მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 132
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 13 14 »


განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების სისხლის სამართლებრივი დახასისთება და მისი კვალიფიკაციის პრობლემები

1. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1693 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (0)

იაპონიაში ქმედება რომ ჩაითვალოს დასჯადად, აუცილებელია სამი შემადგენელი ელემენტის არსებობა. ქმედება ითვლება დანაშაულებრივად, როცა ის სისხლის სამართლის კანონის განსაკუთრებული ნაწილის დისპოზიციაში (tatbestand) გათვალისწინებულია მართლსაწინააღმდეგოდ (rechtswidgrig)  და დასჯადად ( schuldig , blameworthy )

გერმანიის სისხლის სამართლებრივი თეორიის კვალდაკვალ იაპონური მეცნიერული დოქტრინა ამ სამ ელემენტის არსებობას აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევს. ქმედება დანაშაულებრივია, როცა ის ემთხვევა გარკვეული დანაშაულებრივი ქმედების განსაზღვრებას ანუ დისპიზიციას. მაგალითად, მკვლელობა ან ქურდობა. იაპონურ სამართალში მოქმედებს პრინციპი nulla crimen sine lege (არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე)
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1713 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (0)

საქართველოში მიმდინარე რეფორმებმა ეჭვქვეშ დააყენა ქართული სამართლის არსებობა რომანულ-გერმანული სამართლის სისტემის შიგნით. საქართველო და ქართული სამართალი წლების განმავლობაში იმყოფებოდა ლეგისტური სამართალგაგების ჩარჩოებში, აღნიშნულის მიზეზი გახლდათ ის, რომ საქართველო იყო საბჭოთა რუსეთის და სოციალისტური სამართლის შემადგენელი ნაწილი.

მიმაჩნია, რომ იურიდიული სამართალგაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლეგისტური რადგან იურიდიული სამართალგაგების მიხედვით სასამართლო არამარტო სახელმწიფოს მიერ დადგენილი აქტების ერთობლიობაა, არამედ გაცილებით უფრო მყარი ფენომენია.

რაც შეეხება, ლეგისტურ სამართალს ის სახელმწიფოს მიერ დადგენილი აქტების ერთობლიობაში განიხილავს სამართლის არსებობას.

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1955 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (0)

ნაშრომი დაწერილია საქართველოს ძველი სისსხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების დროს, მაგრამ საკითხი დღესაც აქტუალურია და საინტერესო იქნება ბრალეულობის დადგენის საკითხით დაინტერესებული პირებისათვის და ხელს შეუწყობს სამართლებრივი აზროვნების განვითარებას.

 

საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, მით უფრო ბოლო წლებში, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში განხორციელებულმა ცვლილებებმა უფრო შესამჩნევი გახადა სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების დაცვის აუცილებლობა. მაგალითად, განსასჯელის დაუსწრებლად განაჩენის გამოტანის საკითხის მოყვანაც კი საკმარისია სხვას რომ თავი დავანებოთ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: "განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა:

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1418 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (0)

1. აუცილებელი მოგერიების უფლების მინიჭება მოქალაქისთვის ნიშნავს მისი უფლების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას და ხელს უწყობს მართლწესრგის განმტკიცებას.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როცა ქმედება ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არ არის მართლსაწინააღმდეგო. ასეთ ქმედებებს კანონი დანაშაულად არ ცნობს. უკეთ რომ ვთქვათ, გარეგნულად დანაშაულის მსგავსი ქმედებები შეიძლება არ წარმოადგენდეს დანაშაულს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი განსაზღვრავს აუცილებელი მოგერიების ცნებას, რომელიც არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება.

ჩვენი აზრით, ყაჩაღობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ჩაითვლება თავდამსხმელის ნებისმიერი ხასიათის ხელყოფა თუ:

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 3041 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (0)

როგორც ამ მუხლიდან ირკვევა, ქურდობად ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება.   

სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად ნიშნავს იმას, რომ დაუფლება ჩადენილია მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს. ფარულად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედება, როცა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ყოფნის ადგილზე, მაგრამ მათთვის შეუმჩნევლად.

ქურდობის დროს სავსებით შესაძლებელია მესაკუთრე, მფლობელი ან სხვა პირი ხედავდეს ნივთის დაუფლებას, მაგრამ კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ ქურდს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების ფარულობა. ანუ ქურდი უნდა ფიქრობდეს, რომ ის მოქმედებს შეუმჩნევლად, ფარულად.

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 18100 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (1)

მუხლი 178. ძარცვა

1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 10788 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-06-28 | კომენტარი (0)

კონსტიტუციური ისტორიის სათავედ უნდა მივიჩნიოთ 1774 წელი, როდესაც ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიამ გამოაცხადა ინტერკონტინენტური კონგრესის შექმნა. ორი წლის შემდეგ 1776 წლის 6 ივლისს, ფილადელფიაში გამოცხადებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა, სადამფუძნებლო დოკუმენტს წარმოადგენს "Bill of independence” or "declaration of independence”. დეკლარაცია დაწერილ იქნა თომას ჯეფერსონის მიერ, ხოლო ხელმოწერილ იქნა 11 შტატის მიერ. თავდაპირველად შტატებს შორის არსებოდა აზრთა სხვადასხვაობა თუ რომელ პოლიტიკურ სისტემას აირჩევდენენ მმართველობის ფორმად. მხოლოდ 2 შტატს სურდა დიდი ბრიტანეთის მოდელი. 1777 წელს 13-ვე შტატმა ხელი მოაწერა კონფედერაციის მუხლებს, რომელიც ძლაში შევიდა 1781 წლიდან.
კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობდა სამი კომისია: ტერიტორიული, სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ და მარედაქტირებელი კომისია.
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 4384 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

"ადამიანებს სურთ იცოდნენ,რა მოაქვს სახელმწიფოსათვის ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას-სარგებელი თუ ზიანი”
ლუდოვიკო,შევალიე დე ჟოკორი

ცენზურა ბეჭდვით საქმეში თავისთავად მიუღებელია,ვინაიდან ის ადმიანს ართმევს უფლებას იაზროვნოს თავისუფლად.შეუძლებელია ცენზორები მივიჩნიოთ ისეთ "შეუმცდარ და მოუსყიდავ” პიროვნებებად,რომ მათ გადაწყვიტონ ჩვენს მაგივრად,როგორ ვიცხოვროთ.მთავრობამ,არ უნდა შეზრუდოს წინასწარ ბეჭდვის თავისუფლება უზნეობის აკრძალვის მოტივით,უზნეობის განსაზღვრის პრივილეგია უნდა ჰქონდეს თავად საზოგადოებას და არა მთავრობის მიერ დანიშნულ ცენზორებს.სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი კანტის ცნობილი ესსე "პასუხი კითხვაზე:რა არის განმანათლებლობა?” ბეჭდვის თავისუფლების ადრეულ დამცველთა უმრავლესობა თვლიდა,რომ მოქალაქენი თავისუფალნი

იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1542 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

ფაილი:Constitution Pg1of4 AC.jpg
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1450 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)