მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 45
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 »





ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა. თურმე იმავ დროს მახლობლად, საჭირბოროტოდ კრავისა, დაძუნძულებდა პირღია მგელი, მსურველი ავისა...
მწერლობა | ნანახია: 1126 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს რასმეს ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალურ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი.

გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ...

მწერლობა | ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




ექიმმა გამსინჯა და მითხრა: - ძალიან დაღლილხართ. უნდა დაისვენოთ, გადით პარიზიდან - ან ზღვისკენ გაისეირნეთ, ან პალმებს შეეხიზნეთ. თითიც აღარ გაანძრიოთ: სჭამეთ, სვით, იხეტიალეთ, იბანავეთ და იგორავეთ. თქვენი წამალი მატრო ეს არის. ორევუარ! პარიზს ვერ მოვწყდებოდი. ვიღაცამ მირჩია ნოჟანი. საკვირველია, სადაც ზღვა სისხლი დაიღვრება, იმ ალაგს რაღაც იდუმალი ძალა მიეცემა: მისი სახელი მთელს ქვეყანას მოედება და ისტორიაშიც დარჩება. ყველას იზიდავს და იპყრობს იგი, თუნდაც უდაბური, მიუსაფარი და მიუვალი იყოს. ალბათ ამიტომ ავირჩიე მდინარე მარნა და მის ნაპირზე გაშლილი ნოჟანი...
მწერლობა | ნანახია: 1466 | რამოტვირთვები: 184 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




უგზოდ მვლელნოო,
   უსწავლელნოო", -
ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,
   რომ ჩვენზედ ბევრსა
   თვით იწყველება,
- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!

   ვინა ყრიხართო,
   ვირები ხართო, -
მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?
   მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -
   რაც კოკაში ჰსდგა,
იგივე თურმე წარმოსდინდება...


მწერლობა | ნანახია: 1053 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



მცხეთაში მეფემ ქორი ააფრინა. ქორი ხოხობს გაედევნა. მეფე უცდის: აღარც ქორია და აღარც ხოხობი. მიდის საძებრად. მიადგება ხევს. ხევში ღვარია გოგირდის ფერის. ღვარში ხოხობი დამხრჩვალა. ქორიც თან გადაჰყოლია. მეფე ფუძეს დებს ქალაქისას.

ასეთია ქალაქის მითოლოგია.

მწერლობა | ნანახია: 1283 | რამოტვირთვები: 407 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



იორზე, ვენახში, დიდი ჭერამი გვედგა, - შებუთქვილი, დახუნძლული.

თუ თავდაპირველად იგი ჩემი საყვარელი ხე იყო, მერე იგი მხოლოდ სევდას იწვევდა ჩემში, თან რაღაც ზიზღსაც კი, მერე ისე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ზედ ერთხელაც აღარ ავსულვარ, აღარც მისი ტოტი დამირხევია. თითქოს უმძრახად ვიყავ ამ ხესთან, გვერდით გავუვლიდი, ზედაც არ შევხედავდი. მერე დაბერდა, გახმა, წაიქცა, არცა მწყენია, თითქოს კიდეც გამიხარდა.

გულში მფიფქავდა ერთი მოგონება, თორემ უმიზეზოდ რად შევიძულებდი ნაადრევი ხილით გამხარებელ ხეს?


მწერლობა | ნანახია: 1256 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)



საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.

ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.

მწერლობა | ნანახია: 981 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს: - დაწერე! დაწერე! მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:
მწერლობა | ნანახია: 1042 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მისდევდა მეფესა. გზა საინგილოზე მიდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთს განიერს ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილითა.

მწერლობა | ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)




იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები, შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებდანაბული. საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს, და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში, მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში. ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით, მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს. გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს. 1916

მწერლობა | ნანახია: 1165 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)