პოლიტიკური ფილოსოფია და თეორია
2011-10-27, 8:25 PM


ნებისმიერ მოვლენას, ქმედებას, საკითხს, მეცნიერებასა თუ უბრალო ნაბიჯსაც კი აქვს წინასწარი თეორიული გააზრება, ანუ თეორიულ-ფილოსოფიური განსჯა მისი რაობისა და მიზნისა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და მწვავეა პოლიტიკასთან მიმართებით, რადგან თანამედროვე მსოფლიოსა და განსაკუთრებით ცალკეულ რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებში თეორია და ფისოლოფია თითქმის სრულადაა უარყოფილი და ყოველივე გადატანილია პრაქტიკაზე, რაც უმეტეს შემთხვევაში ერთით მთავრდება: აღმოჩნდება რომ ის, რამაც პრაქტიკაში არ გაამართლა თეორიაში უკვე არსებულა მისი წარუმატებლობის მიზეზი.

რა არის პოლიტიკური ფილოსოფია და თეორია? არის თუ არა იგი იდეოლოგიების ანალოგი? აღნიშნული კითხვები აუცილებლად დაისმება და პასუხიც აუცილებლად უნდა გაეცეს: პოლიტიკური ფილოსოფია და თეორია ადამიანებისაგან მოდის, თავიანთი ხედვიდან და გააზრებიდან უკეთეს მომავალთან დაკავშირებით. ანუ თეორია და ფისოლოფია არის მთელ რიგ გლობალურსა თუ მცირე პრობლემებზე ორიენტირება და მათი მოგვარების გზების ძიება, რაც თავისთავად იდეოლოგიასთან ძალიან ახლო მდგომს ხდის მათ. თუმცა იდეოლიგიებისაგან განსხვავებით პოლიტიკური თეორია და ფილოსოფია პრობლემათა მოგვარების ირაციონალურ გზებსაც ეძიებს, რადგან პოლიტიკა ირაციონალურის გარეშე ისევ და ისევ მშრალი სტატისტიკური მონაცემებია, რომელიც რეალურად სურათს მხოლოდ ასახავს, მაგრამ მის შესახებ ვერც რეალურ პროგნოზს აკეთბს და ვერც გამოსავალს პოულობს. პოლიტიკური ფიოლოსიფია წარსულის გამოცდილებას იმდენადვე ეყრდნობა, რამდენადაც ის მომავლის უკეთ გარდაქმნაში დაეხმარებას მას.

ცალკეული პოლიტიკური პროცესების წარმოება არის მთლიანად შედეგი, იმ თეორიული ფილოსოფიისა, რასაც პოლიტიკოსები ქმნიან და გვთავაზობენ, ხოლო პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც არ გააჩნია რაიმე იდეოლოგია ან/და ფილოსოფია, ის ვერ შეძლებს რაიმე შეცვალოს უკეთესობისაკენ, რადგან თავისუფლადაა შესაძლებელი რომ ელემენტარული საკითხებიც კი "შიდა სამზარეულოშიც” არავის მიერ არ იყოს მხარდაჭერილი და ყველა ადამიანი თავის ინდივიდუალურ გზას ხედავდეს გავითარებისას, ეს კი სულაც არ გავს საერთო პოლიტიკური ნიშნითა და აზრით გაერთიანებულ საზოგადოებას.

ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ საქართველოში პოლიტიკური ფილოსოფიისა და თეორიის კრიზისი ერთ-ერთი უმწვავესია, რადგან ქართული პოლიტიკური სპექტრი უმეტეს შემთხვევაში დაცლილია რაიმე პრინციპებისა და ფილოსოფიის ერთგულებისა და პოლიტიკური ძალებიც მოკლევადიანი მიზნებისათვის იქმნებიან, რაც ისევ და ისევ მათთვის არის დამანგრეველი. საზოგადოების მხრიდან კი ძალიან რთულიან ენდო ძალას, რომელსაც არ გააჩნია თავისი სამომავლო ხედვა და გზა წარმატებისა და უკეთესი მომავლისა, ხოლო არგუმენტად ცალკეული სტატისტიკების მოყვანა გამოსავალი ნამდვილად არ გახლავთ.

ასეა თუ ისე, 21-ე საუკუნეში პოლიტიკური ფილოსოფიის, როგორც მტრის განხილვა აღარ ხდება, რამაც ხელი შეუწყო ახალი იდეებისა და სხვადასხვა მოტივზე დამყარებული თეორიის აღორძინებას. სამომავლო პერსპექტივა პოლიტიკური ფილოსოფიისა აშკარად დადებითია, თუმცაღა ამ ეტაპზე მისი საქართველოში გავითარებისა და აღორძინების ალბათობა მცირეა, მაგრამ ყოველი შემეცნებითი ნაბიჯი პოლიტიკური განათლებისაკენ არის აგური ფილოსოფიის გავითარების გზაზე.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1332 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
  • Dasia 2011-12-14

    A million thanks for posting this infmoration.

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]