მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 269
ნაჩვენებია მასალა: 141-150
გვერდები: « 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 26 27 »




1. "გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი, რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის!” – ამბობდა კონფუცი

2. "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისათვის, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა” – ეწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ქვაზე

3. კითხვაზე, თუ სად ისურვებდა სიკვდილის შემდეგ მოხვედრას – ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: "ერთის მხრივ სამოთხეში, რადგან იქ კარგი კლიმატია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში, რადგან იქ კარგი პუბლიკაა”

4. ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: "მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო"


საინტერესო | ნანახია: 1162 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


1.ვატიკანის სამეფო რომის პაპს მუსოლინიმ აჩუქა

2.ბილ გეითს საკუთარ სახლში არ აქვს ტელევიზორი,რადგან მიაჩნია,რომ მას ადამიანი ეჩვევა და სისულელეებზე
ხარჯავს ძვირფას დროს

3.არავის ათხოვოთ საკუთრი წიგნები,რადგან შეიძლება თვალითაც ვეღარ ნახოთ ისინი, გვაფრთხილებს
ანატოლი ფრანსი ,რადგან თვითონ მხოლოდ ის წიგნები შერჩა რომლების სხვისგან ითხოვა

4.ეკრანზე ნანახი სისხლი კინოფლმებში,სინამდვილეში შოკოლადის სიროფია

5.სპარტაკის ცოცხლად გადარჩენილი 6000 მეომარი,რომლებიც კაპუიიდან რომისკენ მიმავალ გზაზე
ჯვრებზე მიალურსმნეს. 3 თვის განმავლობაში არ ჩამოუხსნიათ და არ დაუმარხავთ

6.საბჭოთა კავშირის ყველა ლიტერატურული ნაწარმოები გადიოდა ცენზურას.შემოწმებულ ხელწერილს
არტყავდნენ შტამპს : ”სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების გათქმას ადგილი არ აქვს”

7.საბჭოთა მძღოლები, რომელთა მანქანებს ჰალოგენები არ ქონდათ, ნისლიან ამინდში პომადას უსმევნდნენ

საინტერესო | ნანახია: 1229 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ კარგი მანერები გარშემომყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში გვეხმარება. სამწუხაროდ, თავაზიანობის ეტიკეტს ყოველთვის არ ვიცავთ.

მსოფლიოში ყველაზე თავაზიანი ერი იაპონელები არიან. იქ მიღებულია ბოდიშის მოხდა მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე არაფერში ხართ. მაგალითად, თუ ფეხზე დაგაბიჯებენ, პატიებას ითხოვს ის, ვინც მოუხერხებელი იყო და ისიც, ვისაც თითებზე დააბიჯეს, იმიტომ, რომ არასწორად იდგა და სხვებს ხელს უშლიდა. უსასრულოდ მადლობის გადახდა – ესეც იაპონელების ჩვევაა. მადლობას იხდიან იმ საქმისთვისაც, რაც რამდენიმე წლის წინ შესრულდა და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ, ეტიკეტის თანახმად, საჭიროა საუბარი ისე წარმართოთ, რომ თანამოსაუბრეს განწყობა არავითარ შემთხვევაში არ გაუფუჭოთ. ამიტომაა, რომ იაპონელები არასდროს კამათობენ და "არა”–ს არ ამბობენ.

თავაზიანობა – ეს პატივისცემა–დაფასებაა როგორც თანამოსაუბრის, ასევე საკუთარი თავის.
საინტერესო | ნანახია: 992 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.

არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
საინტერესო | ნანახია: 1009 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)

                                 

გუგლი (Google) — ამერიკული კორპორაციის Google Inc,მისი ვებ-გვერდის და საძიებო სისტემის სახელი. ის დაარსდა 1996 წელში ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში.გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. მისი გაკეთება ენდი ბეჩტოლშეიმს 100.000 ამერიკული დოლარი დაუჯდა და გაკეთდა სან მაიკროსისტემსისის მიერ. როგორც იცით, გუგლი არსებობს საქართველოშიც. მალე იგი გადაითარგმება იმ ენებზეც, რომელზეც ჯერ არ არის და იგი მალე იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპიუტერული ძებნის სისტემა.Googleგუგლი..დევიზი: ნუ იქნები ბოროტი
დაფუძნდა: შექმნა: სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია (იანვარი, 1966)
მდებარეობა: გუგლპლექსი, კალიფორნია
დარგი: ინტერნეტი, კომპიუტერული პროგრამები
საინტერესო | ნანახია: 959 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




უჩვეულო და სასაცილო სასამართლო პროცესებს დღესდღეობით სერიოზულობით ეკიდებიან. სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაძლებელია ღმერთზე, ტელევიზიაზე, მიზეზი შეიძლება იყოს ინტიმური ცხოვრების გახალისება, ან სულაც ნასას კოსმოსური პროგრამისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

ცნობილი ფაქტია, რომ 2007 წლის სექტემბერში ნებრასკას შტატის გუბერნატორმა ერნი ჩემბერსმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი ღმერთის წინააღმდეგ, რადგან იგი ხალხს თავს ატეხდა სტიქიურ უბედურებებს, კატასტროფებს. ეს და სხვა ბევრი კაზუსი, რომელიც ქვეყნდება Times-ში, აჩვენებს, რომ იუმორის გრძნობა ისეთ სერიოზულ ადამიანებსაც გააჩნიათ, როგორებიც არიან იურისტები
საინტერესო | ნანახია: 1088 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)





1 ადგილი:

ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა. ისეთი
ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი
თვის შემდეგ სიგარები გათავდა. ერთი თვის შემდეგ სადაზღვეო კომპანიაში
თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯელტმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა
რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა (ინგლისში ხანძარი და
ცეცხლი ერთი მნიშვნელობითაა-fire). კომპანიამ უარი განაცხადა
ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯელტმენმა საქმე მოიგო.
სადაზღვეო კომპანიამ 15 000 დოლარი გადაუხადა "დაზარალებულს” ხანძრისგან
დამწვარი სიგარებისთვის. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან
პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის
ძალით გადანგურება. მიესაჯა 24 თვით ციხეში ჯდომა და 24 000 დოლარი ჯარიმა.
საინტერესო | ნანახია: 888 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)





(ვინსენტ ვან გოგი, ავტოპორტრეტი შეხვეული ყურით და ჩიბუხით, იანვარი, 1889)

ვან გოგის სინდრომი
არის ფსიქიური აშლილობა, რომელიც დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთა, ჭრილობის მიყენება ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლიებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შიძლება იყოს ინტოქსიკაცია.


სინდრომი პირველად აღწერა ფსიქიატრმა აბრამმა 1966 წ. და მისი ეპონიმია ჰოლანდიელი ფერმწერი, ვინსენტ ვან გოგი (30 მარტი, 1853 - 29 ივლისი, 1890), რომელმაც ფსიქიური აშლილობის დროს (23 დეკემბერი, 1888 წ.) თვითდაზიანება მიიყენა და ყური მოიჭრა. სავარაუდო მიზეზი იყო ფუტკარა ყვავილით ინტოქსიკაცია.


საინტერესო | ნანახია: 1116 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)




ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სტუმრობა, ჩემს ძალიან ჩვეულებრივ ნათესავებთან. თუმცა საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კინაღამ ცოლით და ნიშნობის ბეჭდით დავბრუნდი სახლში.

დედოფლისწყაროს რაიონში არის ერთი ჩვეულებრივი სოფელი, პირობითად სოფელი N-ი. მისთვის დამახასიათებელი ამბებით და მოსაწყენი ყოველდღიურობით. მისი მაცხოვრებლები კი ჩვეულებრივი კახელი გლეხები არიან.
მე "მარშუტკით” ვიმგზავრე, სადაც ერთობ პრივილეგირებული ადგილი (მძღოლის გვერდით) შემხვდა. როგორც წესი, ამ ადგილს დილიდანვე ჯავშნიან ხოლმე მძღოლის ნათესავები ან თანასოფლელები. "მარშუტკა” დაიძრა და მძღოლი მაგნიტოფონისკენ გაიწია. მალევე ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ნაკადი წამოვიდა. როცა სოფელს მივუახლოვდით, მძღოლმა ხელი წინ გაიშვირა და მკითხა:
საინტერესო | ნანახია: 862 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)

hippiekiss

ლევან რამიშვილი

ყველა ერი დედამიწაზე მეტ-ნაკლები სექსუალური თავისუფლებით გამოირჩევა. ამ მხრივ, ალბათ ვერავინ შეედრება ბრაზილიელებს, ფრანგებს და შვედებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ქართველები განსაკუთრებულად არასექსუალური ხალხი ვართ. ის, რაც რუსისთვის, ბალტიისპირელისთვის, გერმანელისთვის, ინგლისელისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის შეიძლება ლოყების ჩამოხოკვისა და ცხვირ-პირის ჩამოსისხლიანების მიზეზი გახდეს.
თუ 18 წლის ნებისმიერი ეროვნების გოგონა თავისუფლად ეძლევა სიყვარულს მისივე ასაკის ბიჭთან და თან იმაზე კი არ ფიქრობს, რას იფიქრებენ დედა, მამა, ბიძა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ქართველი გოგო დღესაც კი, XXI საუკუნეში ამის უფლებას თავს ვერაფრით მისცემს (ყოველ შემთხვევაში აშკარად და დაუფარავად). ჩვენში დღესაც კი საყოველთაო დაგმობას იმსახურებს ქმარს გაშორებული ან დაქვრივებული ქალი, რომელიც `საყვარელს იჩენს~. ასეთი ქალი ავტომატურად `ბოზია~. ამიტომ მარტოდ დარჩენილ ქალს ერთადერთი გზა აქვს _ ხელმეორედ გათხოვდეს, ანუ ოფიციალურად, ნოტარიალურად დაიმტკიცოს საყვარელ კაცთან ალერსის უფლება. ამას რა უჭირს _ რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ქაღალდში რა ეწერება, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება. საქმე ისაა, ქართველი კაცების უმრავლესობას `განათხოვარ~ ქალთან საქმის დაჭერის ისე ეშინია და ისე გაურბის მას, როგორც როგორც შავ ჭირს და ხოლერას… რა თქმა უნდა, ხელმეორედ გათხოვების შემთხვევები არის, მაგრამ კაცების მხრიდან საერთო განწყობა მაინც არსებობს.

საინტერესო | ნანახია: 1089 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)