2011-04-17, 5:27 PM | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფრანკლინ დელანო რუზველტი (Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 - გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ. დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზევლტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა. იგი ლენდ-ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს თავს დაესხა, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენრმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნანახია: 969 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |