2011-04-17, 5:29 PM | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თეოდორ რუზველტი (ინგლ. Theodore Roosevelt; დ. 27 ოქტომბერი, 1858 - გ. 6 იანვარი, 1919) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი და 25-ე ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. რუზველტი მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ავადმყოფი ბავშვი იყო, მას ასთმა ჰქონდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი ბავშვობის დიდ დროს სახლში ატარებდა და ბუნებისმეტყველებას სწავლობდა. ფიზიკური სისუსტის საპასუხოდ, მან დაძაბული რიტმით ცხოვრება დაიწყო. იგი სწავლობდა ჰარვარდში, სადაც იგი კრივის ჩემპიონატებში მონაწილეობდა, ასევე ინტერესი სამხედრო-საზღვაო საკითხების მიმართ გაუჩნდა. ჰარვარდის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 1881 წელს, იგი ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს, რისი წევრიც 1884 წლამდე იყო. მისი პირველი ისტორიული წიგნი „The Naval War of 1812" 1882 წელს გამოიცა, რამაც მას სერიოზული ისტორიკოსის რეპუტაცია შეუქმნა. იგი რამდენიმე წელი ბედლენდში ცხოვრობდა. ამის შემდეგ რუზველტი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც პოლიციაში მუშაობდა და სახელი კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა. 1897 წელს იგი სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილედ დაინიშნა. როდესაც ამერიკა-ესპანეთის ომი დაიწყო იგი თანამდებობიდან გადადგა და საომარ მოქმედებებში პატარა პოლკს ხელმძღვანელობდა კუბაში, რისთვისაც ღირსების მედალი დაიმსახურა. ომის შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა და შტატის გუბერნატორი გახდა. 1900 წელს ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 1901 წელს პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი მოკლეს, ხოლო ახალი პრეზიდენტი 42 წლის რუზველტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.[2] რუზველტმა სცადა რესპუბლიკური პარტიის პროგრესივიზმის მიმართულებით წაყვანა, მათ შორის ბიზნესის რეგულირების გაზრდა. მან მაკ-კინლის იმპერიალისტური პოლიტიკა გააგრძელა. მას ეკუთვნის გამოთქმა დიდი კეტის პოლიტიკა და „მსოფლიო პოლიციელი". როგორც ბუნების მკვლევარი იგი ხელს უწყობდა კონსერვაციის მოძრაობას. რუზველტს დიდი წვლილი მიუძღვის პანამის არხის დასრულებაში. მან დიდი თეთრი ფლოტი მსოფლიოს გარშემო გაგზავნა აშშ-ის ძალის დემონსტრირების მიზნით. იგი რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს მართავდა, რისთვისაც, 1906 წელს, ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.[3] 1908 წელს მან უარი თქვა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე და მხარი მისი კაბინეტის ომის მდივანს უილიამ ტაფტს დაუჭირა. პოსტის დატოვების შემდეგ იგი წავიდა საფარიში, აფრიკაში და იმოგზაურა ევროპაში. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მასსა და უილიამ ტაფტს შორის განხეთქილება მოხდა. რუზველტმა წარუმატებლად სცადა რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შემდეგ მან პროგრესული პარტია დააფუძნა და არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით მიიღო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, დაამარცხა ტაფტი, მაგრამ დამარცხდა ვუდრო უილსონთან. იგი მესამე პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ვინც არჩევნებში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. არჩევნების შემდეგ იგი სამხრეთ ამერიკის ექსპედიციაში წავიდა. მდინარეს, რომლითაც ის მოგზაურობდა ამჟამად მისი სახელი ჰქვია. მოგზაურიბის დროს რუზველტი მალარიით დაავადდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დააზარალა. იგი რამდენიმე წლის შემდეგ, 60 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მეცნიერების მიერ რუზველტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. თეოდორ რუზველტს, მისი კოლეგა, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა, ხოლო ფრანკლინის მეუღლე ელეონორა რუზველტი თეოდორის ძმისშვილი იყო.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნანახია: 947 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |