სალვადორ დალი
2011-02-22, 7:47 PM

ბიოგრაფია

  

 XX საუკუნის დასაწყისში  მხატვრობაში მრავალი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა. მხატვრები სულ უფრო თამამ ექსპერიმენტებს ახარციელებდნენ, რასაც მათი თანამედროვე ცხოვრება და ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი თეორიებიც უწყობდა ხელს. ამ მოვლენას ზოგჯერ "ავანგარდულ” მხატვრობას უწოდებდნენ. ამ სტილის მხატვრებმა კიდევ ერთი მოძრაობა "სურეალიზმი” შექმნეს. მათი შტაგონება იყო ადამიანის გონება, მისი არაცნობიერი ნაწილი და სიზმრები. სურეალიზმზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის თეორიებმა.ამ მიმდინარეობას ერთ-ერთი უძლიერესი ფანტასტი, სურეალისტი და იმპრესიონისტია სალვადორ ფელიპ ჟასნტ დალი დომენიკი (ესპ. შალვადორ Fელიპ ჟაცინტ Dალი Dომენიცჰ)  (*  11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია _    23 იანვარი, 1989, ფიგერასი) ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
   სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის, 11 მაისს ესპანეთში. კატალონიურ ქალაქ ფირეგასში, ნოტარიუსის იჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიდან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.
   1916 წელს  არდაგეგებზე გაემგზავრა  ქალაქ კადაკესში, სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას ესწავლა სან-ფერნანდოს აკადეაში დედაქალაქში დალი გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები როგორიცაა ლუის ბენიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი. მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს  1926 წელს სალვადორს აკადემიიდან  რიცხავენ  ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით  იმავე  წელს დალი პირველად მიამგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში  დალი 1920_იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბენიუელთან ერთად მონაწილეობას იღებს სიურეალისტური ფილმის "ადნალუსიელი ძაღლის” შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავვალ მეუღლე გალას    
(ესენე დიაკონოვა), რომელიც იმდროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.
      დალის ნახატების სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შექმნილ სიურეალისტების  ჯგუფში ერთიანდება
   1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ-ს. ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლებას ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მივიდა "
 სიურეალისტების ჯგუფებთან”, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გარიცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა:”სიურეალიზმი-ეს მე ვარ”. ამასთან დაკავშირებით ანდრე ბეტონმა დალის უწოდა "Aვიდა Dოლლს”, შექმნა რა მისი სახელისა და გვარისაგან ანაგმამა.
  მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალის მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით  1942 წელს იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდომლო ცხოვრება” მისი ლიტერატურული ცდები ისეთIვე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული წიგნი ბესტსელერად იქცა.
  ესპანათს დაბრუნების შემდეგ დალიმ შობლიურ ფიგერაში დასახლდა. 1981 წელს სალვადორ დალი დაავადდა პარკინსონის დაავადებით. 1982 წელს კი გარდაეცვალა მეუღლე გალა. სალვადორ დალის  ოსტატურად შესრულებული სურათებია:  "მეხსიერების მუდმივობა” 1931 წელს . ინახება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს;
  "ცეცხლმოდებული ჟირაფი” 1935 წელს, 
 რომელიც ბაზების კოლექციის ერთ-ერთი  ნიმუშია.
   "საიდუმლო სერობა” 1955წ, რომელიც ინახება ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში.
   სალვადორ დალის ნაწარმოებები წარმოადგენს კოშმარულ ფანტასმაგორიებს, ზმანებებს. მის შემოქმედებაში მკაფიოდ ჩანს იდეური რეაქციულობა და ბურჟუაზიული საზოგადოების ესთეთიკური ინტერესებისათვის ნავარაუდევი სპეკულაცია პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე.
    სალვადორ დალისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიულობით ერთხელ ლექციაზე სტუდენტების წინაშე ძველ საყვინთავ კოსტიუმში გამოცხადდა ორი ნაგაზის თანხლებით.
    ალბათ არ მოიძებნება მეორე ისეთი მხატვარი, რომლის ცხოვრების  შესახებაც ამდენი მითი იყოს შექმნილი. დალი თვითონ უკეთდებდა  პროვოცირებას იმ სკანდალებს, რაც მისი გარშემო ხდებოდა. მისი ცნობილი ნამუშევრებია:
აპარატი და ხელი;
გამჭვირვალე ძროხა; 
მობანავე ქალი;
ქალისა და ცხოველის სინბიოზი;
სიურეალისტური კომპოზიცია;
დაუკმაყოფილებელი სურვილები; 
პოლ ელუარის პორტრეტი;
უჩინმაჩინი კაცი;
ფანტასმაგორა;
დიდი მასტურბატორი;
ვილჰელმ ტელის გამოცანა;
რბილი სათები;
ვერმერ დელფტელის მოჩვენება;
მედიტაცია საყრდენით;
უხილავი საყრდენით;
ბინდის ატავიზმი;
თროპომორფული სეკრეტები;
ტელეფონი -  ომარი;
დივანი "მეი უესტის ტუჩები”;
ვენერა მილოსელი ყუთებით;
დიდი პარანიიკი;
ქალის თავი ბრძოლის სახით;
უცნაუროდები;
მეხსიერების მუდმივობა;
სფეროების გალათეა;
რბილი საათი აფეთქების პირველ წამს; სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ,  მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლის”
  სალვადორ დალიმ 1969 შექმნა "ჩუპა  ჩუპსის” ლოგოტიპი და სლოგანი.
   სალვადორ დალი ასე ევედრებოდა პაბლო პიკასოს: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია მე კი – არა”.


            გიორგი ნიკურაძე. 101
            ნონა მიქაძე 61




კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1216 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]