მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 132
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 ... 13 14 »


საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ იგი სახელმწიფოთაშორისი სამართალია, ე.ი. მისი ძირითადი სუბიექტები სახელმწიფოებია. საერთაშორისო სამართლის სპეციფიკა განაპირობებს სუბიექტის ცნების თავისებურებასაც - საერთაშორისო სამართის სუბიექტი, სამართლის სხვა დარგების სუბიექებისაგან განსხვავებით, არის სამართლებრივი ურთიერთობის ისეთი მონაწილე, რომელიც არა მარტო ფლობს საერთაშაორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერთად თვითონ ქმნის ამ ნორმებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას. მხოლოდ სახელმწიფოებს აქვთ სრული უფლებაუნარიანობა.
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1307 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

სამართლებრივ ლიტერატურაში ერთმანეთისგან ანსხვავებენ სამართლის წყაროებს მისი მატერიალური და იურიდიული ანუ ფორმალური გაგებით. სამართლის წყაროში, მატერიალური გაგებით, მოიაზრება ის საფუძველი, რამაც განაპრობა ამა თუ იმ სამართლის ნორმის მიღება. ასეთ დროს განმსაზღვრელი ფაქტორი არის საზოგადოების ცხოვრების განვითარების დონე, ეკონომიკური ურთიერთოების ერთობლიობა და მისი განვითარების სტანდარტები, საზოგადოებრივი ცხოვრების პირობები. სწორედ აღნიშნული გარემოებები განსაზღვრავენ სამართლებრივ ნორმათა ხასიათს, მის შინაარსობრივ არსსა და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის რეგულირების ფორმალურ ხასიათს. უფრო კონკრეტულად კი, შეგვიძლია მოვახდინოთ შემდეგი ფორმულირება: საზოგადოებრივი საჭიროების რეალური პირობები განსაზღვრავენ სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბების აუცილებლობასა და ახდენენ მის შესაბამის განსაზღვრებას, რათა იურიდიულად დაცული იქნეს თითოეული ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშვება სახელმწიფოში შესაბამის ქმედებათა სისტემატური განხორციელების დროს. შემდეგში სწორედ ასეთი ნორმა მოევლინება საზოგადოებას სავალდებულო სამართლებრივ აქტად.
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1610 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

საზოგადოება ცალკეული ინდივიდებისაგან შედგება. მიუხედავად თითოეული პიროვნების ინდივიდუალური თვისებებისა შესაძლებელი გახდა მათი დაჯგუფება და გაერთიანება სახელმწიფოს ცნების ქვეშ. უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწაზე არ არსებობს აბსოლუტურად მყარი და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალულ პირთა წრე...თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი შედარებითია, ყველაზე მყარ და შეკრულ დაჯგუფებად სახელმწიფო უნდა მივიჩნიოთ.
მიზეზი, რის გამოც გამოვყავი სახელმწიფო,მდგომარეობს მის ნიშან-თვისებებში.ამ ცნებას აერთიანებს რამდენიმე პირობა, რომელთა გარეშეც მისი არსებობა შეუძლებელია. ესენია
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1256 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (0)

ინგლისში პოტენციური ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიების შედგენის ძირითადი მეთოდია ამომრჩეველთა, ანუ ხმის მცემის უფლების მქონე მოქალაქეთა სიების გამოყენება. კანდიდატები აირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. დადგენილია იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები ვერ გახდებიან.  
ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პირი, რომელიც ქვეყნის მოქალაქე არ არის. ნაფიცი მსაჯულობიდან შეიძლება გამოირიცხოს  მოქალაქე, თუ ის ხანდაზმულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ნაფიცი მსაჯულები, შესაძლოა, ვერ გახდნენ ექიმები, მასწავლებლები, ორსული  და ბავშვიანი ქალები, პირები, რომლებსაც მძიმე პირადი და ოჯახური მდგომარეობა აქვთ და სხვა. რაც მთავარია, ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება ის,  ვისზეც სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ პირის მონაწილეობა დაარღვევს სასამართლო წარმოების საიდუმლობას, ან მავნე გავლენას მოახდენს მსაჯულთა განსჯის დამოუკიდებლობაზე. 
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1468 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

ნარკოტიკებით მოვაჭრეები ოჰაიოს შტატში ვერ ივაჭრებდნენ თუ განგსტერულ დაჯგუფებას „X"  კლანს გადასახადს არ გადაუხდიდნენ. ურჩ გადამხდელებს „X"  კლანი კლავდა. დაჯგუფების წევრები სხვა ორგანიზებულ დანაშაულებებშიც მონაწილეობდნენ, მათ 15 მდე მკვლელობა და ბინის ქურდობა განახორციელეს.

ამ დანაშაულებების მოწმეები, ანგარიშსწორების შიშით, სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობდნენ, რის გამოც ეჭვმიტანილებს ვერ აპატიმრებდნენ და ეს დაჯგუფება 10 წლის მანძილზე აკონტროლებდა ოჰაიოს შტატის კრიმინალურ სამყაროს.

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1088 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეისთვის წარმატებულად ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს. სტატისტიკური მონაცემებით, აქ ყოველწლიურად, ნაფიც მსაჯულებს 120 ათასზე მეტ საქმეზე გამოაქვთ ვერდიქტი. ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასამართლო პროცესების 90 პროცენტს შეადგენს. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არა მარტო სისხლის სამართლის საქმეების, არამედ სამოქალაქო საქმის განხილვაშიც.
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1510 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-07 | კომენტარი (0)

ომის დანაშაულობანი (War crimes) - ომის კანონებისა და ჩვეულებების განსაკუთრებით სერიოზული, მძიმე დარღვევები, რომლებსაც მიეკუთვნება: მკვლელობა, წამება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მონობაში ან სხვა მიზნით გარეკვა, სამხედრო ტყვეთა ან გემის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მკვლელობა და წამება, მძევალთა მკვლელობა; კერძო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა, სამოქალაქო დასახლებული პუნქტების უმიზნოთ განადგურება-გაპარტახება და სხვ. ეს დანაშაულობები ჩამოთვლილია ნიუნბერგის 11946 წლის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის (იხ. ომის დამნაშავეები, ნიუნბერგის პროცესი) წესდებაში (მე-6 მუხ.).
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1332 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

გადაადგილების თავისუფლება (Freedom of movement) - ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მე-13 მუხ.; საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე-12 მუხ.).
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 995 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

1788 ამერიკის შეერთებული შტატები (დგომა არჩევნებზე)
1893 ახალი ზელანდია (ხმის)
1902 წელს ავსტრალიაში *
1906 ფინეთი
1907 ნორვეგია (დგომა არჩევნებზე)*
1913 წელს ნორვეგია **
1915 წელს დანია, ისლანდია *
1917 კანადა (ხმის) *, ნიდერლანდები (დგომა არჩევნებზე)
1918 წელს ავსტრიის, კანადის (ხმის) *, ესტონეთი, საქართველო1, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია *, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთის ფედერაციის, გაერთიანებული სამეფო *
1919 ბელარუსი, ბელგია (ხმის) *, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები (ხმის), ახალი ზელანდია (დგომა არჩევნებზე), შვედეთი *, უკრაინა
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1078 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1226 | რამოტვირთვები: 726 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)