"წითელი" პოლიტ-ელიტა
2011-02-20, 10:58 PM

"წითელი" პოლიტ-ელიტა

ლავრენტი ბერია
ლ. პ. ბერია დაიბადა 1899 წლის 17 (29) მარტს თბილისის გუბერნიის სოხუმის ოლქის სოფელ მერხეულში.

წარჩინებით დაამთავრა ქ. სოხუმის დაწყებითი სკოლა, ხოლო 1919 წელს კი - ქ. ბაქოს საშუალო ტექნიკური სასწავლებლის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მშენებელ-არქიტექტორის სპეციალობით. 1920-1921 წლებში სწავლობდა ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობა დაიწყო 1921 წლიდან.

1938 წლიდან არის სსრკ "შინსახკომის” მთავარი სახალხო კომისრის პირველი მოადგილე.

1938 წლის დეკემბრიდან 1946 წლამდე, აგრეთვე 1953 წლის მარტი-ივნისის პერიოდებში იყო სსრკ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი (გენერალური სახალხო კომისარი) და იმავდროულად სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის მარშალის წოდება.

ოფიციალური მონაცემებით, იგი დადანაშაულებულ იქნა სამშობლოს ღალატსა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების ორგანიზებაში, რის საფუძველზეც შეეფარდა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა გენერალ, შემდგომში კი საბჭოთა კავშირის მარშალ პ. ფ. ბატიცკის მიერ 1953 წლის 23 დეკემბერს. მისი დასაფლავების ადგილი დღესაც უცნობია.

(შენიშვნა: თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი უფრო ადრე, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე იქნა პირადად ნ. ს. ხრუშჩოვის მიერ ფიზიკურად ლიკვიდირებული. მესამე ვერსია კიდევ უფრო სენსაციურია, რომლის თანახმადაც მან სასწაულებრივი გზით შეძლო და მოახერხა მის წინააღმდეგ დაგებული მახისათვის თავის არიდება და ლათინურ ამერიკაში გაქცევა).

ფაქტია, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ გაცხოველდა ინტერესი ლავრენტი ბერიას, როგორც ერთერთი ყველაზე იდუმალებით მოცული პიროვნების შესახებ. მისი შთამომავლების მხრიდან ორჯერ, პირველად ჯერ კიდევ 1953 წელს, მეორედ კი სულ ახლახანს - 2000 წელს იყო მცდელობა მისი საქმის გადახედვისა და რეაბილიტაციის შესახებ, თუმცაღა ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

და მაინც, ვინ იყო იგი რეალურად, სისხლიანი ჯალათი (1937 წელს საქართველოს სსრ-ში რეპრესირებულ პირთა პროცენტული თანაფარდობა უდიდესი იყო სსრკ-ს მასშტაბით), გამჭრიახი პოლიტიკოსი, მტკიცე კომუნისტი, ცინიკოსი ინტრიგანი, მექალთანე და ლოველასი, ავანტიურისტი, ერთგული სტალინისტი თუ პირიქით, მისსავე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანი?

შესაძლოა არც ერთი, არც მეორე და არც მესამე...

თუმცაღა ამ კითხვაზე დღევანდელი გადასახედიდან ცალსახა და უტყუარი პასუხის გაცემა, საბოლოო ვერდიქტის გამოტანა შეუძლებელია. ალბათ უპრიანი იქნებოდა აღნიშნულის განსჯა და შეფასება მომავალი თაობებისათვის მიგვეგდო.

ბოგდან ქობულოვი



ბოგდან ქობულოვი. სახელმწიფო უშიშროების პირველი რანგის კომისარი, გენერალ_პოლკოვნიკი, ლავრენტი ბერიას ,,მარჯვენა ხელი”.დაიბადა თბილისში 1904 წელს, თერძის ოჯახში. ეროვნებით სომეხი. 1925 წელს შევიდა პარტიაში. 1936 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის ფედერაციის სახელმწიფო უშუშროების ეკონომიკური სამმართველოს ხელმძღვანელი. 1937 წლის 19 მარტიდან საქრთველოს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსის მოადგილე. 1938 წლის სექტემბრიდან სსრკ-ს შინსახკომის პირველი სამმართველოს საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1938 წლის დეკემბრიდან კი სსრკ-ს შინსახკომის საგამოძიებო ნაწილის უფროსი. N1693 ბრძანების თანახმად, 1939 წლის 4 სექტემბრიდან იგი ინიშნება სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის მთავარი ეკონომიკური სამმართველოს უფროსად. 1941 წლის 25 თებერვლიდან სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების სახკომის ხელმძღვანელის თანაშემწეა, 30 ივლისიდან კი შს სახკომის თავმჯდომარის მოადგილე.

1944წ ჩეჩენთა და ინგუშთა გასახლებისათვის დაჯილდოებულია სუვოროვის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით. ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა ყირიმის ასსრ-ის ,,მავნე ელემენტებისგან წმენდის” ოპერაციას. 1944 წლის 15 ივლისს დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით ყაბარდო-ბალკანეთის ტერიტორიიდან ბერძნების, თათრების, ბულგარელებისა და სომხების გასახლების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.1953 წლის 12 მარტიდან, სტალინის სიკვდილისთანავე, დაინიშნა სსრკ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

ბ. ქობულოვის ორგანიზატორობით მოხდა ჩინეთში არსებული საბჭოთა წარმომადგენლის ი. ბოვკუნ-ლუგანცისა და მისი მეუღლის ლიკვიდაცია. იგი დაკითხვისას თვითონ აწამებდა და კლავდა პატიმრებს საკანშივე. 1953 წლის ივნისში სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააპატიმრეს, გასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი 1953 წლის 23 დეკემბერს.

სერგო ორჯონიკიძე



საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. დაიბადა 1886 წელს, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში, ქუთაისის გუბერნიაში. განათლება მიიღო თბილისის ორწლიან სასწავლებელში, შემდეგ კი საფერშლო სკოლაში, რომელიც 1905 წელს დაამთავრა. ჟერ კიდევ მოსწავლეობისას გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ რგოლში. 1903 წლიდან კი რსდმპ (ბ) ფრაქციაში. დასავლეთ საქართველოში ფერშლად მუშაობისას იგი აქტიურად ეწევა რევოლუციურ საქმიანობას . 1909 წელს ორჯონიკიძე გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში, საიდანაც ბაქოში გამოიქცა. Bბაქოს სდმპ კომიტეტის გადაწვეტილებით 1909 წლის შემოდგომაზე მან მონაწილეობა მიიღო ირანის რევოლუციაში. სერგო ოჯონიკიძე მუდმივად იმყოფებოდა პარიზში არსებულ რევოლუციურ ჯგუფთან კავშირში და მუდმივად იღებდა ამ ჯგუფისაგან საჭირო ლიტერატურასა და მითითებებს.

1911 წელს იგი გაემგავრა პარიზთან ახლოს, ლენინის მიერ ორგანიზებულ პარტიულ სკოლაში სასწავლებლად, საიდანაც რუსეთში დაბრუნდა მეექვსე მოწვევის პარტიული კონფერენციის წევრის სახით. 1912 წლის იანვარში ორჯონიკიძე არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის წევრადGU და რსდმპ ბიუროს წევრად.

1912 იგი სტალინთან ერთად დაბრუნდა პეტერბურგში სადაც დაიჭირეს და სამი წელი კატორღა მიუსაჯეს. 1915 წ. კი იგი გადააგზავნეს იაკუტსკში სამუდამო პატიმრობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი დაბრუნდა პეტროგრადში. იყო პარტიის მეექვსე ყრილობის დელეგატი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დეკემბერში ორჯონიკიძე დაინიშნა საგანგებო მნიშვნელობის კომისრად უკრაინის , სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებში.

სამოქალაქო ომის დროს ეწეოდა სამხედრო , პარტიულ და სახელმწიფო საქმიანობას, იყო ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, ვისი თაოსნობითაც მოხდა საქართველოსა და სომხეთში საბჭოთა წყობილების დამყარება.

1922-26 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტს. 1930 წლიდან გახდა საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის საკავშირო საბჭოს წევრი. ასევე ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი. იგი სტალინის მომხრე და ერთგული იყო.

ერთ-ერთი ვერსიით მან სიცოცხლე 1937წელს თვითმკვლელობით დაამთავრა. დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე.

ივანე (მამია) ორახელაშვილი



ივანე (მამია) ორახელაშვილი დაიბადა 1881 წლის 29 მაისს. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. განათლება მიიღო სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1903 წლიდან ირიცხება რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას პეტერბურგში.იყო ბოლშევიკი. 1908 წლიდან მუშაობდა კასპიისპირეთში ექიმად. 1917 წლიდან იყო კავკასიის კპ(ბ) კომიტეტის წევრი. 1918 წელს იგი დააპატიმრა საქართველოს ხელისუფლებამ, გათავისუფლდა 1920 წელს საქართველოსა და საბჭოების შეთანხმების საფუძველზე. ამავე წლის მაისიდან იგი საქართველოს კპ(ბ)_ს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე და კავკასიის ცკ-ს ბიუროს წევრია. მამია ორახელაშვილი საქართველოს გასაბჭოების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი, 1921 წლის თებერვლიდან საქართველოს რევკომს ხელმძღვანელობს, მარტიდან კი საქართველოს კპ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივანია და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე. 1926-1934წწ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1930 წლიდან გაზეთ ,, правда "-ს რედკოლეგიის წევრი. 1931 წელს, მოსკოვში, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელთა შეკრებაზე, სადაც სტალინმა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივნის კანდიდატად ლავრენტი ბერია დაასახელა, ორახელაშვილმა ასეთი ფრაზა თქვა: _ ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი სიურპრიზი გავუკეთოთ პარტორგანიზაციებს - ეს სიტყვები ორახელაშვილს ძვირად დაუჯდა. 1932 წლიდან დაპატიმრებამდე იგი იყო მარქსის-ენგელსისა და ლენინის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1937 წლის აპრილში ორახელაშვილი გაგზავნილ იქნა ასტრახანში, სადაც 26 ივნისს დაიჭირეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ზოგიერთი წყაროების მიხედვით იგი დაკითხვის დროს მოკლა ქობულოვმა, სხვა წყაროებით კი, სამეულის მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად იქნა დახვრეტილი. პირდაპირ საკანში დახვრიტეს მისი მეუღლეც, მარიამ მიქელაძე, ქალიშვილი ქეთევან ორახელაშვილი კი გადაასახლეს, საიდანაც 1955 წელს დაბრუნდა და იქნა რეაბილიტირებული.

ფილიპე მახარაძე



ფილიპე მახარაძე ( დაიბადა 9.3. 1868 თბილისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის დაბა კარისკუპე. გარდაიცვალა 10.12. 1941 თბილისი) სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. მღვდლის შვილი. განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში (1884). სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში (არ დაუმთავრებია). 1891 წლიდან წევრია რსდმპ-სა (რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტია). ბოლშევიკი. 1903 წლიდან ირიცხება რსდმპ პარტიის კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრად. 1915 წლის თებერვალში განწესებულ იქნა ბაქოს გუბერნიაში. შემდგომში გაიქცა ქუთაისში. 1916 წელს კი თბილისში ჩამოვიდა. 1917 წლიდან გაზეთის "კავკასიის მუშა” რედაქტორია. 1917 წლის ოქტომბრიდან ირიცხება რსდმპ-ს კავკასიის რეგიონის წევრად. 1918-1920 წლებში საქართველოს იატაკქვეშა მოძრაოიბის აქტიური წევრია. 1920 წლიდან ცკრკპ(ბ) კავკასიის ბიუროს და საქართველოს ცკკპ(ბ) წევრია. 1921 წლის მარტიდან საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო 1922 წლიდან საქართველოს საგეგმო კომიტეტის (გოსპლანი) ხელმძღვანელია. 1937 წლიდან სსსრ უმაღლესი საბჭოს მოწვევის დეპუტატია. 1938 წლიდან საქართველოს უმაღლესი საბჭოს მოწვევის პრეზიდიუმის თავმჯდომარე და სსსრ პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს ბოლშევიკური პარტიის შესახებ ისტორიული ნაშრომების ავტორი. ისეთების როგორიცაა: "ნარკვევები ამიერკავკასიის რევოლუციური მოძრაობის შესახებ” (თბილისი 1927), "რჩევები და ბრძოლა საქართველოში საბჭოთა ძალაუფლებისათვის (თბილისი 1928). ფილიპე მახარაძე ერთ-ერთი ძველი ბოლშევიკთაგანია რომელმაც გადაიტანა სტალინური "წმენდა”.
მახარაძე დაქორწინებული იყო საზოგადო მოღვაწესა და მასწავლებელზე ნინა სვორნიკოვაზე. თავისდროზე ქუთაისში მის მოსწავლეთა შორის ერთ-ერთი იყო ვ.ვ.მაიაკოვსკი.

აბელ ენუქიძე



აბელ ენუქიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ წკადისში, გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისის ტექნიკურ სასწავლებელში. 1897-1900წ.წ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშად,ხოლო 1900 წლიდან მემანქანის თანაშემწედ ბაქოში. 1898 წელს რსდმპ-ის წევრი ხდება. იყო ბოლშევიკი. 1906 წლიდან ეწევა პარტიულ მუშაობას. 1914 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში. 1916 წლის ბოლოს გაწვეულ იქნა ჯარში. Mმონაწილეობდა 1917 წლის რევოლუციაში პეტროგრადში, ამავე წელს ბოლშევიკების მიერ არჩეულ იქნა საკ-ის წევრად. 1917 წლის ივნისიდან პეტროგრადის საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ნოემბრიდან ამ კომიტეტის სამხედრო განყოფილებას ხელმძღვანელობს. 1918 წლის ივლისიდან საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მდივანია.
1922 წლის დეკემბრიდან 1935 წლის მარტამდე აბელ ენუქიძე იყო საბჭოთა კავშირის ცაკ-ის პრეზიდიუმის მდივანი. 1934 წლიდან ის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრია. Pსხვა პარტიულ ხელმძღვანელთაგან განსხვავებით ენუქიძეს ახასიათებდნენ როგორც ფუფუნებისა და ქალების მოყვარულ ადამიანს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ 1935 წელს ცენტრალური კომიტეტიდან გარიცხეს ,,за политическое и бытовое разложение”. 1935 წელს დაინიშნა ხარკოვის სამხარეო საავტომობილო ტრესტის დირექტორად. 1937 წლის 11 თებერვალს იგი დააპატიმრეს, 29 ოქტომბერს კი დახვრეტა მიუსაჯეს ანტისაბჭოური საქმიანობისთვის. აბელ ენუქიძე ღია პოლიტიკურ პროცესებში მოიხსენიებოდა, როგორც კრემლში არსებულ შეთქმულთა ჯგუფის ხელმძღვანელი. ენუქიძე რეაბილიტირებულია 1960 წელს და აღდგენილია პარტიის წევრად.

მიხეილ ცხაკაია

მიხა ცხაკაია. (1865-1950) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე . 1892-1893 ორგანიზაციის ,,მესამე დასის”’ მონაწილე. 1923-1930 ცაკ ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი) ასფსრ-ს (ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა) ერთ-ერთ თავჯდომარე. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ცაკ-ის თავჯდომარე.
მიხეილ გრიგოლის ძე ცხაკაია რევოლუციონერი, სახემწიფო და პარტიული მოღვაწეა. სტალინის მეჯვარე( პირველ მეუღლესთან ე. სვანიძე ეკლესიური ჯვრისწერის) და აქტიური თანამოაზრე რევოლუციურ საქმიანობაში. Fენგელსის მეგობარი. 1905-1907 წლების ბაქოს რევოლუციის მონაწილე.
1903 წლიდან ცხაკაია წევრია ,, კავკასიის კომიტეტის კავშირისა” , რომელიც დაფუძნებული იქნა ამიერკავკასიის სოციალ- დემოკრატიული ორგანიზაციის მიერ. ცხაკაია (პარტიული ფსევდონიმი ბარსოვი) მონაწილეა რსდმპ (რუსეთის სოციალ დემოკტატიული მუშათა პარტიის )სხდომის, რომელიც ჩატარდა ლონდონში 1907 წელს, საქართველოდან მასში მონაწილე ყველა დეპუტატი მენშევიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, ხოლო Oორი დეპუტატები, ცხაკაია და ჯუღაშვილი კი დაშვებულ იქნენ მხოლოდ სათათბიროს ხმის უფლებით.

ალექსი გეგეჭკორი

ალექსი გეგეჭკორი (პარტიული ფსევდონიმით საშა) დაიბადა 23.11.1887 დაბა ნაოგალეზი. ახლანდელი გეგეჭკორის რაიონი. Gგარდაიცვალა 7.6 1928 თბილისი) საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. Kკავკასიის რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. დაიბადა ქართველი მემამულის ოჯახში. იგი
1902 წლიდან აქტიური მონაწილეა რევოლუციური მოძრაობისა. 1908 წლიდან კი კომუნისტური პარტიის წევრი. Pპარტიულ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოში, თბილისში, ჩელიაბინსკსში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. Aარა ერთხელ იქნა რეპრესორებული. თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917წ. მონაწილეობდა ქუთაისის ბოლშევიკური ბიუროს შექმნაში. 1918 წლიდან საქართველოს პარტიული კომიტეტის თავჯდომარეა. იგი ერთ-ერთი ხელმძღვანელია საქართველოს მენშევიკური პარტიის წინაამღდეგ აჯანყებისა. 1918 შემოდგომაზე თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა თერგის ოლქთან. 1921-1922წ.წ. თბილისისა და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარეა. 1922-23 წლებში საშინაო საქმეების და მიწათმოქმედების სახალხო კომისარია. ამავდროულად, 1922 წლიდან საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე. საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) მე-11 და მე-15 ყრილობის დელეგატი. Dდაჯილდოვებულია წითელი დროშის ორდენით.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1124 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]