობა დაუდასტურებელია, ეროვნული პორტრეტთა გალერეა, ლონდონი

დაიბადა 23 აპრილი, 1564
სტრეტფორდ-ონ-ეივონი, უორიკის საგრაფო, ლონდონი
გარდაიცვალა 23 აპრილი, 1616
სტრეტფორდ-ონ-ეივონი, უორიკის საგრაფო, ლონდონი
ეროვნება ინგლისელი
ხელმოწერა
მწერლის ხელმოწერა


მწერლობა | ნანახია: 1271 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




ვაჟა-ფშაველა
კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...
მწერლობა | ნანახია: 855 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო. მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ.

მწერლობა | ნანახია: 938 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)




გაზაფხულის პირია. აფუსფუსებულია დედა-ბუნება. დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ. ბალღები ჟივილ-ხივილით მოსდებიან მზორეებს და გვირილებს კრეფენ. ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს. კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით. სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს. ფუსფუსებს სოფელი, ირგვლივ სიცოცხლე ზეიმობს. მარტო ბებერი კაკლის ძირში ფეხმოკეცილი ორი დედაბერი არ ღებულობს ამ საერთო ზეიმში მონაწილეობას. ჩუმადა სხედან და წინდებსა ჰქსოვენ. თან ისე გაბუტულებს ჩაუღუნავთ თავი, გეგონება გაზაფხულზე იყვნენ შემომწყრალები და უნდა თვალით ნახონ ის, რაც მათ გარშემო ხდება...

მწერლობა | ნანახია: 1092 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)