სულ კატალოგში მასალაა: 1057
ნაჩვენებია მასალა: 1011-1020
გვერდები: « 1 2 ... 100 101 102 103 104 105 106 »

საქართველო | ნანახია: 949 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 907 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



ინგლისში "თავისუფლების დიდი ქარტიის" მიღებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს სამეფოში არისტოკრატებს და მოქალაქეებს შორის შემუშავდა სამეფო (თამარ მეფის, XII საუკუნე, პირველი მეფე ქალი საქართველოში) ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის ტიპის ხელისუფლების განშტოების შექმნის იდეა. პირველი ქართული პარლამენტი, ოპოზიციონერების და მათი ლიდერის, ყუთლუ არსლანის აზრით, ორი "პალატისაგან" უნდა ყოფილიყო შედგენილი:
იურიდიული ლიტერატურა | ნანახია: 1077 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 1008 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)

საქართველო | ნანახია: 999 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


საქართველო | ნანახია: 1000 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)



საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.


საქართველო | ნანახია: 1203 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


სახელმწიფო




საქართველოს გზები

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.


საქართველო | ნანახია: 1227 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


სამხედრო გადატრიალება

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო"-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.


საქართველო | ნანახია: 1262 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)


საქართველო-რუსეთის ომი


2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა,მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა.ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა,ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.


საქართველო | ნანახია: 996 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2011-02-20 | კომენტარი (0)