მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 269
ნაჩვენებია მასალა: 151-160
გვერდები: « 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 26 27 »




Michelangelos David.jpg
დავითი — რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501–1504 წლებში. მისი სიმაღლე შეადგენს 5,17 მეტრს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარმეტყველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით. თუმცა, საბოლოოდ მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს, რომელიც წარმოადგენდა ფლორენციის სამთავრობო სასახლეს. ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. მალევე ქანდაკება გახდა ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო, რადგანაც დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოს იმ ხანად ყოველმხრივ ემუქრებოდა საფრთხე მასზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისგან. დავითის ქანდაკება 1873 წელს გადატანილ იქნა ფლორენციის აკადემიის გალერეაში. მოგვიანებით კი მის განთავსების თავდაპირველ ადგილას დაიდგა მისი ასლი.
საინტერესო | ნანახია: 1246 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)



როგორც გახსოვთ საუბარი გვაქვს ჰიპნოზზე,უფრო კონკრეტულად კი საკუთარი თავის ჰიპნოზზე, დღეს მის პირველ სავარჯიშოს გაეცნობით.


ვინც უკვე იცის თუ რაზეა საუბარი, გააგრძელეთ ამ პოსტის კითხვა.
ჩვენს წინაშეა სავარჯიშო,რომელიც პირველად უნდა შეასრულოთ, მარტივია, საჭიროა მთელი კონცენტრაცია მოიკრიბოთ და მხოლოდ შეასრულოთ ის, რაც ეტაპობრივად წერია, თქვენ ადრე შესაძლოა განგიცდიათ ტრანსი,მაგრამ ის იყო თქვენი ნების გარეშე, ხოლო ახლა იქნება თქვენი ნებითვე. არ გაგეფანტოთ აზრები, არ იფიქროთ სხვა რამეზე და რაც მთავარია მოუხმეთ ფანტაზიას, მაქსიმალურად შედით იმ მდგომარეობაში,რომელიც ქვევითაა აღწერილი. ალბათ ბევრს დამართნია,როდესაც რაიმე საჭმელი ან სასმელი გაგვახსენდება,ხშირად ვგრძნობთ პირში მის გემოს. მაგალითად გაგახსენდა ალუჩა და იგრძენი მისი გემო, ან გაგახსენდა ყავა და კვლავ ასე მოხდა. სწორედ ამგვარად უნდა იყოს სავარჯიშოს შესრულების დროსაც, რასაც წარმოიდგენთ,იმას გრძნობთ კიდეც.

საინტერესო | ნანახია: 915 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




გიოცნებიათ ოდესმე ვინმე დაგეჰიპნოზებინათ? ეჭვი მაქვს,რომ ეს აზრი თავში ყველას მოსვლია. წარმოგიდგენიათ,როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება,თუკი შეგეძლებოდათ გოგონების/ბიჭების დაჰიპნოზება,გავლენის მოხდენა ოჯახის წევრებზე,ან უბრალოდ ამ ნიჭის წყალობით ბიზნესის წამოწეყება? მინდა გითხრათ,რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და ეს ყველაფერი განხორციელებადია. სანამ სწავლას შეუდგებოდეთ,თქვენს თავს უნდა დაუსვათ კითხვა, თუ რაში გჭირდებათ ეს ძალა, რისი მიღწევა გსურთ, ღირს კი დროისა და ენერგიის დახარჯვა, დარწმუნებული ხართ საკმარისად თქვენს ძალებსა და მოთმინებაში? ამ ყველაფერს როდესაც გაარკვევთ, უკვე უნდა დაფიქრდეთ თავად შესწავლის ტექნიკაზე. ძირითადად ამის 3 გზა არსებობს.
საინტერესო | ნანახია: 942 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)



საინტერესო | ნანახია: 3251 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




საინტერესო | ნანახია: 851 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




საინტერესო | ნანახია: 1231 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)






მასონობის წარსული

თავის დროზე ჯვაროსნული ლაშქრობები ფარისეველთა მიერ იქნა წამოწყებული. საბაბი იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თურქსელჯუკთაგან განთავისუფლება იყო, მიზანი კი – სულ სხვა, დაპყრობა და ძარცვა. ლაშქრობების შედეგად შეიქმნა უამრავი საიდუმლო გაერთიანება („ორდენი"). თვალის ასახვევად ზოგიერთი „სააბატოების" სახელსაც ატარებდა. სინამდვილეში იერუსალიმის გათავისუფლებასთან ერთად ჯვაროსნებმა დაარბიეს მრავალი ქვეყანა, ჩაიგდეს ხელში სიმდიდრეები. სწორედ ჯვაროსნებმა დაამხეს ქრისტიანობის უდიდესი კერა – ბიზანტია („იმპერია"). დაარბიეს და ააოხრეს ათონის მთის მონასტერიც, დახოცეს ბერები. გაიტაცეს სიწმინდეები. დღეს ტამპლიერები განაგრძობენ ქრისტიანების და კაცობრიობის საწინააღმდეგო მოღვაწეობას.
საინტერესო | ნანახია: 2379 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




მსოფლიო მმართველები მოქმედებაში

ბრიტანეთის წესდების თანახმად, ბერეზოვსკი ამჟად ეჭვმიტანილად ითვლება
სასამართლო-საექიმო გამოკვლევის ("ექსპერტიზის") პასუხები ჯერ არ გახმოვანებულა, მაგრამ სულ უფრო ხშირად ისმის ზესაიდუმlო შხამების ("დივერსიული ტოქსინების") შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისური სკოტლანდ-იარდი ვერაფერს აღმოაჩენს და არკადი პატარკაციშვილის გვამის გაკვეთისას ("აუტოპსია").
მანამდე ერთი-ორი სიტყვა გამანადგურებელი შხამებისა და ნივთიერებების შესახებ. მათი ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და ისევე იცავენ, როგორც სახელმწიფო საიდუმლოს. არც არის გასაკვირი. ეს ის შხამები გახლავთ, რომელიც ადამიანზე მოქმედებს მიღებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ და რომელიც არ ტოვებს კვალს.
საინტერესო | ნანახია: 1009 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)





ალექსანდრე მაკედონელი – ძველი მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი. წარწერა საფლავის ქვაზე: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ჰყოფნიდა”.

ამერიკელი ჯარისკაცი-”ქოლდ ჰარბორი,3 ივნისი.მე მოვკვდი”-ეს წარწერა ნაპოვნი იქნა მის ჯემპრზე,ბრძოლის ველზე.

პეტრე I დიდი – რუსეთის იმპერატორი. სიკვდილის წინ ითხოვა ქაღალდი და კალამი და მხოლოდ ორი სიტყვის დაწერა მოასწრო: "ყველაფერი მიეცით…”

კაზანოვა – მსოფლიო მნიშვნელობის ავანტიურისტი და მექალთანე. მისი საფლავის რკინის ღობე ისეა მოწყობილი, რომ მისგან გამოსული კაუჭები აუცილებლად მოედება კაბის ბოლოებს… ასე ვთქვათ, "საფლავიდანაც არ ასვენებს ქალებს”.

პაპი ალექსანდრე VI-”ერთი წუთით მოიცადეთ!”

ჯეიმს ალენ რედ დოგი-”სახლში მივდივარ,ძვირფასო!”-სიკვდილით დასაჯეს 1993 წელს.(ინექცია)

მუსტაფა კემალ ათათურქი-”რომელი საათია?”



საინტერესო | ნანახია: 1031 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია

”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია

,, არსებობს ორმაგი სტანდარტი ქალისა და კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ : გოგონებს ,,ეკრძლებათ" თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ხოლო ვაჟებს, პირიქით, ,,მოეთხოვებათ". ეს იმ კვლევის შედეგების შემაჯამებელი დასკვნაში წერია, რომელიც 2010 წელს საქართველოს მასშტაბით 30 უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.

 გამოკითხული 3000 სტუდენტიდან 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ", ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ".

საინტერესო | ნანახია: 949 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)