ფ ა შ ი ზ მ ი
2011-04-29, 5:03 PM
ტერმინი ფაშიზმი მოდის სიტყვიდან Fasces. Fasces ესაა ძველ რომში მაგისტრების ძალაუფლების სიმბოლო – წნელის შეკვრა, შუაში ნაჯახით. პრინციპი შემდეგშია: ერთი წკნელი ადვილად ტყდება, შეკვრა კი – ძნელად. აქედან მოდის ერთ ერთი ფაშისტური ლოზუნგი – ძალა ერთობაშია.
ეს იდეოლოგია მეოცე საუკუნის იდეოლოგიაა, მას ზოგჯერ ომთაშორის იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ. პირველი ფაშისტური მოძრაობა, პარტია იტალიაში შეიქმნა. ბენიტო მუსოლინიმ, ჯერ კიდევ ომის დროს შექმნა ფაშისტური რაზმები, ხოლო ომის შემდეგ, 1919 წელს ჩამოაყალიბა ფაშისტური პარტია. 1921 წელს ეს პარტია მოვიდა მთავრობაში და იტალია იყო პირველი სახელმწიფო ფაშისტური მთავრობით. თითქმის პარალელურად იქმნება გერმანიაში ფაშისტური პარტია - ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. ფაშიზმი გავრცელდა ასევე ესპანეთში ფრანკოს დიქტატურით, პორტუგალიაში პარტია "ახალი სახელმწიფოს” საქმიანობით, რუმინეთშიც, სადაც ფაშისტური პარტიას ერქვა Arrow Cross Party, უნგრეთშიც. მუსოლინიმ პირველად გამოიყენა ტერმინი ფაშისტი როგორც პოლიტიკური ტერმინი.
ფაშიზმის გავრცელებას, შექმნას რამდენიმე მიზეზი ქონდა და ეს ძირითადად პირველი მსოფლიო ომის შედეგად შექმნილი გარემოებებია:
• ომის შემდეგ ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიულობა მიზანი გახდა, მაგრამ ხელისუფლება სუსტი აღმოჩნდა. ხოლო როცა ხელისუფლება სუსტია და დიდი პრობლემებია იქ დემოკრატიულობას სახელი და ავტორიტეტი ეკარგება, ხალხი ლიდერს ეძებს.
• ფაშიზმმა გამოიყენა სოციალური ვითარება, საშუალო ფენა რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, "იჩაგრებოდა”. ამიტომ ფაშისტებმა ამ ფენისთვის მოსაწონი მიზნები გაახმაურეს და ისინი მოიმხრეს, თუმცა როგორც გერმანიაში, ისე იტალიაში, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთავრობამ უკვე ძლიერი ბურჟუაზიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ეს ძველი მოკავშირეები გაწირა. ამავე დროს არც ბურჟუაზია უარობდა მის დახმარებაზე. მიზეზი შემდეგშია: ბურჟუაზიას ყველაზე მეტად რუსული რევოლუციის ევროპაში გავრცელებისა ეშინოდა და ფაშისტებში ხედავდა იმ ძალას რომელიც რევოლუციას დაუპრისპირდებოდა.
• ვერსალის ხელშეკრულებამ და ზავმა დიდი იმედგაცრუება მოიტანა. ისეთ ქვეყნებში სადაც დემოკრატიული სისტემა არ არსებობდა, ვერსალის შეთანხმებებმა გზა გაუხსნა უკიდურესი ნაციონალიზმის გავრცელებას. ამ მხრივ აღსანიშნავია გერმანია რომელსაც მისთვის დამამცირებელი პირობები წაუყენეს და მოაწერინეს ხელი. იტალია კი მართალია იბრძოდა მოკავშირეების გვერდზე, მაგრამ ომის დროს დაკავებული ტერიტორიები წაართვა ახალმა სისტემამ და ახალმა პრიციპებმა რომლის დანერგვასაც იდეალისტი ვილსონი ცდილობდა.
დავა ფაშიზსტურ, როგორც ასეთ იდეოლოგიაზე, კვლავ მიმდინარეობს. ბევრი მას იდეოლოგიად სულაც არ მიიჩნევს. ერთ ერთი მიზეზი ისაა რომ მას არ გააჩნია იდეათა სისტემურობა. არაა გამოკვეთილი თუ რაა მისი მიზანი, რას ემსახურება. სხვადასხვა ფაშისტურ ქვეყანაში ფაშიზმმა სხვადასხვა საფუძველი და მიზანი იპოვა. ჰიტლერი ფაშიზმს უწოდებდა მსოფლიოს მისეულ ხედვას, მისთვის ეს იყო ის როგორაც ის სამყაროს ხედავდა. თუ ჰიტლერი ასე იქცეოდა, მეორე ფაშისტი ლიდერი შეიძლება სხვა ხედვისა იყოს. ფაშისტებს დიდ თეორიული საფუძველი არ გააჩნიათ. ისინი ძირითადად პრაქტიკაზე, სულზე, ქმედებაზე არიან ორიენტირებულები. მეორე მიზეზი ეს სიმპტომების არქონაა. არაა გამოკვეთილი როდის ხდება პარტია ფაშისტური, რას ნიშნავს თვითონ ფაშისტური პარტია, რაა მისი მიზანი გარდა ხელისუფლებაში მოსვლისა. ამბობენ რომ ესაა რეაქცია დასავლური აზროვნების გავრცელებაზე.
მიუხედავად ამისა ფაშიზმს გააჩნია გარკვეული მახასიათებლები, რომელიც სხვადასხვა ფაშისური პარტიისთვისაა ნიშანდობლივი. ეს თემებია: ანტირაციონალიზმი, ბრძოლა, ლიდერი, სოციალიზმი, ულტრანაციონალიზმი.
ანტირაციონალიზმი
ფაშიზმს ზოგჯერ მოიხსენიებენ ანტილიბერალურ იდეოლოგიად. თვითონ მუსოლინი ფაშიზმს უწოდებდა მემარჯვენე კოლექტივისტურ იდეოლოგიას რომელიც უპირისპირდება ლიბერალიზმს, სოციალიზმს, დემოკრატიას, ინდივიდუალიზმს. "ჩვენ გვჯერა რომ თუკი XIX საუკუნე იყო ლიბერალიზმისა ეს საუკუნე იქნება კოლექტივიზმის, ფაშიზმის საუკუნე.”- მუსოლინი. ის უპირისპირდება ლიბერალურ აზრს გონებასა და რაციონალურობაზე და არის ირაციონალური. თუკი ლიბერალები მიუთითებენ ადამიანთა ნათელ გონებაზე, მათ უნარზე იმოქმედონ გააზრებულად, ფაშიზმი ამას უპირისპირებს იმ აზრს რომ ადამიანის გონება დამოკიდებულია რაღაც უფრო მაღალ ნებაზე, ემოციაზე. როგორც ნიცშე წერდა "ძალაუფლების ნებაზე”. ირაციონალიზმმა ფაშიზმში გამოიწვია ის რომ ეს იდეოლოგია თეორიას, ფილოსოფიას უსარგებლოდ მიიჩნევს და აქცენტს არა გონებაზე, ფიქრზე, არამედ ქმედებაზე, საქმეზე, პროცესზე აკეთებს. ფაშიტებს ყოველთვის ეტყობათ არა მაღალინელექტუალური დონე, არამედ ეფექტური და ორგანიზებული საქმიანობა, იდეის ერთგულება. ფაშისტი ლიდერები ემოციაზე პირდაპირ არ მოქმედებდნენ, ის აჟღერებდა, ახმაურებდა და უსახადა ღირებულებებს, მიზნებს რის დროსაც ხალხი ერთ მასად და მათ მხარდამჭერად გადაიქცეოდა. ირაციონალიზმმა ფაშიზმში ის გამოიწვია რომ ის დასავლური აზროვნებისთვის დამახასიათებელი პრინციპების სრულიად უარყოფითი და ცუდი განმარტება აღმოჩნდა. მისთვის დემოკრატია ეს დიქტატურაა, თავისუფლება - მორჩილება, პროგრესი ეს ომია. მისი მიმდევრები ერთგულობენ იდეას იმით რომ ეწინააღმდეგებიან რაღაც სხვა იდეას. ანუ ფაშისტმა იცის ერთგულება, მაგრამ მისი მოქმედების ძალა იმაშია რომ მან უკეთ იცის თუ რისი მოწინააღმდეგეა. აქცენტია არა იმაზე თუ რას ვემხრობი (რაციონალურობა) არამედ იმაზე თუ რისი მოწინააღმდეგე ვარ (ირაციონალურობა). ირაციონალურად ესმით მათ ისტორიის გაგება, ერების ისტორია. ჰედერისთვის ერი ესაა არა რაციონალურად, ინტერესებზე გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა, არამედ, საზოგადოება, ერი ესაა ერთმანეთთან ემოციურად, ქვეცნობიერად დაკავშირებულთა ერთობა. შედეგად ეროვნული საზოგადოება მყარი ერთობაა, მისი დაშლა შეუძლებელია რადგან მას უკვე აერთებს არა მარტო ემოციური ნაწილი, არმედ საერთო კულტურა, ისტორია. ამიტომ აქცენტი ერთობაზეა და არა ინდივიდზე, ერის სიძლიერე მის ერთობაშია, შესაბმისად ლოზუნგიც: ძალა ერთობაშია.
ბრძოლა
ჩარლზ დარვინის თეორია პოლიტიკაშიც გავცელდა და ბევრმა იდეოლოგიამ მას მხარი დაუჭირა. დარვინიზმი საუბრობს ბუნების წესზე, რომლის მიხედვითაც იმარჯვებს ძლიერი და ის ვინც დროს ეგუება. დარვინიზმი სოციალური, დამახასიათებელია ლიებრალიზმისთვის მაგრამ ლიბერალიზმის განვითარება თანამედროვე ლიბერალიზმის სახით იქითკენ წავიდა რომ ის დაუპირისპირდა ასეთ სამართლიანობას და მოგვცა სამართლიანობისა და თანასწორობის უკეთესი ვარიანტი. მაგრამ ფაშიზმში დარვინიზმმა მისთვის ჩვეული - უკიდურესი ფორმა მიიღო და ის გავრცელდა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ გასატარებელ პოლიტიკაში. ქვეყნის შიგნით: ფაშისტისთვის მისაბაძია ძლიერი, ერთგული, გამარჯვებული, მორჩილი ადამიანი. ჰიტლერი ამ იდეის ბოლომდე ერთგული დარჩა. დარვინიზმით იმარჯვებს მხოლოდ ძლიერი, სუსტი ნადგურდება. იმისთვის რომ ძლიერი (გერმანელები) ძლიერებადვე დარჩენილიყვნენ შემოიღეს კანონი რითაც გერმანელებში ჭკუასუსტებს, ინვალიდებს, არასრულ ადამიანებს ცალკე ბანაკებში ათავსებდნენ და შემდეგ ანადგურებდნენ. თვითონ ჰიტლერი წერს თავის წიგნში რომ გერმანიის უდიდესი საგანძური ეს ბავშვია, რომელიც ბავშვობიდანვე ისე უნდა გაიზარდოს რომ იყოს ფიზიკურად ძლიერი რათა ასევე ძლიერი შთამომავლობა დატოვოს. გერმანელს მოეთხოვებოდა არა მარტო ჯარის დამთავრება და მოხდა არამედ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ რის გარეშეც ის ვერ მოიყვანდა ცოლს. თვითონ ომის ბოლო დღეებში ჰიტლერი ამ იდეას ერთგულებდა. ხედავდა რა გერმანელების მარცხს, მან ბრძანა ბერლინის მეტროში შეფარებული ხალხი დაეხრჩოთ წყლით, რადგან როგორც თვითონ თქვა: გერმანელებმა ვერ შეძლეს გამარჯვება, ისინი როგორც სუსტები უნდა განადგურდნენ. სუსტს არ ქონდა უფლება ცხოვრების, მას არ სცემდნენ პატივს, სისუსტე ეს დიდი ნაკლი იყო. აქ სიძლიერეში უპირველესად ფიზიკური სიძლიერე და ის ფაშისტური თვისებები იგულისხმება როგორიცაა მორჩილება და ერთგულება. სოციალური დარვინიზმი საგარეო პოლიტიკაში გავრცელდა და ის ამბობდა რომ გერმანია, როგორც უმაღლესი არიული რასის სახელმწიფო უნდა ბატონობდეს სუსტებზე და რომ მას სჭირდება საარსებო არეალი Lებენსრაუმ. ამისთვის მას უნდა დაეპყრო აღმოსავლეთი, სლავები და მონებად ექცია ისინი, და გაენადგურებინა ებრაელები.
ლიდერი
ფაშიზმისთვის დამახასიათებელია ლიდერის არსებობა რომელიც შეუზღუდავია. ზოგადად ფაშისტები საზოგადოებას სამ ფენად ყოფენ: უმთავრესი ესაა ლიდერი შემდეგ მოდის მეომარი ელიტა, რომელიც ბუნებრივია ემორჩილება ლიდერს და ის არის ამ ლიდერის გეგმების გამტარებელი და მესამე ფენა ესაა უსური ხალხი, მასა რომელსაც მხოლოდ მორჩილების უფლება გააჩნია. ამ სამიდან უმთავრესი ეს ლიდერია, რომელიც არის ნიცშესეული ზეკაცის განსახიერება. მას აქვს უნარი წაუძღვეს ერს, მან უკეთ იცის რა სურს ერს, ხალხს, რა უნდა მას და როგორ მივიდეს ამ მიზნამდე. ის შეუზღუდავია. მუსოლინიმ ლიდერობის აღსანიშნავად დაირქვა Dუცე-დუჩე, ხოლო ჰიტლერმა Fურერ –ფიურერი. ასეთ ვითარებაში ქარიზმატულ ლიდერებს, პოპულისტებს უდიდესი წარმატების მიღწევა შეუძლიათ რაც გააკეთეს კიდეც მუსოლინიმ და ჰიტლერმა. იგივე ჰიტლერი პროპაგანდას საუკეთესოდ იყენებდა. მან შემოიღო შშ, რომელიც თავიდან როგორც მისი დაცვა შემდეგ კი მეორე ფენის საზოგადოება შეიქმნა და მებრძოლი ელიტის როლს ასრულებდა. ხალხს კი მონაწილეობას აღებინებდნენ აღლუმებში, მიტინგებში, გამოსვლებსა თუ დემონსტრაციებში და ამით უნერგავდნენ გრძნობას რომ ისინი მონაწილეობდნენ ქვეყნის შექმნაში, რეალურად კი ფიქტიური გახდა ანდა საერთოდ გაუქმნდა არჩევნები.
სოციალიზმი
ფაშიზმი კაპიტალიზმისა და ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ ემხრობა იდეას რომ ერი მაღლა დგას პიროვნებაზე, ხოლო საერთო კეთილდღეობა უპირატესია პიროვნულ კეთილდღეობაზე. ეს სოციალიზმის ფორმაცაა მაგრამ რუსული ვარიანტი გერმანიაში ვერ გავრცელდა რადგანაც გერმანიაში სოციალიზმი თუ სხვა აზროვნება მკაცრ რასიალურ და ნაციონალურ ბარრიერს აწყდებოდა და რუსულ ინტერნაციონალს განიხილავდნენ როგორც არა მუშათა კლასის არამედ რუსების, სლავების გამარჯვებას გერმანელებზე. ქვეყნის შიგნით გერმანიაში ჰიტლერმა თავიდან საშუალო მრავალრიცხოვანი კლასის მხარდაჭერა მიიღო. ბევრს მიაჩნდა რომ ჰიტლერი ბოლომდე სოციალისტი და ანტიკაპიტალისტი იყო, მაგრამ როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა და დაიწყო ყოფილი მოკავშირეების განადგურება, უპირველესი მსხვერპლიდან გახდა სწორედ ამ საშუალო სოციალური ფენის მხარდაჭერი ორგანიზაცია და მისი ლიდერი. "გრძელი დანების ღამეები-"ს შედეგად ეს ფენა გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ამით ჰიტლერმა დიდი ბურჟუაზიისგან მიიღო მხარდაჭერა და დასავლელმა დემოკრატებმა და კაპიტალისტებმა იფიქრეს რომ ჰიტლერის წინა პოზიცია ეს იყო ნიღაბი რომ ის მოსულიყო ხელისუფლებაში და გადაერჩინა კაპიტალიზმი. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას რომ ფაშისტები, განსაკუთრებით გერმანიაში, ეკონომიკაში ჩარევისას არაფერი დიდი იდეოლოგიური პოზიციით არ გამოირჩეოდნენ. ისინი პრაგმატიკოსები იყვნენ და სახელმწიფო უდიდესად ერეოდა ეკონომიკაში. მაგალითისთვის, როცა დასავლეთში კეინსიანიზმი კრიტიკას აწყდებოდა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად მაინც ნელ ნელა ახერხებდნენ რომ თავისუფალ ბაზარში სახელმწიფო ჩარეულიყო, გერმანიაში ამგვარი იდეური წინააღმდეგობები არც იყო და სახელმწიფო მთლიანად ერეოდა ეკონომიკაში და შედეგიც საოცარი იყო: 18 თვიდან, რაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, უმუშევრობა ორჯერ შემცირდა. კომუნიზმის, მარქსიზმის და ლენინის სიძულვილი ფაშისტებს არც ომის ბოლო დღეებში ღალატობდა.
ულტრანაციონალიზმი
ფაშიზმი ყველაზე მეტად ნაციონალიზმთან ასოცირდება. ფაშიზმში მან მიიღო უკიდურესი ფორმები: შოვინისტური, ექსპანსიური, ულტრანაციონალური. ამის საფუძველი კვაზიმეცნიერული პოზიციაა სამყაროს რასებად დაყოფის შესახებ. ზოგადად არის უმაღლესი რასა – არიული, ის აღმატებულია სხვაზე და სხვა უნდა ემორჩილებოდეს მას. არის ებრაული რასა რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა განადგურდეს ხოლო სლავური კი მონობაში უნდა იყოს და ემსახუროს არიულს. არსებული ვითარება როცა ცუდია ეს მიზეზია ებრაელებისა, მაგრამ ფაშისტები ემხრობიან იდეას რომ ის დიდებული წარსული კვლავ აღდგება და უკეთესი მომავალი ელის ერს. მუსოლინი ამით რომის ძველ დიდებას ახსენებდა იტალელებს, ხოლო ჰიტლერი კარლოს დიდი იმპერიას (პირველი რაიხი), ბისმარკის იმერიას (მეორე რაიხი) და მომავლისთვის ქმნიდა მესამე რაიხს (ათასწლოვანი იმპერია). ნაციონალიზმის უკიდურესი ფორმის შექმნაში დიდი წვლილი პირველმა მსოფლიო ომმა და მისმა შედეგებმა, ვერსალის ზავმა შეიტანა. ჰიტლერს ღრმად წამდა რომ გერმანია ომში კი არ დაამარცხეს, არამედ მას შეთქმულება მოუწყვეს ებრაელებმა და როცა კაიზერის ჯარი მტრის მიწაზე იდგა, მას ხელი კაპიტულაციაზე მოაწერინეს. ეს პოზიცია ერთ ერთი საბაბია რისთვისაც მას სძულდა ებრაელები და უნდოდა მათი განადგურება. როგორც თვითონ წერს:”ებრაელი ბოლომდე ებრაელი რჩება და მისი გაგერმანელება არ იქნება ამიტომ უნდა განადგურდნენ.” ვერსალის ზავმა კი გერმანიის თავმოყვარეობაზე დიდად იმოქმედა. ომის დაწყებიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ გერმანიის იმპერიას სამარცხვინო კაპიტულაციააზე მოაწერინეს ხელი და უმძიმესი კონტრიბუცია დააკისრეს, რაც ეროვნულ თავმოყვარეობაზე დიდად მოქმედებდა ხოლო ასეთ დროს ჰიტლერის ნაირი ლიდერის არსებობა საკმარისი იყო ფაშიზმის პოპულარიზაციისთვის. ნაციონალური მომენტი მათ ეკონომიკაშიც ჩადეს. ქვეყანამ თავისი თავი თავად უნდა მოამარაგოს. ფაშისტები უარყოფდნენ ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკას. ეს მიმართული იყო იქითკენ რომ ადრე თუ გვიან გერმანელების რიცხვი გაიზრდებოდა, ქვეყანას მათი გამოკვებისთვის ახალი მიწა და ხალხი უნდა დაემორჩილებინა. გერმანელებისთვის ამგვარი საარსებო არეალი ესაა აღმოსავლეთი (სლავების მიწა), იაპონიისთვის აზიის აღმოსავლეთი, იტალიისთვის აფრიკული იმპერია.
ესაა ფაშიზმის ზოგადი მახასიათებლები. ლიდერის აუცილებლობა, უკიდურესი ნაციონალიზმი, ირაციონალიზმი, ბრძოლის და გადარჩენის იდეა მახასიათებელია ფაშისტური მოძრაობისთვის. ფაშისტურები იყვნენ იტალია, გერმანია, პორტუგალია, უნგრეთი, რუმინეთი, ესპანეთი. ამათგან ყველაზე ცნობილი იტალია და გერმანიაა რომელთაც ყველაზე მეტად წარმოაჩინეს და შექმნეს ეს იდეოლოგია და რეალურად ამ ქვეყნების დამარცხებით დამარცხდა ფაშიზმით.
იტალიაში შექმნილი მოძრაობა გერმანიაში ჰიტლერმა დაამკვიდრა. მას მოწონდა მუსოლინის მეთოდები მართვისა და ბაძავდა საწყის ეტაპზე. ეს ყველაზე კარგად ჩანს კანცლერობის დასაწყისში მისი და მუსოლინის საერთო კადრების ნახვისას როცა ჰიტლერი თავის იტალიელ მოკავშირესთან მოკრძალებულად და დაკვირვებით იქცევა. მიუხედავად იმისა რომ ორივე ფაშისტები იყვნენ, იტალიაში ფაშიზმი უფრო მეტ საყდენს სულ სხვა რამეში პოულობდა ვიდრე გერმანიაში და იტალიური ფაშიზმი სულ სხვა ფორმით არსებობდა ვიდრე გერმანული. იტალიაში ფაშიზმმა მიიღო ტოტალიტარული სახელმწიფოს ფორმა, ხოლო გერმანიაში ნაციონალ სოციალისტური მუშათა პარტიამ (ნაცისტებმა) ქვეყანა დააფუძნეს რასის იდეასა და რასიალიზმე.
იტალიური ფაშიზმი
ტოტალიტარიზმი ნიშნავს როცა სახელმწიფო მოიცავს ყველა სფეროს და მართავს მას. ესაა კულტურა, ხელოვნება, საზოგადოება, ოჯახი, პირადი ცხოვრება. იტალიაში ფაშისტი ესაა მორჩილი, ერთგული ადამიანი. მისთვის საზოგადო, კოლექტიური კეთილდღეობა პირადულზე მაღლა დგას. არის ლიდერი და მორჩილებენ მას. ყოველივე ეს გამოიხატება იტალიურ ფაშისტურ ლოზუნგში: ”ყველაფერი სახელმწიფოსთვის; არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ; არაფერი სახელმწიფოს გარდა.” იტალიაში სახელწიფომ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. იტალიელი ფაშისტებისთვის სახელმწიფო ეს მიზანია, მის შესაქმნელად კეთდება ყველაფერი, მისგან მოდის ყველაფერი. გერმანულში კი სახელმწიფო უბრალოდ საშუალებაა რითაც რასა თავის უპირატესობას ინარჩუნებს.
”სახელმწიფო ბაზისია რომელზეც უნდა იდგეს ერის კულტურა და არა კულტურის სათავე, როგორც ზოგიერთნი შეცდომით აღნიშნავენ. მსოფლიოში ასობით სამაგალითო სახელმწიფოა, მაგრამ საკმარისია დაიხშოს არიული კულტურის სათავე, რომ ყველაზე მოწინავე ერებიც დაემხონ. აქედან დასკვნა – სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის კი არ უნდა ვიღვაწოთ არამედ რასის ხარისხისთვის. ნაციონალური სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია შეკრიბოს და დაიცვას უძველესი რასობრივი ელემენტები, რომლებიც კაცობრიობის უმაღლესი ჯიშის და მოდგმის სიამაყეს წარმოადგენენ.” ჰიტლერი.
იტალიაში ამ ფორმამ ის გამოიწვია რომ სახელმწიფოსთვის საჭიროდ მიჩნეული ზოგი ელემენტი, თუნდაც აშკარად ანტიფაშისტური, შემორჩა მუსოლინის დროს: რომის პაპი, მონარქია, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. ეკონომიკაში მუსოლინიმ ეგრედწოდებული მესამე გზა( პირველი კაპიტალიზმი, მეორე სოციალიზმი) კორპორატივიზმი აირჩია. მის მიხედვით სოციალური კლასები კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ თანამშრომლობენ ერთად ისევ და ისევ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. იქმნება კოოპერატივები სადაც მართველობა სახელმწიფოს და მეწარმეებს აქვთ და ყველაფერი კეთდება სახლმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით. იტალიური ფაშიზმი გარდა იმისა რომ წარსულის გაიდეალებას ცდილობდა და აცოცხლებდა რომის იმპერიულ დიდებას, იყურებოდა მომავლისკენ და ადგა ინდუსტიალიზაციის გზას. მოდერნიზაცია, ინდუსტიალიზაცია იტალიაში სწორედ ფაშიტების შემოტანილი და დამკვიდრებულია.
გერმანიაში ფაშიზმმა სხვა იდეური საყრდენი და მიზანი მიიღო.
თავდაპირევლად საჭიროა განვასხვავოთ ერი და რასა. ერი ესაა ერთი კულტურის, ენის, ტრადიციის, საერთო ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანთა ერთობა. რასა კი არის ბიოლოგიური კავშირი ადამიანთა შორის. თუკი შეიძლება რომ ადამიანმა შეიცვალოს ეროვნება, გახდეს სხვა ერის შვილი, აითქვიფოს სხვა ერში, რასის შემთხვევაში ადამიანი კანის ფერს, თმის ფერს, სისხლის ჯგუფს ვერ შეიცვლის. რასიალიზმი ამბობს რომ სამყარო დაყოფილია სხვადასსხვა რასებად. ესაა წითელი, თეთრი, ყვითელი, შავი რასა. ეს პოზიცია პოლიტიკურ იდეოლოგიაში დამკვიდრდა და გაჩნდა აზრი რომ ერთი რასის ადამიანებს ერთად თანაცხოვრებით შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას, რადგან გააჩნიათ თანაცხოვრებითვის ბიოლოგიური ნიშნები. ამავე დროს ერთი რასის წევრი სხვა რასაში წარმატებას ვერ მოიტანს ვერც თავისთვის და ვერც იმ რასას მოუტანს წარმატებას.
არის ასევე ანტისემიტიზმი და სოციალური დარვინიზმი გერმანულ ფაშიზმსში (ნაციზმში). ანტისემიტიზმი ეს ევროპული, აღმოსავლეთ ევროპული მოვლენაა და ის ფაშისტების მოსვლამდეც არსებობდა. ანტისემიტიზმი მიიჩნევს რომ ებრაელებმა რადგან ჯვარს აცვეს ქრისტე, არიან ღვთის მკვლელი ერის შვილები და არიან ბოროტების სინონიმები. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ებრაელების მიმართ პოზიცია იმ კუთხით შეიცვალა რომ ებრაელები არიან არა ერის წარმომადგენლები, არამედ არსებობს ებრაული რასა. ამ რასას ქონდა ბუნებრვი ნიშნები: თმის ფერი, ფიზიონოგნომია, სისხლი. ფრანგმა მეცნიერმა გობინომ განაცხადა რომ არის რასათა იერარქია. ამ იერარქიაში თეთრ რასას უპირველესი, უმაღლესი ადგილი უჭირავს. ამ თეთრ რასაში კი არიულ რასას უპირველესი. არიელებში ის გულისხმობდა გერმანელებს. გობინოს ნაშრომმა გერმანიაში შეაღწია და გავრცელდა არიელების იდეა. ამ იდეით თუკი არიელები (გერმანელები) უდიდესი რასაა, ებრაელები ფიზიკურად და სულიერად ნაკლოვანი რასაა. სხვა მეცნიერი ჩემბერლენი თვლიდა რომ ისტორია რეალურად რასების, და კონკრეტულად არიელებისა და ებრაელების ბრძოლაა. ჰიტლერი ამ ბრძოლის გაგრძელებად, ისტორიის გაგრძელებად მიიჩნევდა ებრაელების მიერ გერმანიის დამარცხებას პირველ მსოფლიო ომში და სრულიად სამართლიანად თვლიდა რომ ახლა ებრეალები უნდა გაენადგურებინა და სამაგიერო გადაეხადა მათთვის. თვითონ ჰიტლერი რასების იერარქიას სამად ყოფს. პირველი ესაა შემქმნელი რასა, არიული რასა, გერმანალები. რომლებიც ქმნიან კულუტურას, ხელოვნებას, მეორე ესაა მატარებელი რასა. ესაა რასა რომელსაც თავად არ შეუძლია შექმნას რამე მაგრამ ითვისებს არიელების შექმნილს. მესამე რასაა დამანგრეველი რასა, ებრაელები. რომლებიც მტრობენ შემქმნელებს. ამგვარმა არიანიზზმა გამოიწვია ომის საფუძველი და მიზანიც. მიზეზი ესაა ებრაელთა დამანგრეველი თვისება და მიზანი არის ებრაელთა სრული განადგურება. საინტერესო პოზიცია ქონდათ სლავებზე: ისინი უნდა დაემორჩილებინათ და მონებად ექციათ. ებრაელების არსებობა გერმანიის უპიველესი საფრთხე იყო, როგორც არიული სახელმწიფოსი. ამგვარი რასიალიზმი და არიანიზმი თვითონ გერმანელებშიც არ გამორიცხავდა ძალადობას და უსამართლოებას. თუკი გერმანელები არიან ბუნებით არიელები და უპირველესი კულუტურული რასა მაშინ მათ უნდა შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი ეს კი მოხდება იმით რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ სისხლს. თავან სხეულს.
"არავის აქვს უფლება დაიმახინჯოს სხეული, ის რასის საკუთრებაა.”
აი ჰიტლერის პოზიცია. იკრძალებოდა სხვა ეროვნებასთან (რასასთან) ქორწინება, ნადგურდებოდა არასრულფასოვანი გერმანელი ადამიანიც თავისი შეუთავსებლობის გამო, როგორც ზემოთ ითქვა ბავშვის აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. უცნაურია მაგრამ იდელაური არიელის ტიპაჟში: მაღალი, მძლავრი, ქერა, ცისფერთვალება ადამიანის "პარამეტრებში” თავად ჰიტლერი არ ჯდებოდა.
გარდა რასისტული საფუძვლისა გერმანიაში თავდაპირვლად ინდუსტრიალიზაციის ნაცვლად სოფლის მეურნეობას, სოფელს მიაქციეს ყურადღება. ეს გამომდინარეობდა შემდეგიდან: გერმანელი წმინდა და სუფთაა, მაცოცხლებელი ძალის მატარებელია როცა ის მიწასთან ახლოსაა. ჰიტლერის მიხედვით არიელები დიდი ხნის წინ მომთაბარეობიდან გახდნენ მიწადმოქმედნი, "ხოლო ებრაელები არც არასდროს ყოფილან მომთაბარენი, არამედ სულ სხვის სხეულზე პარაზიტობდნენ.” გერმანული ფაშიზმი ხასიათდება წარსულის გახსენებით, განდიდებით, ტრადიციების აღდგენით. მაგრამ იგივე რასიალიზმი, სოციალური დარვინიზმის იდეების სიმძლავრე გულისმობდა რომ გერმანიას თავისი თავი უნდა გამოეკვება, ხოლო შემდეგ როცა საჭირო გახდებოდა ეშოვნა საარსებო არეალი.
"სანამ გერმანული სახელმწიფო არ შემოიკრებს ყველა გერმანელს და არ უზრუნველყოფს მათ საკვებით, გერმანიას არ აქვს მორალური უფლება ეძიოს ახალი ტერიტორიები.” ჰიტლერი
ეს კი ტექნიკური პროგრესის გარეშე ვერ მიიღწეოდა ამიტომაც გერმანიაში ინდუსტრიალიზაციას უდიდესი ყურადღება დაუთმეს და პროგრესი მართლაც რომ დიდი იყო.
ამგვარია ფაშიზმის და ზოგადად ორი უმთავრესი ფაშისტური სახელმწიფოს დახასიათება. ბევრი თვლის რომ ფაშიზმი და ნაციონალიზმი მსოფლიო ომის შემდგომმა პირობებმა გამოიწვია, ზოგი ამ იდეოლოგიას თავისუფლების შიშს უწოდებს. იყო შიში რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნებში, სადაც ეროვნულობის მომენტი დიდი იყო, თავისუფლების მოპოვებისას ნაციონალიზმის ელემენტები გაიღვივებდა და ფაშიზმის გზას დაადგებოდა. ამ მოლოდინს დაემატა ეთნო კონფლიქტები ყოფილ რესპუბლიკებს შორის და შიგნითაც. ზოგან ამან რეალურად ფაშისტური სახე მიიღო. რაც ეთნიკურ წმენდებსა თუ რეპრესიებში გამოხატა.
ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდნენ ნაციონალისტური პარტიები, ზოგიერთი მათგანის საარჩევნო ლოზუნგი თუ სუფთა ფაშისტური არაა მიაგავს მას ძალიან. ასეთია ლე-პენის პარტია საფრანგეთში რომლის კამპანია ფრანგების და ემიგრანტების, ყოფილი კოლონიების მოქალაქეებისგან განსხვავებისკენ იყო მიმართული. ის პარტიები რომლებიც ასე თუ ისე ფაშისტურის ნიშნის მატარებლები არიან ერთხმად უარყოფენ ჰიტლერთან და მუსოლინისთან კავშირს ანდა მემკვიდრეობას. ამავე დროს ევროპაში ფაშიზმის გავრცელებას ისიც უშლის ხელს რომ მულტიკულტურალიზმია. წმინდა სისხლის არიელების ანდა სხვა რასის პროპაგანდა და პოპულარობა ძნელია რადგან ქვეყნებს შორის ძალიან დიდი ეკონომიკური ურთიერთობებია. თუნდაც ავიღოთ სხვადასხვა ეროვნული ოჯახების არსებობა.
თუმცა ეგრედწოდებული ნეოფაშისტები უარყოფენ კავშირს წინა ლიდერებთან, მიდიან გარკვეულ დათმობაზე ლიბერალიზმთან, ეგრედ წოდებულმმა დემოკარტიულმა ფაშიზმმა (რომელიც დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს და ემორჩილება დემოკრატიულ წესებს) უარყო რასიალიზმიც მაგრამ დემოკრატიულ, ლიბერალურ აზროვნებაში არის პოზიცია, შიში რომ ეს ისეთივე მოჩვენებითი პოზიციაა როგორიც ჰიტლერისთვის იყო დამახასიათებელი. მაშინ ევროპის დემოკარტიული სახელმწიფოები პირდაპირ დაეხმარნენ ჰიტლერს მოსულიყო მთავრობაში რომ კომუნისტების მოსვლა არ დაეშვა და შემდგე კი ეს დემოკრატებს ცუდად მოუბრუნდათ. არის შიში რომ ეს შემრიგებლური პოზიცია მოჩვენებითია და საკმარისი იქნება რომელიმე ნეოფაშისტური პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში რომ ის თავის ფაშისტურ სახეს გამოააშკარავებს და შექმნის უდიდეს საფრთხეს სამყაროსთვის.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1014 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]