სულ კატალოგში მასალაა: 1057
ნაჩვენებია მასალა: 1021-1030
გვერდები: « 1 2 ... 101 102 103 104 105 106 »


ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, იურისტი და საზოგადო მოღვაწე
დაიბადა 8 ნოემბერი, 1837
ყვარელი
გარდაიცვალა 12 სექტემბერი, 1907
წიწამური
ეროვნება ქართველი
Magnum opus კაცია-ადამიანი?!
ხელმოწერა
მწერლის ხელმოწერა

საქართველო | ნანახია: 1333 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



დეტალები სერიიდან მეფეები: მითრიდატე, გიორგი ბრწყინვალე, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ მესამე, თამარ მეფე – მხატვარი ლევან ჭოღოშვილი

კოლხეთის მეფეები – Kings of Kolkhety


საქართველო | ნანახია: 1561 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


თებერვალში თვეში +11 გრადუსი (ცელსიუსით) დააფიქსირა ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დაწესებულების შიგნით. მხოლოდ კომიტეტის რეკომენდაციების შემდეგ შეიტანეს იქ გამათბობლები.

 ეს შემთხვევა ერთ-ერთია არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიდან, რომელიც   ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2010 წელს დააფიქსირა საქართველოში.  CPT არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ორგანო, რომელიც წევრ ქვეყნებში ვიზიტებს ახორციელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის  ადგილებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ან დასჯის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.

 CPT საქართველოში ყოველ სამ წელიწადში  გეგმიურ  მონიტორინგს ახორციელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვების ადგილებში.


იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1009 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


პროკურორის წამყვანი და მოსამართლის მეორეხარისხოვანი როლი, ჯარიმის თანხების გაუმჭვირვალობა და დაზარალებულის ახალი მდგომარეობა საპროცესო კოდექსში - ეს არის იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, საქართველოს კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების სისტემას ახასიათებენ.

დღეს ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო  და საინიციატივო ჯგუფმა  წარმოადგინეს ანაგრიში საქართველოს სისხლის სამართლის სფეროს ორ პრობლემურ საკითხზე. ესენია:  „საპროცესო შეთანხმება საქართველოში" და „წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სამართლის ანალიზი."


იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1214 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)





დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი
(დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა – გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) – ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა.

საქართველო | ნანახია: 2290 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)





გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის მახლობლად, სოფელ მერეთში. შვიდი წლის ობლის გაზრდა ძმამ იკისრა.
დიმიტრი ყიფიანმა სწავლა დაიწყო სასულიერო სემინარიაში, 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.

საქართველო | ნანახია: 1185 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ნიკო ნიკოლაძე - Niko Nikoladze

ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით.
ეს უფლება ნიკო ნიკოლაძეს მოუპოვა მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ, ღრმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა განსწავლულობამ და, რაც მთავარია, მის საქმიანობაში გამოვლენილმა მამულის სიყვარულმა.
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს (9 ოქტომბერი) ქ. ქუთაისში. ნიკო ნიკოლაძის მამა იაკობ ნიკოლაძე იმ დროს ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცოეთიდან.

საქართველო | ნანახია: 2814 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (1)



მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა, სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად, თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა… შენი ბედი და უბედობა, შენი ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა… მე დამივლია მთელი ევროპა, არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შევუცდენივარ და არ მივუზიდივარ… ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და იქაური დიდი გავლენის იმედს, იმის მაგიერ, რომ იქაურ ცხოვრებას მივებირე და სხვებსავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ვყოფილიყავი, შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვაგან და ჩვენში, მწერალი თუ გაჩუმებული, მუდამ შენი ერთგული მსახური ვიყავი.”
საქართველო | ნანახია: 1123 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



"დროსგასწრებული მოაზროვნე” _ ნიკო ნიკოლაძე დიდი ენთუზიაზმით ეხმიანებოდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესს და მყის ებმებოდა მასში, სწავლობდა და სწორად, ხშირად კრიტიკულად აშუქებდა ყველა პოლიტიკურ მოვლენას. ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის, ჩაება საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაზეც შემდეგ წერდა: "მე უფრო მეტი მეგონაო ფრანცუზული სოციალიზმი”.

საქართველო | ნანახია: 1105 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


საქართველო | ნანახია: 1133 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (1)