დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.
თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, – ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები. თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები. თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა. |
სასერინოდ გამოსული ბრბო ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილოყო მოედანზე და
მხიარულობდა. ეს იყო ნამდვილი საახალწლო დღესასწაული, რომლის დადგომაზეც
წინასწარ ოცნებობენ ყოველი ჯურის კომედიანტები, ჯამბაზები, მცეხთა მგეშავნი
და მეწვრილმანენი, იმ იმედით, რომ აინაზღაურებენ მთელი წლის დანაკლისს.
ასეთ დღეებში, როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება ყველაფერი - სარარდებელიც და საზრუნავიც; ყველანი ბალღებს ემსგავსებიან. ბალღთათვის ეს დღე ხომ შვების დღეა, სკოლის დავიდარაბისგან განთავისუფლებაა მთელი დღე-ღამით. მოზრდილთათვის კი ეს ზავია ცხოვრების მტრულ ძალებთან დადებული, თავის დაღწევაა გამუდმებული დაძაბულობისა და ბრძოლისაგან |
სცენა ჩაბნელებულია. პროჟექტორი წყვდიადის შუაგულში თავისთვის მოქანავე პაპიემაშეს გლობუსს თანდათან ანათებს. სცენაზე შუქი ძლიერდება და ჩვენ მისაღები ოთახის დეკორაციას ვხედავთ: რბილი სავარძელი, იქვე მაგიდა (მაგიდაზე ლუდის გახსნილი ბოთლი დევს) და ტელევიზორი დასადგამი კარადითურთ. მაგიდის ქვეშ ლუდით სავსე საპიკნიკე მაცივარია. ირგვლივ ცარიელი ბოთლებია მიმოფანტული. ჩანს, ღმერთი თავს მშვენივრად გრძნობს. სცენიდან მარცხნივ კარებია. |
მე ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე - ირვინგ სტოუნის წყურვილი სიცოცხლისა.
რომანი წარმოადგენს ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფის, რომელიც დამყარებულია რეალურ ფაქტებზე და რომელიც მწერალმა თავად მოიძია წერილებისა და იმ ადამინების დახმარებით, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია მხატვარს. კითხვისას გამიჩნდა სურვილი არასდროს დამთავრებულიყო ეს წიგნი. ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების სულში ჩამწვდომმა ისტორიამ ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი. ირვინგ სტოუნის წყალობით მე ვიყავი ლონდონში – შევიყვარე ცალმხრივად, თავდავიწყებით, ბორინაჟში – იქაურ შავპირიან მაღაროელებივით, დილიდან დაღამებამდე მიწისქვეშ ვმუშაობდი ქანცგაწყვეტით, გამოვიარე უდიდესი გაჭირვება, შიმშილი, ავადმყოფობა, ციება, ჩავხედე სიკვდილს თვლებში, ვიგემე დამცირება, დროებითი აღმასვლა და ისევ დამარცხება. |
|
|
|
|
ექიმი
სერდიკი თავის კაბინეტში სათადარიგო კარიდან შევიდა, პალტო გაიძრო და
კარადაში დაკიდა, რის შემდეგაც ხელში აიღო პაციენტთა ავადმყოფობის
ისტორიების დასტა, რომელიც მის მდივანს, ჰელენა ფიტცროის აკურატულად დაეწყო
და საწერი მაგიდის კუთხეში მოეთავსებინა. იქ მხოლოდ ოთხი ისტორია იყო,
თუმცა შეიძლებოდა ასიც ყოფილიყო, თუ ის დასთანხმდებოდა ყველა ადამიანს,
ვისაც სურდა მისი პაციენტი გამხდარიყო, რადგან მისი წარმატება და რეპუტაცია
იმდენად გაზრდილიყო ბოლო ხანებში, რომ მისი სახელიც კი უკვე, სიტყვა
ფსიქიატრიის სინონიმად ითვლებოდა. |