სულ კატალოგში მასალაა: 1057
ნაჩვენებია მასალა: 71-80
გვერდები: « 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 105 106 »

პირველი დოლარის შოვნა ჭირს, თორემ მილიარდი წყალივით მოედინება.
წარწერა უცნობი მილიარდერის საფლავის ქვაზე

ძველი ანეკდოტია ასეთი – კაცი ძაღლს ჭადრაკს ეთამაშება და 5-ით 2-ს უგებს. ბილ გეითსსაც შეუძლია იამაყოს – ის იხვზე უფრო მდიდარია. მთელი 10 მილიარდით.

რომელ იხვზე? აი იმაზე – ცოტათი ჯუჯღუნა და მაინც ძალიან მხიარულ სქრუჯ მაქდაქზე.

სქრუჯ მაქდაქს (Scrooge McDuck) გონიერება და სიფრთხილე ჭუკობიდან

მოსდგამს. ის არასდროს ენდობოდა აქციებს, ობლიგაციებსა და სავალუტო კურსების თამაშს, ამიტომაც მთელს თავის თანხებს ოქროსა და ძვირფას ქვებში აბანდებდა. ეს ბრძნული გადაწყვეტილება აღმოჩნდა – ამერიკის იპოთეკური ბაზარი ჩამოიშალა, ნავთობზე ფასები დაეცა და დოლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ძია სქრუჯის ქონება მხოლოდ გაბევრდა – ამჟამად ის 44.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სქრუჯ მაქდაქს "ფორბსის” ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების სიაში პირველ ადგილს უნარჩუნებს.

საინტერესო | ნანახია: 1400 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-26 | კომენტარი (0)

პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. ჯიბრაელი დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო, მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა.

საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს "ოქროს ვერძსა” და "ცისფერ ყანწებს”.

საქართველო | ნანახია: 1354 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-24 | კომენტარი (1)

ზოროასტრიზმი – ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც მაზდეანიზმი და ზარათუსტრიანიზმი.

შემეცნებით | ნანახია: 998 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-21 | კომენტარი (0)

”ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

შემეცნებით | ნანახია: 1151 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-21 | კომენტარი (0)

შემეცნებით | ნანახია: 1386 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-21 | კომენტარი (0)

demon

დემონები –  ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ როგორც ღმერთებს, არ ჰქონდათ ადამიანის გარეგნობა. ძველად ადამიანები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ახსნაც მათ არ შეეძლოთ, დემონებს მიაწერდნენ. ჰომეროსის მიხედვით, ყოველგვარი აუხსნელი, გაუგებარი თუ საოცარი მოვლენა "დემონურია”. დემონებითაა აღსავსე მთელი სამყარო და ადამიანთა ცხოვრება. გარკვეული, განსაკუთრებული ზღვარი დემონებსა, ღმერთებსა და გმირებს შორის არ არსებობდა. ხშირად დემონები გარკვეული ხნის შემდეგ ღმერთებად იქცეოდნენ ხოლმე და პირიქით, ღმერთებიც იქცეოდნენ ხოლმე გმირებად და დემონებად. ჰომეროსის მიხედვით, დემონები თითქოს მტრულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანებთან.

შემეცნებით | ნანახია: 1019 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-21 | კომენტარი (0)

islam

შემეცნებით | ნანახია: 1031 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-21 | კომენტარი (0)

cf8495bf7750

იუდაიზმი (ებრ. יהדות – იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.

შემეცნებით | ნანახია: 1312 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-21 | კომენტარი (0)

http://2.bp.blogspot.com/-urFKgoJ35gw/TkVGBDBmLBI/AAAAAAAAAEI/iKYVpgYxB_U/s1600/cela.jpg
შემეცნებით | ნანახია: 1037 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-18 | კომენტარი (0)

http://lh4.ggpht.com/-RGdiYPVbqZQ/TisN_iC-0ZI/AAAAAAAAAAA/85GLsP2gL-E/s1600/Prosper%2BM%25C3%25A9rim%25C3%25A9e%2BCarmen.jpg
მწერლობა | ნანახია: 1837 | რამოტვირთვები: 1 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-18 | კომენტარი (0)