მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 148
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 ... 14 15 »


საქართველო | ნანახია: 10573 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-04-22 | კომენტარი (0)

ალბათ, ყველას გახსოვთ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის გაოცებული სახე, როცა 7 ნოემბრის შემდეგ რუს მაღალჩინოსნებთან საუბრები გამოუქვეყნეს – ძალიან გაოცებული რომ კითხულობდა, სამშობლოს ღალატში ჩემი დადანაშაულება როგორ შეიძლება, მე ხომ სამშობლოს სიყვარულისთვის ციხეში ვიჯექიო.

სანამ ლუსტრაციის კანონის მიღებას საშველი დაადგება და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ ვინ იყო, „პრესა.ჯი" პერიოდულად შემოგთავაზებთ იმ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების მამხილებელ დოკუმენტებს, რომლებსაც, ლამის,  ერის მამობის პრეტენზია აქვთ და ისე გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, თითქოს მკერდქვეშ სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული უძგერდეთ და სამშობლოს საკეთილდღეო საქმეების გარდა არაფერი ეკეთებინოთ.

 

დღეს ერთ-ერთ მათგანს, ლევან ბერძენიშვილს წარმოგიდგენთ და 1984 წელს საქართველოს სსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში მის მიერ მიცემულ ჩვენებას ვაქვეყნებთ.

 

საქართველო | ნანახია: 2380 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-04-22 | კომენტარი (0)



კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია

კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე.
საქართველო | ნანახია: 2118 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-04-22 | კომენტარი (0)

1867 წლის 4 (ახალი სტილით 16) დეკემბერს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, შესანიშნავი ნოველისტი შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, რომელსაც უფრო შიო არაგვისპირელის სახელით იცნობს ქართველი მკითხველი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1877 წლიდან სწავლობდა ტფილისის სასულიერო სასწავლებელში, 1883 წლიდან კი სასულიერო სემინარიაში. გაიტაცა რევოლუციურმა იდეებმა, რის გამოც სემინარიიდან გამორიცხეს. ორი წლის მერე აღადგინეს და გააგრძელა სწავლა.

საქართველო | ნანახია: 1115 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

ილია მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: "მამული, ენა, სარწმუნოება” დღესაც გამოხატავს ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს.

ეს პოსტულატები, ერთგვარად, ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


საქართველო | ნანახია: 1283 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (0)

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთი ცდილობდა მტკიცედ დამკვიდრებულიყო აფხაზეთში, მაგრამ ამ ხანებში აფხაზეთის მთავრისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფუჭდა, რისი მიზეზიც მიხეილ შარვაშიძის მიერ დამნაშავეთა მფარველობა და ცოლის შერთვასთან დაკავშირებული ამბები იყო.


საქართველო | ნანახია: 1307 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (0)

საქართველოს სახელმწიფო საზღვრები… პირველად ამ თემაზე საუბარი 1980-იანი წლების მიწურულში, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების ჟამს დაიწყო – ალბათ, ბევრს ახსოვს იმ პერიოდში მოარული რუკა "საქართველო ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში”, რომელზეც შტრიხებით იყო მონიშნული 1921 წლის შემდგომ დაკარგული (უფრო ზუსტად, ჩვენი მეზობლებისათვის გადაცემული) ტერიტორიები… საბჭოთა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიის ფართობი რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეიცვალა, თანამედროვე სახე კი ძირითადად გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში მიიღო. ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 90-იანი წლების დასაწყისამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

საქართველო | ნანახია: 1361 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-10-27 | კომენტარი (0)

პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. ჯიბრაელი დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო, მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა.

საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს "ოქროს ვერძსა” და "ცისფერ ყანწებს”.

საქართველო | ნანახია: 1349 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-24 | კომენტარი (1)