სულ კატალოგში მასალაა: 1057
ნაჩვენებია მასალა: 61-70
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 105 106 »

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს სოფელ სიმონეთში (ახლანდ. თერჯოლის რაიონი) იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. ბავშვს წერა_კითხვა დედამ შეასწავლა, 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად.
1872 წელს 9 წლის დავითი სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში თოფ_იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად.

მწერლობა | ნანახია: 1144 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-09-11 | კომენტარი (0)


1.ყავა (Coffee)
ლეგენდის თანახმად ეთიოპიელმა მწყემსმა კალდიმ (Kaldi) შეამჩნია, რომ მისი თხები ენერგიულად ხტოდნენ მას შემდეგ, რაც ღეჭავდნენ მკვეთრი წითელი ფერის კენკრას ერთერთი ბუჩქიდან. მწყემსმა თავის თავზე გამოსცადა ეს ,,ხილი”, რის შემდეგაც მარცვლები ადგილობრივ ისლამურ მონასტერში წაიღო იმამთან. მოძღვარმა დაგმო მარცვლების გამოყენება და ისინი ცეცხლში შეჰყარა. ჰაერი გამაბრუებელი არომატით აივსო. დამწვარი მარცვლები ნაკვერჩხლიდან ამოიღეს, დანაყეს და ცხელ წყალში ჩაყარეს. ასე მოადუღეს პირველი ფინჯანი ყავა...

საინტერესო | ნანახია: 1444 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-09-04 | კომენტარი (1)

მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა – ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახ. სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლამიდედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.

ფაილი:Assumption of Mary2.jpg
რელიგია | ნანახია: 1073 | რამოტვირთვები: 256 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-28 | კომენტარი (0)

დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას, რომ დამკვიდრდეს სიახლოვეში მისგან შობილ იესო მაცხოვართან, ჩვენთვის მეოხად და შუამდგომელად. დღეს ჩვენ ყველას, რომელთაც კი გვაქვს ჩვენი უფლისა და მხსნელის - იესო ქრისტეს რწმენა და სასოება, წმიდა მოციქულების მსგავსად, ღმერთი უხილავად გვკრებს იერუსალიმში, რათა მოწმენი გაგვხადოს დიდი საკვირველებისა, თუ როგორ მიიბარებს ქალწულ მარიამის წმიდა სულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორი დიდებით აამაღლებს მას ზეცას. დღეს ჩვენც, ისე როგორც თავის
რელიგია | ნანახია: 998 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-28 | კომენტარი (0)

ყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხვიცისკროვნებით. როგორც ქვეყანაზე ქრისტეს სწავლების მთესველი, იგი ხედავდა, რომ ადამიანთა სულების წმინდა სამკალი უკვე დამწიფებული იყო: ეკლესიის დაარსება და მოწყობა აღსრულდა, ქრისტიანობა და მასთან ერთად ღვთისმშობლის დიდება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეხლა კიდევ უფრო მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ერ რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი.

რელიგია | ნანახია: 1034 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-28 | კომენტარი (0)

„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი"  (იაკობ გოგებაშვილი)

კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული" ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი", - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა.

რელიგია | ნანახია: 1039 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-27 | კომენტარი (2)

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

2. როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

3. პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.

4. გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

6. არ მისცე უმნიშვნელო ცყენას უპლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

შემეცნებით | ნანახია: 1257 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-26 | კომენტარი (0)

ინგლისში მეუღლეთა სექსი ადრე მხოლოდ მეფის ნებართვით იყო შესაძლებელი. მეფე ვნებააშლილ წყვილს აძლევდა აბრას, რომელზეც ეწერა: Fornication Under Consent of the King. (”მრუშობა მეფის ნებართვის ქვეშ”). სახლის კარზე ჩამოკიდული ეს აბრა კი კარს მიღმა მიმდინარე ქმედებების ლეგალურობაზე მეტყველებდა. აქედან მოდის ზმნა "FUCK”
შემეცნებით | ნანახია: 1114 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-26 | კომენტარი (0)

ინტერნეტის განვითარებამ და თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტრადიციულ წიგნებზე მეტად მოთხოვნა ელექტრონულ წიგნებზეა. როდესაც კომპიუტერი თითქმის ყველა ოჯახის შემადგენელ ნაწილად იქცა, გაცილებით მარტივია ამა თუ იმ წიგნის ციფრული ვერსიის მოძიება და საჭირო ინფორმაციის მიღება. ამ ტენდენციას ბიბლიოთეკებმაც აუბეს მხარი და მსოფლიო მასშტაბით უკვე დაიწყო წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანა. ამ მხრივ თანამედროვეობას არც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩამორჩება.
უკვე წლებია, რაც ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველებს ელექტრონულ ბიბლიოთეკას და მასში გაერთიანებულ სხვადასხვა პროექტებს სთავაზობს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა თუ ელექტრონული ლექსიკონები. ამ პროექტებზე მოგვიანებით გიამბობთ. თავდაპირველად კი თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ყველაზე ინტერაქტიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს. ეს არის
შემეცნებით | ნანახია: 1295 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-26 | კომენტარი (0)

საინტერესო | ნანახია: 1276 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-08-26 | კომენტარი (0)