საძიებო სისტემა და მისი ეფექტური გამოყენება
2011-09-24, 8:53 PM

იმის გამო რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ყველაფერი დეტალურად ისწავლოთ, გთხოვთ რასაც ამ სტატიაში წაიკითხავთ ყველაფერი გატესტოთ თქვენს ბრაუზერებში და თქვენი თვალით ნახოთ შედეგები. ასე უფრო კარგად აითვისებთ საძიებო სისტემის მოხმარებას.

google

 

კონკრეტული ფრაზის მოძებნა ("Something”) ასევე ეწოდება Phrase ძებნა.

სიტყვის ბრჭყალებში ჩასმით, თქვენ უთითებთ საძიებო სისტემას, რომ ძიებაში ამოაგდოს მხოლოდ ზუსტი სიტყვები, იმ თანმიმდევრობით, როგორც თქვენ შეიყვანეთ ძებნის დროს. მაგალითდ, თუ თქვენ ჩაწერთ "business blog” , საძიებო სისტემა არ ამოყრის გვერდებს რომელიბიც შეიცავენ business reality blog-ს არამედ მიიღებთ გვერდებს სადაც ეს სიტყვები (business blog) ზუსტი თანმიმდევრობით არის ნახსენები.

"business blog directory” -ის ძებნისას თქვენ Google მოგაწვდით შედეგებს სადაც ნახსენებია ფრაზა business blog directory ზუსტი თანმიმდევრობით.

 

მოძებნე ზუსტი ფრაზა (+)

Google ავტომატურად იყენებს სიტყვის სინონიმებს თქვენს მიერ მითითებულ ძებნაში, მაგალითად, ის პოულობს გვერდებს, რომლებიც შეეხება ბავშვთა მოვლას childcare, მაგრამ შედეგებში გიჩვენებთ სიტყვების ასეთ განლაგებასაც > child care . ან California history-ის ძებნისას შედეგებში იქნება > ca history . მიუხედავად იმისა, რომ ხშირად Google ამით გეხმარებათ, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში თქვენ სულ არ გინდოდეთ ამ სინონიმების გამოყენება და გჭირდებოდეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავს რომელიმე კონკრეტულ ფრაზას. სიტყვის წინ + ნიშნის დაწერის შემთხვევაში, თქვენ ატყობინეთ Google-ს, რომ გიჩვენოთ მხოლოდ სიტყვების კომბინაცია, რომელიც თქვენ მიუთითეთ. (სიტყვის ბრჩყალებში ჩასმის შემთხვევაშიც თქვენ ზუსტად იგივე შედეგს მიიღებთ.)

 

ტერმინები, რომლებიც არ გინდათ ძებნაში მოხვდეს (-)

სიტყვის წინ მინუს ნიშნის დაწერის შემთხვევაში, თქვენ ატყობინებთ საძიებო სისტემას, რომ არ გინდათ გაჩვენოთ გვერდები, რომლებიც შეიცავენ ამ კონკრეტულ სიტყვას. მინუს ნიშანი უნდა დაწეროთ პირდაპირ სიტყვის წინ, მაგრამ ამ ნიშანს წინ უნდა უსწრებდეს „space". მაგალითად, თუ თქვენ ჩაწერთ > anti-virus software ამ შემთხვევაში მინუს ნიშანი გამოყენებულია, როგორც დეფისი და საძიებო არ აღიქვამს ამას, როგორც გამონაკლის სიმბოლოს. მაგრამ ძებნა > anti-virus -software ამ შემთხვევაში საძიებო მოძებნის სიტყვებს ‘anti-virus’, მაგრამ შედეგებში არ იქნება ნაჩვენები სიტყვა software. ძებნის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოაკლოთ იმდენი სიტყვა, რამდენიც თქვენ გნებავთ, ყველა სიტყვის წინ მინუს ნიშნის დაწერით: jaguar -cars -football –os . ეს მეთოდი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გინდათ, საძიებო სისტემამამ ამოაგდოს ინფრომაცია რომელიმე კონკრეტული საიტიდან. მაგალითად თქვენ არ გინდათ ინფორმაცია nytimes.com ამისათვის საძიებოშ ჩაწერთ -site: nytimes.com

 

The OR operator

თუ თქვენ გინდათ, Google-მ ძებნისას გაჩვენოთ შედეგი ან ერთ ან მეორე სიტყვაზე, თქვენ ძებნა უნდა განახორციელოთ შემდეგნაირად: Travel agency italy or france მაგრამ თუ თქვენ ჩაწერთ Travel agency italy france მაშინ Google გაჩვენებთ შედეგს Travel agency-ზე იტალიაშიც და საფრანგეთშიც.

 

And Operator

თუ თქვენ გაინტერესებთ თუ რა დამოკიდებულებაა, რომელიმე ორ საძიებო სიტყვას შორის, მაგალითად, სიღარიბე და დანაშაული. თუ საძიებოში ჩაწერთ poverty And crime, მაშინ საძიებო გაჩვენებთ შედეგებს, სადაც საუბარია მოცემულ ორივე საძიებო სიტყვაზე.

 

Specific Document Types:

თუ თქვენ ეძებთ რაიმე კონკრეტული ტიპის ფაილს, თქვენ ძებნისას შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილის ტიპი. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ PowerPoint პრეზენტაციის მოძებნა, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ მარკეტინგთან, თქვენ ძებნისას მიუთითებთ:

"internet marketing” filetype:ppt

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ტექსტური ფაილების გაფართოებები:

.doc (Microsoft Word Document)

.docx (Microsoft Word Open XML Document)

. pdf (Portable Document Format)

.msg (Outlook Mail Message)

 

სიტყვის განმარტება

თუ თქვენ გნებავთ, ნახოთ რაიმე სიტყვის ან ფრაზის განმარტება, უბრალოდ გამოიყენეთ "define" . მაგალითად: define:love

 

Wildcards – ჩანაცვლების ნიშანი, რომელიც გამოიყენება კომპიუტერულ მეცნიერებაში (*)

ამ ოპერატორის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ რაიმე სიტყვა მრავლობითი ფორმითაც ან ამ სიტყვის ფუძისგან წარმოებული სხვა სიტყვებიც. ეს ასევე არის ძალიან კარგი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ მოძებნოთ ინფორმაცია სიტყვებზე, რომლის წერაც ზუსტად არ იცით.

მაგალითად:

• sing* მოძებნის singing and sings

• theat* მოძებნის theater and theatre

 

author:

თუ თქვენ გინდათ, მოძებნოთ სტატია, რომელიც შეიცავს რაიმე კონკრეტულ სიტყვას და იცით ამ სტატიის ავტორი, თქვენ საძიებოში შეგიძლიათ მიუთითოთ საძიებო სიტყვა და ავტორის სახელი და გვარი ან Mail მისამართი. მაგალითად, გაინტერესებთ სტატია, რომელიც შეიცავს სიტყვას > children და დაწერილია John Doe-ს მიერ, მაშნ უნდა ჩაწეროთ:

children author:john author:doe ან

children author:doe@someaddress.com

 

 

location:

თუ თქვენ გაინტერესებთ სტატია, რომელიც შეიცავ თქვენს საძიებო სიტყვას და გინდათ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინფორმაცია, მაგალითად, გინდათ სტატია, რომელშიც იქნება საძიებო სიტყვა > queen და ეს სტატია უნდა იყოს კანადიდან, მაშინ ძებნის დროს ჩაწერთ:  queen location:canada

 

 

weather:

თუ თქვენ გაინტერესებთ რომელიმე ქალაქის ამინდის პროგნოზი, მაშნ ძებნისას მიუთითეთ weather Sunnyvale CA

 

to გადამყვანი

თუ თქვენ გინდათ რომელიმე სიდიდე, მაგალითად კილომეტრი გადაიყვანოთ მილებში, მაშნ გამოიყენეთ to ოპერატორი. მაგალითი, 10 km to mile. იგივე მეთოდით შეგიძლიათ გადაიყვანოთ სხვა სიდიდეებიც:

5kg to pounds

11.4 $ to euro

14 year to days

                                                                               

SEO-oriented Operators

ძიება კონკრეტულ ვებ საიტზე (Something site:Something.com)

თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია business blog -ის შესახებ რომელიმე კონკრეტული საიტიდან, მაგალითად mashable.com-იდან , მაშინ საძიებოში ჩაწერთ business blog site:mashable.com და Google გიჩვენებთ გვერდებს mashable.com-იდან რომელებიც შეიცავენ keyword-ებს(ფრაზებს,სიტყვებს) > business, blog.

ხოლო თუ ზუსტად ამ ფრაზის (business blog) მოძებნა გვსურს ვიქცევით ასე:

"business blog” site:mashable.com

site:mashable.com -ძებნისას ვნახულობთ mashable.com-ის ყველა (დაინდექსებულ, გუგლის მიერ ნაპოვნ) გვერდს.

site:seoforgeorgians.com გვიჩვენებს ჩვენს ყველა გვერდს:

 

info:

თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია რაიმე საიტთან დაკავშირებით, მაგალითად amazon.com-ის შესახებ, საძიებოში მიუთითეთ info:amazon.com და გაჩვენებთ საიტის ღწერას, თუ რას შეეხება ის.

 

Host:

თუ თქვენ გაინტერესებთ თუ რომელი კომპანიის ჰოსტინგზეა განთავსებული ესა თუ ის საიტი, საძიებო სისტემაში მიუთითეთ host:disney.com

 

თუ გაინტერესებთ რომელიმე კონკრეტული საიტიდან გამავალი ლინკები, მაშინ საძიებოში ჩაწერეთ link:warriorforum.com და გაჩვენებთ ამ საიტიდან გამავალ ლინკებს.

 

intitle:

intitle:business blog ამ ოპერატორის გამოყენებით საძიებო სისტემა გიჩვენებთ საიტებსა და გვერდებს, რომლის”title tag” შეიცავს თქვენს მიერ მითითებულ საძიებო სიტყვებს, keyword-ებს.

allintitle:

თუ გინდათ მოძებნოთ საიტი ან გვერდი, რომელიც დომენის სახელში(ლინკში) ან meta description-ში(ახწერა) შეიცავს რომელიმე კონკრეტულ სიტყვას, მაგალითად, სიტყვებს ‘business’ და ‘blog’, ძებნის დროს მიუთითეთ:

allintitle:business blog რის შემდეგაც საძიებო სისტემა გამოიტანს ყველა იმ საიტს თუ გვერდს, რომელიც შეიცავს თქვენს მიერ ძებნაში შეყვანილ სიტყვებს. ასევე შეგვიძლია Phrase მოვძებნოთ > business blog:

allintitle:”business blog”. ამ შემთხვევაში თქვენს მიერ შეყვანილი ყველა საძიებო სიტყვა იქნება title tag-ში ზუსტი სიტყვათა თანმიმდევრობით.

Inurl:

Inurl:business blog მოვძებნით საიტებს რომლებსაც ლინკშია სიტყვები business, blog

allinurl:

allinurl:business blog ოპერატორის გამოყენებისას საძიებო სისტემა მოძებნის ყველა საიტს, რომლის ლინკი შეიცავს სიტყვებს: ‘business’ და ‘blog’.

 

Inanchor

Inanchor:”business blog” მოძებნის გვერდებს, რომლის შემავალი (inbound) ლინკები შეიცავს ყველა თქვენს საძიებო სიტყვას.

allinanchor:

მოძებნის გვერდებს, რომლის შემავალი (inbound) ლინკები შეიცავს ყველა თქვენს საძიებო სიტყვას. allinanchor:business blog მოძებნის გვერდებს, რომლიც შედგება ‘business’ and ‘blog’. Anchor არის მაგალითად ფორუმი

 

allintext:

allintext:business blog ოპერატორის გამოყენებით თქვენ მოძებნით დოკუმენტებს, რომლის ძირითადი ტექსტი შეიცავს სიტყვებს ‘business ’ და ‘blog ’.

 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ საიტების გაფართოება, მაგალითად:

 

business blog site:.gov მოძებნის მხოლოდ gov საიტების გვერდებს სადაც ნახსნებია Business, blog

 

"business blog” site:.edu მოძებნის მხოლოდ edu საიტების გვერდებს სადაც ნახსენებია business blog ზუსტი თანმიმდევრობით.

 

"business blog” powered by wordpress site:.edu – ვპოულობთ wordpress-ის ძრავის .edu ბლოგებს სადაც ზუსტი თანმიმდევრობით არის keyword > business blog

 

powered by vbulletin site:.edu – .edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

 

powered by ipb site:.edu - .edu ფორუმები  (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

 

inurl:*.edu inurl:forum – .edu ფორუმები  (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

 

inurl:*.gov inurl:forum - .gov ფორუმები  (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

inurl:*.gov inurl:blog guestbook – .gov ბლოგები (ჩანაწერის გასაკეთებლად)

 

inurl:*.edu inurl:blog guestbook – .edu ბლოგები (ჩანაწერის გასაკეთებლად)

 

site:.edu intext:”powered by phpbb” - edu ფორუმები  (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

 

 site:.edu  intext:”powered by IPB”  -  edu ფორუმები  (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

 

site:.edu  intext:”powered by smf” –  edu ფორუმები  (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

მემგონი აღარ გაგიჭირდებათ edu და gov ლინკების მოსაპოვებლად რესურსების პოვნა.


წყარო:http://seoforgeorgians.com

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 15594 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]