სალვადორ დალი – “კვერცხიდან დაბადება”
2011-07-05, 10:41 AM


სალვადორ დალი - გეოპოლიტიკური ბავშვი აკვირდება ბავშვის დაბადებას

გეოპოლიტიკური პირმშო აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას, 1943 წ.

სურათი თითქოს მოლოდინს ასახავს, მოლოდინს ახალი ერის დასაწყისისა. მხატვარმა იგი 1943 წელს დახატა, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის გაჩაღებული იყო. დალი თითქოს სიცოცხლეს ჩუქნის "მომავლის შვილს”. კვერცხი დედამიწის სიმბოლოა, ხოლო მისგან იბადება ადამიანის სხეული და ხელი, ხოლო ფეხი ცხილობს გაარღვიოს ნაჭუჭი, რომელიც ნაკეცებიანი ზეწარივით ერთდება. სურათზე მუშაობისას სალვადორ დალიმ გამოიყენა რ. ალბერტის ლექსი, რომელშიც აღწერილია გარდაცვლილთა სწრაფვა და ტანჯვა დედამიწაზე დასაბრუნებლად: "ისმის თქვენი ტანჯვა და სურვილი დააღწიოთ თავი მიწის უხეშ გარსს,  მიწა თქვენგან ადნობს კოლოსს და შექმნის იდუმალებაში იგრძნობა თქვენი ყრმობად ქცევა”.

თუმცა, სურათის როგორც სახელწოდება, ასევე შინაარსი გამოხატავს მხატვრის პაროდიულ განწყობას. მეორე მსოფლიო ომის დროს ხშირად აკეთებდნენ ოპტიმისტურ წინასწარმეტყველებას "ახალ მსოფლიოზე”, რომელიც უნდა შექმნილიყო ფაშიზმის დამარცხების შემდეგ. გეოპოლიტიკა – ოცდაათიან წლების მოდური მეცნიერება გახდა, რომელიც იკვლევდა გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას სახელმწიფოთა ბედზე.

გაკვირვებული და შეშინებული ბავშვი აკვირდება კვერცხი-დედამიწის რბილი გარსიდან ახალი ადამიანის დაბადების მტკივნეულ პროცესს, თითქოს კვერცხის ნაჭუჭიდან იჩეკება წიწილა. ნაჭუჭიდან მხოლოდ ერთი წვეთი სისხლის დინება მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ადამიანის დაბადება მაინც მტკივნეული პროცესია. კონტინენტების ზედაპირი თითქოს შერბილებულია და აგერ-აგერ ჩამოწყდებიან გარსს. დასავლეთ აფრიკა გამოყოფს უცნაურ წვეთს. დაკუნთული, ამასთან დალეული ჰერმაფროდიტი ქალი მიანიშნებს უკვე მომხდარ მოვლენას. ნემსისწვერიანი ზემო საფარი და ჩონჩხადქცეული ქალი სურათს აძლევს მოსალოდნელი საშიშროების განწყობას.

ქალი მისტიურად მიანიშნებს კავკასიას

..

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1176 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]