მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 132
ნაჩვენებია მასალა: 41-50
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 ... 13 14 »


იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 2690 | რამოტვირთვები: 803 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)


სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი პირები და ქურდული სამყაროს წევრები. მათი მოქმედება უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია დანაშაულებრივ საქმიანობასთან. ისინი დაშინებით, მუქარით, იძულებით, ქურდული გარჩევის გზით ცდილობენ მოქალაქეებისაგან ფულისა და სხვა ქონებრივი სარგებლის მიღებას. რეკეტირები და ქურდული სამყაროს წევრები ფულს აწერენ ინდ. მეწარმეებს, სხვადასხვა საწარმოების და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს, რითაც ხელს უშლიან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
ყოველივე ზემოთხსენებულის თავიდან აცილების მიზნით კანონმდებელმა 2005 წლის 20 დეკემბერს მიიღო „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონის ახალი რედაქცია. ამ კანონის პირველი მუხლის შინაარსიდან ჩანს რომ კანონის მიზანია ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლა.
როგორც ვნახეთ, კანონის მიზანი ნათლად არის ჩამოყალიბებული. ამ კანონის მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა რიგ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. შეტანილ დამატებათა შორის საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლი, რომლის დისპოზიცია ფაქტიურად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქურდული სამყაროს წევრობის ან კანონიერი ქურდობისათვის...
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1936 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)


დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობას შემდეგ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შორის ერთ-ერთი უმძიმესია ახალშობილის განზრახ მკვლელობა. მკვლელობა თავისთავად უარყოფითი მოლენაა და მის ჩამდენს პირთა მიმართ სასჯელს იყენებს კანონი.
ახალშობილის მკვლელობა გაცილებით შემზარავია და იწვევს საზოგადოების აღშფოთებას. ის ვინც ბავშვს კლავს ავლენს განსაკუთრებულ სისასტიკეს, მაგრამ ეს სისასტიკე არის მხოლოდ ადამიანის ხასიათში და არა მის მოქმედებაში, თუმცა შესაძლებელია ახალშობილის მკვლელობა ჩადენილ იქნას განსაკუთრებული სისასტიკით და მას შესაბამისი მუხლით კვალიფიკაცია ესაჭიროება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილის მკვლელობა აღმაშფოთებელი ფაქტია, ის მაინც ითვლება ისეთ მკვლელობად, რომელიც ჩადენილია შეამამსუბუქებელ გარემოებებში, მაგრამ ახალშობილის მკვლელობა მხოლოდ დედის მიერ მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ ჩადენილი ითვლება ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად და არა სხვა პირის მიერ...
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1943 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)





ყაჩაღობის ისტორიული მიმოხილვა. ყაჩაღობის ცნება საქართველოსა და საზღვარგარეთის         ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით

1. ყაჩაღობა ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით

საქართველოში უძველესი დროიდან დიდი ყურადღება ექცეოდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში სამართლებრივი დონე იმ დროსთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე იდგა, რადგან ჩადენილ ქმედებებს შედარებით სწორი კვალიფიკაცია ეძლეოდა.
ქართული სამართლის ისტორიის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში მოქმედი ქართული სამართლის ძეგლებში აღწერილ დანაშაულთა დისპოზიციები არსებულ დროსთან შედარებით მაღალი დონის იყო. მაგალითად, ქონების დაუფლების მიზნით ჩადენილ მკვლელობა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლებოდა და მას "მეკობრეობა” და "ავაზაკობა” ეწოდებოდა, ხოლო მის ჩამდენ პირს "მეკობრე” და "ავაზაკი”. არსებული წყაროებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულს "მიმძლავრებული” ეწოდებოდა. (VI მსოფლიო კრების ძეგლისწერა 130 და ბასილი ეზოს მოძღვარი, თამარის მეორე ისტორიკოსი). ფაქტიურად ანგარებით მკვლელობას სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიიჩნევდნენ, თუმცა როგორ ხდებოდა ანგარებითი მკვლელობისა, ქურდობის და ყაჩაღობის დროს ჩადენილი მკვლელობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც წყაროების შესწავლით ირკვევა, გიორგი ბრწყინვალის...

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 2638 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-12 | კომენტარი (0)



იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1063 | რამოტვირთვები: 407 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)



იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1254 | რამოტვირთვები: 395 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)